მეთანი, ეთანი, პროპანი, ბუტანი... სანამ ხუთ ნახშირბადამდე მიხვალ, შეიძლება, უკვე სასოწარკვეთამ შეგიპყროს. ექვს ნახშირბადზე შეიძლება გეგონოს, რომ დაწყევლილი ხარ! არ ინერვიულო, თავს კარგად იგრძნობ, როცა გაჩვენებთ გაკვეთილს ალკანებისთვის სახელების დარქმევის შესახებ.
ლაპარაკობ ორგანული ქიმიის ენაზე? თავს ნომენკლატურა დაგტრიალებს? გგონია, რომ წრეებზე ტრიალებ? ამ ტუტორიალში ვისწავლით, თუ როგორ დავარქვათ სახელები ალკანებს, ციკლოალკანებსა და ბიციკლურ ნაერთებს უშეცდომოდ.
ეჭვის თვალით უყურებთ კონფორმაციებს? იქნებ, თვალსაწიერი გაიფართოვოთ და ნიუმანის პერსპექტივიდან შეხედოთ? შედეგმა შეიძლება უფრო სტაბილურად გაგრძნობინოთ თავი.
ორგანული მოლეკულების თვისებები დამოკიდებულია სტრუქტურაზე და ორგანული ნაერთების სახელების ცოდნა სხვა ქიმიკოსებთან კომუნიკაციის საშუალებას მოგვცემს. გარდა ამისა, ვისწავლით მოლეკულური სტრუქტურების ისეთ სხვადასხვა ასპექტებს, როგორებიცაა ძირითადი ფუნქციური ჯგუფები და კონფორმაციები.