ხანის აკადემიის სტაჟირებები

ჩვენ სტაჟიორებს ერთი წლის ვადით ვასაქმებთ

დახარჯეთ რამდენიმე თვე, რომ მიაწოდოთ
უფასო განათლება მსოფლიოს

ხანის აკადემიის მასალა სკოლის კლასებისთვის და ინდვიდუალური ადამიანებისთვის მთელი მსოფლიოს გარშემო 25 ენაზე გამოიყენება. 2 მილიარდზე მეტი ინტერაქტიული მათემატიკური ამოცანა ამოიხსნა. ჩვენი ფაკულტეტის ვიდეოები 400,000,000-ჯერ ნახეს. როგორც სტაჟიორი, ნებისმიერი შესრულებული გაუმჯობესებით, თქვენ დაუყოვნებლივ ეხმარებით^ მილიონობით მოსწავლეს, რომ ისწავლონ ის, რაც უნდათ და სჭირდებათ.

ჩვენ გთავაზობთ მენტორობას და არა მარტო

სტაჟიორთა პროგრამას ვუდგებით, როგორც სრული განაკვეთის კადრების ძებნის ყველაზე ჯანსაღ, ყველაზე მნიშვნელოვან წყაროს. პირველი დღიდან ბოლო დღემდე გეყოლებათ გამოცდილი თანამშრომელი, რომელიც იზრუნებს იმაზე, რომ შეიძინოთ საჭირო უნარები. თუ რამე ხელს შეგიშლით, გვითხარით და გამოვასწორებთ. ადამიანები, რომელთანაც იმუშავებთ, საზოგადოების ყველა წრიდან მოდიან და მზად არიან, გასწავლონ ახალი ხრიკები, მოგიყვნენ თავიანთ გამოცდილებაზე. რაზეც არ უნდა მუშაობდეთ, ყოველთვის იპოვით გუნდის ისეთ წევრს, რომელსაც სურს, დაგეხმაროთ სწავლაში.

სტაჟიორები გვეხმარებიან გავუმკლავდეთ ჩვენს ყველაზე რთულ გამოწვევებს

წაიკითხეთ ეს ისტორიები ჩვენს ძველ სტაჟიორებზე. მათ გადალახეს რთული ტექნიკური, სამომხმარებლო და სოციალური პრობლემები ისეთი გზებით, რომლებსაც ვერც წარმოვიდგენდით. ჩვენს სტაჟიორებს ვაძლევთ ხანის აკადემიის უმნიშვნელოვანეს პროდუქტებს და მათ ვენდობით იმაში, რომ საუკეთესო შედეგს გვაჩვენებენ. სხვა სტაჟირებებისგან განსხვავებით, აქ არ მოგიგდებთ ისეთ იშვიათ პრობლემებს, რომელთა გადაჭრაც არავის არ სურს. თქვენგან ველით, რომ იმუშავებთ პროექტზე, რომელიც გავლენას იქონიებს მილიონობით მოსწავლეზე.

არაკომერციული, რომელსაც აქვს იგივე უპირატესობები, რაც კომერციულს

ახლანდელი ვაკანსიები