ძირითადი მასალა

გაიცანით ჩვენი ლიდერთა გუნდი

საბჭო
Ann Doerr

Ann Doerr

Board Chair, Khan Academy

Ann Doerr serves as a Trustee of Rice University and is the Chair of Khan Academy. She is also an Advisory Trustee for Environmental Defense Fund. Ann started her career as an engineer. She held various engineering and management positions at Intel, Silicon Compilers, and Tandem Computers. Ann holds both a Bachelors and Masters Degree in Electrical Engineering from Rice University.

Larry Cohen

Larry Cohen

CEO, Gates Ventures

Larry serves as the CEO of Gates Ventures, a private office established by Bill Gates in September 2008. Prior to Gates Ventures, Larry served as Microsoft’s Corporate Vice President of Marketing. Larry joined Microsoft in 1995 to work on its early online efforts. Prior to Microsoft he held product management positions at Apple/Claris and before that at Collabra Software which was acquired by Netscape.

Sean O'Sullivan

Sean O'Sullivan

"SOSV: ვენჩურული კაპიტალის აქსელერატორის" დამფუძნებელი და მენეჯერი პარტნიორი

შონ ო'სალივანი „SOSV მაჩქარებელი ვენჩურული კაპიტალის" დამფუძნებელი და მენეჯერი პარტნიორია. ის რენსელერის პოლიტექტინური ინსტიტიტის ბაკალავრია. კარიერა „მეპინფოს" დაფუძნებისას დაიწყო, რომლის მეშვეობითაც პერსონალურ კომპიუტერებზე ქუჩის რუკის ტექნოლოგია დანერგა. „მეპინფო" მალე $200-მილიონიანი საჯარო კომპანია გახდა. სალივანის პირველი ინტერნეტ კომპანია, „ნეტცენტრიკი", ინტერნეტ კომპიუუტინგის არაერთი კონცეპტის პიონერი იყო. სალივანი, ასევე, ტერმინის, „ღრუბლის კომპიუტინგის", თანაშემქმნელია. შონი ვიზიონერი ანტრეპრენიორი და ინვესტორი გახდა და მრავალი ტიპის ბიზნესსა და ჰუმანიტარულ პროექტს ეხმარება.

Ted Mitchell

Ted Mitchell

აშშ-ს განათლების დეპარტამენტის მდივნის ყოფილი მოადგილე

ტედ მიჩელმა ბოლო დროს აშშ-ს განათლების დეპარტამენტში მდივნის მოადგილედ იმუშავა - მისი კანდიდატურა 2014 წელს პრეზიდენტმა წამოაყენა, შემდეგ კი სენატმა დაამტკიცა. ამ პოზიციაზე ყოფნისას ტედი უმაღლესი და ზრდასრულთა განათლების პოლიტიკასა და სახელმწიფო სტუდენტურ დახმარებას ზედამხედველობდა. ტედის მოღვაწეობის დროს დეპარტამენტმა ექსპერიმენტაცია და ინოვაცია წაახალისა და ყველა მსწავლელს ხელმისაწვდომი, უმაღლესი ხარისხის სერტიფიკატები მიანიჭა, მით უმეტეს მათ, ვისაც ამ სისტემით ნაკლები რამ ერგოთ. ტედის ხელმძღვანელობით დეპარტამენტმა „კოლეჯის ნიშნების ბარათი" წამოიწყო - მყიდველისთვის შექმნილი ხელსაწყო, რომელიც სტუდენტებსა და ოჯახებს კოლეჯებს შორის არჩევანის გაკეთებაში ეხმარება. ტედი, ასევე, დეპარტამენტს არაეთიკურ ინსტიტუციებთან ბრძოლაშიც ეხმარებოდა (რომლებიც სტუდენტებსა და გადასახადების გადამხდელებს ძარცვავდნენ). დეპარტამენტში მუშაობის დაწყებამდე ტედი „ახალი სკოლების ვენჩურულ ფონდში" აღმასრულებელ დირექტორად მუშაობდა - ამ ვენჩურულმა ფილანთროპიამ ათი წლის განმავლობაში 200 მილიონ დოლარამდე ჩადო ისეთ სტარტაპებში, რომლებიც ბაღისა და სასკოლო განათლებაზე მუშაობდნენ. ტედის გრძელვადიანი კარიერა განათლებაში, ასევე, მოიცავს კალიფორნიის შტატის განათლების საბჭოს პრეზიდენტობას, დასავლეთის კოლეჯის პრეზიდენტობასა და UCLA-ს, სტენფორდისა და დარტმუთის ადმინისტრაციულ-სამმართველო და პროფესორულ პოზიციებს.

James Manyika

James Manyika

McKinsey-ს უფროსი პარტნიორი და McKinsey Global Institute-ის თავმჯდომარე

ჯეიმზ მენიიკა მაკ-კინზის უფროსი პარტნიორი და მაკ-კინზის გლობალური ინსტიტუტის თავმჯდომარეა. იგი აგრეთვე მაკ-კინზის დირექტორთა საბჭოში მუშაობს. 20-ზე მეტი წლის განმავლობაში იგი მუშაობდა მსოფლიოს მრავალ წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებთან, დამაარსებლებსა და ხელმძღვანელებთან. იგი აგრეთვე იკვლევს და წერს ტექნოლოგიის გავლენაზე ეკონომიკასა და საზოგადოებაზე. ჯეიმზი რეგულარულად თანამშრომლობს კერძო სექტორის ლიდერებთან, წამყვან ეკონომისტებთან და პოლიტიკოსებთან მთელ მსოფლიოში. ეს თანამშრომლობა მოიცავს იმ ინიციატივებსა და კომისიებს, რომლებიც უკავშირდება ინკლუზიურ ზრდას, ტექნოლოგიურ შესაძლებლობებსა და მის სოციალურ გავლენებს.

James was appointed by President Obama as Vice Chair of the Global Development Council at the White House. He is on the boards of the Council on Foreign Relations, John D. and Catherine T. MacArthur Foundation, Markle Foundation, and advisory boards of the Oxford Internet Institute, MIT’s Initiative on the Digital Economy and Harvard’s Hutchins center and WEB DuBois Institute. James is a member of the standing committee for the Stanford-based 100 Year Study on Artificial Intelligence, a fellow at DeepMind on AI, Ethics and Society, a non-resident senior fellow of the Brookings Institution, and a fellow of the Royal Society of Arts.

James was in the Robotics Research Group at Oxford, a fellow of Balliol College, a visiting scientist at NASA JPL, a faculty exchange fellow at MIT.  A Rhodes Scholar, James received his DPhil. MSc. MA. from Oxford in Robotics, Mathematics and Computer Science, BSc in electrical engineering from University of Zimbabwe.

Curtis Feeny

Curtis Feeny

Curtis Feeny has invested in enterprise software for 18 years with a focus on data analytics. His boards have included Ayla Networks, Kaggle, Wise.io, Autogrid, Sensys, and numerous other successful startups. Curtis has served on 31 boards, both public and private. He also invested with Stanford professors in Plangrid, Accuray (IPO), and other highly successful startups out of Stanford University. Since 2000, he has been on the board of Trammell Crow Company (TCC: NYSE), which was purchased by CB Richard Ellis (CBG: NYSE) in 2006. In 2001, Curtis was appointed by President George W. Bush to be a Trustee of the Presidio Trust. Curtis has also served on the board of Staples (SPLS: NYSE). Previously, Curtis was the first Executive Vice President of the newly formed Stanford Management Company, helping oversee the University’s endowment from 1992 to 2000, when assets under management grew from $1.5 billion to $9 billion. Curtis has an MBA from Harvard Business School, and a BS in mechanical engineering from Texas A&M University.

Sal

Sal

დამფუძნებელი & გენერალური დირექტორი

სალიმ ხანის აკადემიაში მუშაობა 2005 წელს დაიწყო, რათა თავის ბიძაშვილებს დახმარებოდა (და მალევე სხვის ბიძაშვილებსაც). ხანის აკადემიის ხედვისა და მიმართულების განსაზღვრასთან ერთად, იგი კვლავ ბევრ ვიდეოს იღებს (თუმცა ის აღარ არის ერთადერთი).

სალს აქვს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სამი დიპლომი და ჰარვარდის მაგისტრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირებაში.

გლობალური მრჩეველების საბჭო
Scott Cook

Scott Cook

სკოტ კუტი „Intuit Inc.–ის" თანადამფუძნებელი (დაარსდა1983 წელს) და მისივე აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარეა. „Intuit –ის" დაფუძნებამდე კუკი „Bain & Company–ის" საბანკო საქმესა და ტექნოლოგიაში საკონსულტაციო დავალებებს უძღვებოდა. მანამდე ის „Procter & Gamble–ში", საყოფაცხოვრებო პროდუქტების გიგანტ კომპანიაში, სხვადასხვა მარტკეტინგულ პოზიციებზე მუშაობდა, მათ შორის, ბრენდ მენეჯერად; ახლა ის „Procter & Gamble–ის" საბჭოს წევრია. გარდა ამისა, კუკი ჰარვარდის ბიზნეს სკოლის დეკანის მრჩეველთა საბჭოს, ვისკონსინის უნივერსიტეტის ბრენდისა და პროდუქტის მენეჯმენტის ცენტრის, „ინტუიტის სტიპენდიის ორგანიზაციისა" და „ვალჰალას საქველმოქმედო ორგანიზაციის" დირექტორთა საბჭოს წევრია. ის „eBay–ისა" და „PayPal–ის" საბჭოს ყოფილი წევრიცაა.

John Doerr

John Doerr

ჯონ დოერი კლაინერ პერკინს ქოფილდ & ბაიერსს 1980 წელს შეუერთდა და მას შემდეგ ისეთ ადამინებთან თანამშრომლობდა, როგორიცაა ლარი პეიჯი, სერგეი ბრინი და „გუგლის" ერიკ შმიტი; Amazon.com-ის ჯეფ ბეზოსი და „ინტუიტის" სკოტ კუკი და ბილ კემბელი. ჯონი გატაცებით ეხმარება მეწარმეებს “შემდეგი დიდი იდეის” შექმნაში მობილური და სოციალური ქსელებისთვის, „გრინტექ" ინოვაციისთვის, განათლებისთვის და ეკონომიკური განვითარებისთვის. ჯონის დაფინანსებული საქმეების წყალობით შეიქმნა 300,000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი. ჯონი ისეთი კომპანიების საბჭოების წევრია, როგორიცაა „ამაირისი", „გუგლი" და „ზინგა", ისევე, როგორც რამდენიმე კერძო ტექნოლოგიური კომპანიის. ის ასევე უძღვებოდა KPCB-ის „ტვიტერში" ინვესტირებას.

KPCB-ს გარეთ, ჯონი მხარს უჭერს ანტერპრენერებს, რომლებიც გარემოზე, საჯარო განათლებასა და მსოფლიოში სიღარიბის შემცირებაზე ზრუნავენ. მათ შორისაა NewSchools.org, TechNet.org, კლიმატის რეალობის პროექტი და ONE.org. ჯონმა რაისის უნივერსიტეტში მოიპოვა ელექტრონული ინჟინერიის ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხები, ამასთანავე, ის ჰარვარდის ბიზნესის სკოლის კურსდამთავრებული და ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრია. ის ასევე ფლობს კომპიუტერული მეხსიერების რამდენიმე მოწყობილობის პატენტს. ჯონი ხელოვნებისა და მეცნიერების ამერიკული აკადემიისა და ა.შ.შ-ს პრეზიდენტ ბარაკ ობამას დასაქმებისა და კონკურენტუნარიანობის მრჩეველთა საბჭოს წევრია.

Bill Gates

Bill Gates

ბილ გეიტსი ბილ & მელინდა გეიტსების ფონდის თანათავმჯდომარეა. 1975 წელს ბილ გეიტსმა პოლ ალენთან ერთად მაიკროსოფტი დააარსა და მიაღწია იმას, რომ ეს კომპანია ბიზნესისა და პერსონალური პროგრამული უზრუნველყოფის სფეროს ლიდერი გამხდარიყო.

2008 წელს ბილი მთლიანად გადაერთო თავისი ფონდის საქმიანობაზე, რათა მსოფლიოს ყველაზე დაზარალებული ადამიანებისთვის მეტი შესაძლებლობა შეექმნა. თანათავმჯდომარესთან, მელინდა გეიტსთან ერთად, ის უძღვება ფონდის სტრატეგიულ განვითარებას და განსაზღვრავს ორგანიზაციის ზოგად მიმართულებას. 2010 წელს ბილმა, მელინდამ და უორენ ბაფეტმა დააარსეს „გაცემის ფიცი", რომელიც ყველაზე მდიდარ ოჯახებსა და პირებს მოუწოდებს და აქეზებს, რომ საკუთარი სიცოცხლის განმავლობაში ან სიკვდილის შემდეგ ანდერძით, ქონების ნახევარზე მეტი საჯაროდ გასცენ საქველმოქმედო მიზნებისთვის.

Jorge Paulo Lemann

Jorge Paulo Lemann

ხორხე პაულო ლემანი „ლემან ფაუნდეიშენის" საბჭოს თავმჯდომარე და „3G კაპიტალის" (გლობალური საინვესტიციო ფირმა, რომელიც მუშაობს გრძელვადიანი ღირებულებისა და ბრენდებისა და ბიზნესების პოტენციალის მაქსიმიზაციაზე) თანადამფუძნებელი და დირექტორია. ლემანი „ენჰაიზა-ბუშ ინბევის" საბჭოს წევრი და საკონტროლო აქციების მფლობელია. ის „კრაფტ ჰაინც კომპანის" საბჭოს წევრიცაა. ის ბრაზილიური „ბანკო დე ინვესტიმენტოს გარანტიას" დამფუძნებელი, წილის მფლობელი და აღმასრულებელი იყო (კომპანია „კრედიტ სუის ფერსტ ბოსტონმა" იყიდა). ის „ჯილეტ კომპანისა" და „სვის რეინშურანსის" დირექტორთა საბჭოშიც მსახურობდა. ლემანი ასევე, „დაიმლერ კრაისლერისა" და „კრედიტ სუის გრუპის" მრჩეველთა საბჭოს წევრი იყო და ხელმძღვანელობდა ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის ლათინოამერიკულ მრჩეველთა საბჭოს.

ხორხე ჰარვარდის უნივერსიტეტის მაგისტრია და ჰარვარდის ბიზნეს სკოლის მრჩეველთა საბჭოშიც მსახურობდა.

Susan McCaw

Susan McCaw

Susan McCaw is president of SRM Capital Investments, a private investment firm. From 2005–2007, Mrs. McCaw served as the US Ambassador to the Republic of Austria. She is a former member of Stanford University’s Board of Trustees and served as Co-Chair of Stanford’s $1 billion Campaign for Undergraduate Education.

Susan serves on several boards including Lions Gate Entertainment Corp (NYSE: LGF.B), Teach For America, the Ronald Reagan Presidential Foundation, and the Stanford Institute for Economic Policy Research. She is also an Overseer at the Hoover Institution where she is vice chair of the executive committee. In addition, she is a founding board member and board chair of the Malala Fund for Girls’ Education. Susan also serves on the Knight-Hennessy Scholars Global Advisory Board and Harvard Business School’s Board of Dean’s Advisors, and is a member of the Council on Foreign Relations and the Council of American Ambassadors.

Craig McCaw

Craig McCaw

კრეგ მაკკაუ „ Eagle River Inc–ის" თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორია. ეს კერძო საინვესტიციო ფირმა ყურადღებას კომუნიკაციის ინდუსტრიაში ინვესტირებაზე ამახვილებს. მაკკაუ ტელეკომუნიკაციების გამოცდილი ხელმძღვანელია, რომელმაც ბოლო 30 წელიწადში ბევრი წარმატებული კომპანია დააარსა საკაბელო, სატელეფონო, უკაბელო მაღალგამტარიან და სატელიტურ ინდუსტრიებში. მისტერ მაკკაუ „McCaw Cellular Communications–ის" თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორია. კომპანია ქვეყნის ერთ-ერთი ლიდერი პროვაიდერი იყო, 1994 წელს კი „AT&T Corporation–მა" იყიდა. „McCaw Cellular–ის" გაყიდვის შემდეგ მაკკაუმ „Nextel Communications–ის" რესტრუქტუირება მოახდინა. ის „Nextel Partners–ისა" და სხვა საკომუნიკაციო კომპანიების (აშშ-ში და მის გარეთ) თანადამფუძნებელი გახდა. მაკკაუ „Clearwire Corporation–ის" (უკაბელო მაღალგამტარიანი კომპანიის) თანადამფუძნებელი. აღმასრულებელი დირექტორი დათავმჯდომარეც იყო. ის „Craig & Susan McCaw Foundation–ის" პრეზიდენტია (ორგანიზაცია საგანმანათლებლო, გარემოს დაცვისა და საერთაშორისო ეკონომიკური განვითარების პროექტებს უჭერს მხარს). მაკკაუ არაერთ კორპორატიულ და ფილანთროპულ საბჭოშიც მსახურობდა, მათ შორისაა „Conservation International", ეროვნული უსაფრთხოების ტელეკომუნიკაციების მრჩეველთა კომიტეტი, მიღწევების აკადემია, ჰორაციო ალგერის გამორჩეული ამერიკელების ასოციაცია და ნელსონ მანდელას მეგობრების ორგანიზაცია. ის ამჟამად ბუნების კონსერვაციის საბჭოს თავმჯდომარეა.

Signe Ostby

Signe Ostby

სიგნი ოსტბიმ კარიერა „Procter & Gamble–ში" ბრენდის ასისტენტად დაიწყო და კომპანიას მაღაზიაში გასინჯვის გამოყენება შესთავაზა. კომპანიიდან წამოსვლის შემდეგ „კლოროქსში" იმუშავა, საკუთარი ნიშა კი მაღალტექნოლოგიურ ბაზარზე იპოვა. ოსტბიმ თავისი სტარტაპი წამოიწყო - „Software Publishing Corporation" - რომელიც პერსონალური კომპიუტერებისთვის პროდუქტიულობის პროგრამებს ამზადებდა და პროგრამების ბაზარზე გამოსაცდელი ვადის ფასდაკლებების კონცეპტს ნერგავდა. ოსტბიმ მარკეტინგული სტრატეგიის კონსულტაციის ფირმა დააარსა და პერსონალური კომპიუტერების აპარატურისა და პროგრამების მწარმოებელი მოწინავე კომპანიებისთვის მუშაობდა. გარდა ამისა, მან დაგეგმა სემინარების სერია, რომლის ფარგლებშიც მაღალტექნოლოგიურ კომპანიებს მოხმარებლისთვის შეფუთული პროდუქტის კონცეპტებს ასწავლიდა (რომლებიც პროდუქტებს საცალო ვაჭრობის მაღაზიებში ყიდდნენ).

ოსტბიმ და მისმა მეუღლემ, სკოტ კუკმა, ვისკონსინის ბიზნეს სკოლაში ბრენდისა და პროდუქტის მენეჯმენტის ცენტრი დააარსეს და ახლაც ცენტრის საბჭოს წევრები არიან. ოსტბი ვისკონსინის ბიზნეს სკოლის დეკანთა მრჩეველის საბჭოს წევრიცაა. ის გარემოს დაცვის ფონდის, ინტუიტის სტიპენდიის ორგანიზაციისა და ვალჰალას საქველმოქმედო ორგანიზაციის დირექტორია. ფილანთროპული სამუშაოს გარდა ოსტბი ყურადღებას მეურნეობასა და მეცხოველეობაზეც ამახვილებს. ის ამრავლებს, წრთვნის და გამოფენებზე წარადგენს ელიტალურ ცხენებს.

Laura Overdeck

Laura Overdeck

ლორა ოვერდეკი „Bedtime Math Foundation–ის" დამფუძნებელი და პრეზიდენტია. ეს არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ბავშვებს ეხმარება მათემატიკის შეყვარებასა და წარმატებით სწავლაში. მან შეიმუშავა სახალისო მათემატიკური ამოცანები, „ძილის წინ საკითხავი მათემატიკის" სამი წიგნი („მაკმილანი") და „გიჟური 8-ები", უპრეცედენტო, რეკრეაციული, სკოლის შემდგომი მათემატიკური კლუბი. პრინსტონის ასტროფიზიკის კურსდამთავრებული და უორტონის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი, ლორა ხელმძღვანელობს „Overdeck Family Foundation–ს", რომელიც მოსწავლეებს მაქსიმალური აკადემიური წარმატების მიღწევაში ეხმარება. ის „Liberty Science Center–ის" მეურვეთა საბჭოს ვიცე თავმჯდომარეა, ასევე ჯონ ჰოპკინსის „ნიჭიერი ახალგაზრდების ცენტრის", ნიუ ჯერსის გუბერნატორის სკოლის, პრინსტონის უნივერსიტეტის პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოსა და „Science Friday–ის" საბჭოების წევრია.

John Overdeck

John Overdeck

ჯონ ოვერდეკი „თუ სიგმა ინვესტმენტს ელ-პის", ნიუ-იორკული საინვესტიციო მენეჯმენტის ფონდის (რომელიც კლიენტებს სისტემატიურ სავაჭრო სისტემებს სთავაზობს) თანადამფუძნებელი და თანათავმჯდომარეა. მანამდე ის „დ. ე. შოუ ენდ კომპანის" მენეჯერი დირექტორი და „ამზონ.კომის" ვიცე-პრეზიდენტი იყო. ჯონმა მათემატიკის საბაკალავრო კურსი უმაღლესი ქულებით დაამთავრა, შემდეგ კი სტენფორდის უნივერისტეტის სტატისტიკის მაგისტრი გახდა. ჯონი „ოვერდეკ ფემილი ფაუნდეიშენის" პრეზიდენტი, მათემატიკის ეროვნული მუზეუმის ვიცე-თავმჯდომარე და „რობინ ჰუდ ფაუნდეიშენისა" და განვითარებული სწავლის ინსტიტუტის დირექტორია.

Carlos Rodriguez Pastor

Carlos Rodriguez Pastor

კარლოს როდრიგეზ პასტორი 2010 წლიდან „ინტერკორპ ფაინენშალ სერვისეზ ინკორპორეიტედის" აღმასრულებელი დირექტორია. ის „ნექსუს გრუპის" მენეჯერი პარტნიორი და საბჭოს ხელმძღვანელი, „ბანკო ინტერნაციონალ დელ პერუ ს.ა.ა. ინტერბანკის ხელმძღვანელი და „ინრიტეილ პერუ კორპორეიშენის" დირექტორია. ის, ასევე, „ფრანციერა უნო ს.ა.-სა" და „შპს ინტერკორპ პერუს", „ინტერსეგურო კომპანია დე სეგუროს ს.ა. იფჰ-ს", „ინტერსეგუროს", „ინტერბანკის" „სუპერმერცადოს პერუანოს" და „ინტერტიტულოსის" დირექტორია. ის „ენ-ჯი კაპიტალპარტნერსს აის ელ პისა და „ერ-პი მენეჯმენტ llc-ის" საინვესტიციო კომიტეტების წევრია.

კარლოსმა კალიფორნიის უნივერსიტეტის (ბერკლი) ბაკალავრის ხარისხი საზოგადოებრივ მეცნიერებებში მოიპოვა, შემდეგ კი ამოს ტურკის ბიზნეს ადმინისტრირების სკოლის, დარტმუთის კოლეჯის, მაგისტრი გახდა.

Laurene Powell Jobs

Laurene Powell Jobs

ლორენ პაუელ ჯობსი „ემერსონ კოლექტივის" დამფუძნებელი და პრეზიდენტია. ორგანიზაცია სოციალურ ანტრეპრენიორებს ეხმარება, რომლებიც ემსახურებიან იდეალს, რომ ყველას უნდა ჰქონდეს სრული პოტენციალის რეალიზების საშუალება.

ის ასევე „ქოლეჯ თრექის" საბჭოს პრეზიდენტია. ეს პროგრამა მან 1997 წელს შექმნა, რათა გაჭირვებულ მოსწავლეებს კოლეჯში წარმატების მიღწევაში დახმარებოდა. გარდა „ემერსონ კოლექტივისა" და „კოლეჯ ტრექისა", ლორენი ასევე „ნიუსქულ ვენჩერ ფანდის", „თიჩ ფორ ოლის", „ოზი მედიას", „ქონსერვეიშენ ინტერნეშენალისა" და სტენდორდის უნივერსიტეტის დირექტორთა საბჭოების წევრია. ის საგარეო ურთიერთობების მრჩეველთა საბჭოს წევრიცაა. ის პენსილვანიის უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ინჟინერიის ბაკალავრი და სტენფორდის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მაგისტრია.

Eric Schmidt

Eric Schmidt

ერიკ შმიტი „ალფაბეტ კორპორაციის" აღმასრულებელი თავმჯდომარეა. ის კომპანიის საგარეო საქმეებზეა პასუხისმგებელი, მაგალითად „გუგლთან" თანამშრომლობაზე და სხვა კომპანიების აღმასრულებელი ხელმძღვანელებისთვის ბიზნესისა და პოლიტიკის საკითხებში მრჩეველობაზე.

"ალფაბეტის" დაარსებამდე ერიკი 4 წლის განმავლობაში „გუგლის" თავმჯდომარე იყო. 2001-2011 წლებში ერიკი „გუგლის" აღმასრულებელი თავმჯდომარე იყო და კომპანიის დამაარსებლებთან, სერგეი ბრინთან და ლარი პეიჯთან ერთად, ტექნიკურ და ბიზნეს სტრატეგიებს ახორციელებდა. მისი ხელმძღვანელობით „გუგლმა" მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ინფრასტრუქტურა და გაამდიდრა შეთავაზებული პროდუქტების არჩევანი. ამავდროულად, კომპანია ინარჩუნებდა ძლიერ ინოვაციურ კულტურას, რის შედეგადაც, სილიციუმის ველის ახალწამოწყებული ბიზნესიდან ტექნოლოგოგიის სფეროში მსოფლიო ლიდერად იქცა.

"გუგლის" წევრობამდე ერიკი „ნოველის" თავმჯდომარე და მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელი და ასევე „სან მისროსისტემსის" მთავარი ტექნოლოგიური ხელმძღვანელი. მანამდე ის „ქსეროქსის" პალო ალტოს კვლევის ცენტრში, „ბელ ლაბორატორისსა" და „ზილოგში" მუშაობდა. ის პრინსტონის უნივერსიტეტის ელექტრული ინჟინერიის ბაკალავრია და კალიფორნიის უნივერსიტეტის, ბერკლის, კომპიუტერული მეცნიერებების მაგისტრი და დოქტორი.

ერიკი პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს წევრია მეცნიერების დარგში. ის 2006 წელს ინჟინერიის ნაციონალური აკადემიის წევრი გახდა, ხოლო 2007 წელს ხელოვნების ამერიკული აკადემიის წევრად დანიშნეს. ერიკი ასევე „ New America Foundation-ის" თავმჯდომარეა და 2008 წლიდან ნიუ ჯერსის, პრინსტონის პროგრესული კვლევების ინსტიტუტის კურატორია. 2012 წლიდან ერიკი „ Broad Institute-ისა" და „Mayo Clinic–ის" საბჭოების წევრია. 2013 წელს ერიკისა და ჯარედ კოენის თანაავტორობით გამოიცა „ნიუ იორკ თაიმსის" ბესტსელერი წიგნი, „ახალი ციფრული ეპოქა: ერების, ბიზნესებისა და ჩვენი ცხოვრების ტრანსფორმაცია". 2014 წლის სექტემბერში ერიკმა „ნიუ იორკ თაიმსის" მეორე ბესტსელერი გამოსცა, „როგორ მუშაობს გუგლი", რომელზეც ის და ჯონათან როზენბერგი ალან იგლთან ერთად მუშაობდნენ.

David Siegel

David Siegel

"თუ სტიგმა ინვესთმენთის" თანადამაარსებლობამდე დევიდი „ტუდორ ინვესტმენტ ქორფორეიშენის" მთავარი ტექნოლოგიური ოფიცერი და დირექტორ-ხელმძღვანელი იყო. დოქტორის ხარისხის მოპოვების შემდეგ, დევიდი „დ. ე. შოუ & კომპანიას" შეუერთდა და კომპანიის პირველი ინფორმაციული ხელმძღვანელის თანამდებობამდე დაწინაურდა. „დ. ე. შოუ & კომპანიაში" მუშაობისას მან დააარსა „ფარსაით ფაინენშალ სერვისი", რომლის პრეზიდენტიც თავად იყო. ეს პირველი ინტეგრირებული პერსონალური ფინანსების სერვისის ვებგვერდია, რომელიც შემდეგ მერილ ლინჩმა შეიძინა. პრინსტონის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დევიდმა დოქტორის ხარისხი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში მოიპოვა, სადაც ის ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიაში სწავლობდა. დევიდის ცხოვრებისეული ინტერესი გონიერი კომპიუტერული სისტემების შექმნა იყო და ამ მისიის განხორციელებას ის დღესაც აქტიურად ცდილობს „თუ სტიგმაში".

ის ამჟამად „ჰამილტონ ინშურანს გრუპის", „სკრაჩ ფაუნდეიშენის", „ენ-უაი-სი ფერსტისა" და „ენ-ეი-ეფის" დირექტორთა საბჭოს წევრია. გარდა ამისა, დევიდი კარნეგი ჰოლის მეურვე, „ტვინის, გონებისა და მანქანების NSF/MIT ცენტრის" აღმასრულებელ მრჩეველთა კომიტეტის წევრი და სტენფორდის ფილანთროპიისა და სამოქალაქო საზოგადოების მრჩეველთა საბჭოს წევრია.

დევიდი, ასევე, „კორნელ ტეკის" მეთვალყურეთა საბჭოს წევრი და „ემ-აი-ტი მედია ლაბორატორიის" კორპორაციული ვიზიტორების კომიტეტის წევრია.

Dan Benton

Dan Benton

აღმასრულებელი დირექტორი, „ენდორ კეპიტალ მენეჯმენტ"

დენ ბენტონმა სახელი გაითქვა, როგორც ტექნოლოგიის ინდუსტრიის ერთ-ერთმა უმთავრმა ინვესტორმა. 2001 წლიდან (კომპანიის დარსებიდან მოყოლებული) ის „ენდორ კეპიტალ მენეჯმენტის" აღმასრულებელი დირექტორია. მისტერ ბენტონი ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი და კოლგეიტ უნივერსიტეტის მათემატიკის მაგისტრია. 2001 წლიდან ის კოლგეიტის უნივერსიტეტის მეურვე და აღმასრულებელი კომიტეტის მონაწილეა. ის ჰორას მანის სკოლის, „სამასორსისა" და „განსაკუთრებული ქირურგიის საავადმყოფოს" მეურვეცაა.

Carlos Slim

Carlos Slim

კარლოს სლიმ ჰელუ სამოქალაქო ინჟინერია, რომელიც მექსიკის ეროვნულ ავტონომიურ უნივერსიტეტში სწავლობდა და იმ დროისთვის ალგებრისა და წრფივი პროგრამირების პროფესორად მუშაობდა. ის 1952 წლიდან ინვესტორია. 25 წლისამ „ინბურსა" და „გრუპო კარსო" დააფუძნა. ეს კომპანიები დღეს სხვადასხვა აქტივობებითაა დაკავებული: ინდუსტრია, მშენებლობა, ტელეკომუნიკაციები, ფინანსები, ენერგია, მომპოვებლობა, ინფრასტრუქტურა, უძრავი ქონება და ა. შ. კომპანიები 40-ზე მეტ ქვეყანას არის მოდებული.

1986 წელს მან კარლოს სლიმის ორგანიზაცია დააარსა, რომ ყველაზე მოწყვლად საზოგადოებებს დახმარებოდა; ოროგანიზაციამ მილიონობით ადამიანზე იქონია დადებითი გავლენა. ორგანიზაცია სოციალური პასუხისმგებლობით, ეფექტურობითა და შედეგიანობით გამოირჩევა და სხვადასხვა სფეროებში პროგრამებს ატარებს. მაგალითად, განათლება, დასაქმება, ჯანდაცვა, კვება, სოციალური სამართალი, კულტურა, ადამიანური განვითარება, ბუნებრივი კატასტროფები, ბუნების დაცვა და ეკონომიკური განვითარება. ეს პროგრამები ყველა ასაკის ადამიანთა ცხოვრების ხარისხს აუმჯობესებს, ზრდის ადამიანური კაპიტალის განვითარებას და ადამიანებს, საზოგადოებებსა და ქვეყნებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს. მან ბიზნეს საქმიანობისა და ფილანთროპიისთვის არაერთი ჯილდო დაიმსახურა. მას უყვარს ისტორია, განსაკუთრებით ცივილიზაციის ცვლილება და კაცობრიობის დასაბამი, ასტროფიზიკა, ბუნება, კულტურა, სპორტი და, რაც მთავარია, ოჯახი და მეგობრები. ის ექვსი შვილის მამაა.

Ratan Tata

Ratan Tata

რატან ტატა ინდოელი ბიზნესმენი, ინვესტროი, ფილანთროპი და „ტატა სონსის" ემერიტუს-თავმჯდომარეა. ის იყო „ტატა" ჯგუფის, მუმბაიში დაფუძნებული გლობალური ბიზნეს კონგლომერატის, თავმჯდომარე 1991-2012 წლებში. კარიერა ტატა ჯგუფში 1962 წელს დაიწყო. ის ჯერაც ტატა ჯგუფის საქველმოქმედო ფონდებს ხელმძღვანელობს. ის „ალკოა ინკორპორეიტედის" საბჭოს დირექტორია და პიტზკერის ჯილდოს ჟიურიშიც მსახურობს. ის, ასევე, სამხრეთი კალიფორნიის უნივერსიტეტისა და კორნელის უნივერსიტეტის მეურვეთა საბჭოს, ჰარვარდის ბიზნეს სკოლის დეკანის მრჩეველთა საბჭოსა და „იქს პრაიზის" წევრია.

სფეროს ლიდერობის საბჭო
Russlynn Ali

Russlynn Ali

რასლინი ფიქრობს, რომ განათლება საკუთარ თავზე დაყრდნობის ქვაკუთხედია. სწორედ ამიტომ, ის 2009-2012 წლებში აშშ-ს განათლების დეპარტამენტის სამოქალაქო უფლებების დაცვის მდივნის ასისტენტად მუშაობდა. ის მდივნის, არნ დუნკანის, მთავარი მრჩეველი იყო სამართლიანობისა და სამოქალაქო უფლებების საკითხებში. ის 600 იურისტს უძღვებოდა, რომლებიც განათლების სფეროში სამოქალაქო უფლებების დაცვას აღორძინებდნენ. სწორედ ამიტომ, ობამას ადმინისტრაციაში მუშაობამდე, რასლინი ვაშინგტონის საგანამანათლებლო ფონდის ვიცეპრეზიდენტად მუშაობდა და ოუკლნდში „ედუკეიშენ ტრასტ-ვესტს" ხელმძღვანელობდა.

სწორედ ამიტომ, დღეს რასლინი „ემერსონ კოლეკტივსის" ლიდერი და განათლების ხარისხის ელჩია. ის „ემერსონის" მმართველი დირექტორია და სხვა ორგანიზაციებთან ინვესტიციითა და პარტნიორობით აშშ-ში განათლების თანასწორობის განვითარებას ცდილობს. სწორედ ამიტომ, ის „იქს-ქიუ ინსტიტუტის", ამერიკული სკოლის გადაფასებისკენ მიმართული კოლაბორაციის, საბჭოს წევრი და აღმასრულებელი დირექტორია. ინსტიტუტის მისიაა ახალგაზრდებისთვის სწავლის ახალი შესაძლებლობები შექმნას, რომლებიც მათ უფრო ფართო სამყაროს გააცნობს. პირველი ინიციატივა, „იქს-ქიუ: სუპერსკოლის პროექტი" ამერიკის მოსწავლეებს, მასწავლებლებს, ადმინისტრაციას, სამოქალაქო ლიდერებს, ბიზნესებს, მეწარმეებს, ხელოვანებსა და დიზაინერებს მოუწოდებს, რომ ახალი ამერიკული საშუალო სკოლის შექმნით ჩვენი მოსწავლეები მომავლისთვის მოამზადონ.

David Coleman

David Coleman

დევიდი მასწავლებლების ოჯახში გაიზარდა და ამ სფეროს გაჰყვა. ნიუ-იორკში საჯარო სკოლაში ისწავლა, შემდეგ კი იელის უნივერსიტეტში ჩააბარა. იელში საშუალო სკოლის მოსწავლეებს დაბალშემოსავლიანი ოჯახებიდან კითხვას ასწავლიდა. ნიუ ჰეივენში „ბრენჩიც" დაიწყო, სოციალური მომსახურების ინოვაციური პროგრამა სტუდენტებისთვის. „ბრენჩის" წარმატების გამო დევიდმა როუდის სტიპენდიაც მიიღო, რომლითაც ოქსფორდის უნივერსიტეტში ინგლისური ლიტერატურა ისწავლა, კემბრიჯის უნივერსიტეტში კი კლასიკური საგანმანათლებლო ფილოსოფია. აშშ-ში დაბრუნების შემდეგ ხუთი წელი „მაკკინსლი ენდ კომპანიში" ხუთი წელი იმუშავა, სადაც განათლების მხრივ უფასო მომსახურების მიმართულებას ხელმძღვანელობდა.

განმანათლებელთა გუნდთან ერთად დევიდმა „გროუ ნეტვორკი"დააარსა, ორგანიზაცია, რომლის მიზანიცაა, მასწავლებლებმა, მოსწავლეებმა და მშობლებმა სარფიანად გამოიყენონ შეფასების შედეგები. „გროუ ნეტვორკმა" მშობლებისა და მასწავლებლებისთვის უმნიშვნელოვანესი კვლევები გამოაქვეყნა, მოსწავლეებისთვის კი - ინდივიდუალური სასწავლო გზამკვლევები. 2005 წელს „გროუ ნეტვორკი" „მაკგროუ-ჰილმა" იყიდა.

2007 წელს დევიდი „მაკგროუ-ჰილიდან" წამოვიდა და „მოსწავლეთა მიღწევების პარტნიორობა" დააარსა, არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ქმნის განმანათლებლებისა და მკვლევარების გუნდს, რომელიც ადგენს მოსწავლის შედეგის გაუმჯობესების გეგმას მონაცემებზე დაფუძნებით. ორგანიზაციამ Common Core სახელმწიფო სტანდარტების დამკვიდრებაში მათმატიკასა და კითხვაში დიდი წვლილი შეიტანა. დევიდმა ორგანიზაცია 2012 წელს მიატოვა და „კოლეჯთა საბჭოს" პრეზიდენტი გახდა.

დევიდი 2013 წლის „ტაიმ" ჟურნალის მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი 100 ადამიანის სიაში შევიდა. ის „ტაიმის" 2011 წლის 11 საგანმანათლებლო აქტივისტთა შორის ერთ-ერთად დასახელდა და 2012 წლის „ახალი სკოლების ვენჩურული ფონდის ცვლილების აგენტად" დასახელდა. ის ორი შვილის ამაყი მამაა.

Linda Darling-Hammond

Linda Darling-Hammond

ლინდა დარლინგ-ჰემონდი „სწავლის პოლიტიკის ინტიტუტის" პრეზიდენტი და განათლების პროფესორი-ემერიტუსი და სტენფორდის საგანმანათლებლო შესაძლებლობების პოლიტიკის ცენტრის ფაკულტეტის დირექტორია. ის „ამერიკული საგანმანათლებლო კვლევის ასოციაციის" ყოფილი პრეზიდენტი და „განათლების ეროვნული აკადემიის" და „ხელოვნებებისა და მეცნიერებების ამერიკული აკადემიის" წევრია. მისი კვლევა და მმართველობითი სამუშაო ყურადღებას საგანმანათლებლო თანასწორობაზე, ხარისხსა და სკოლის რეფორმაზე ამახვილებს. ის სკოლის ლიდერებისა და ადგილობრივი, საშტატო და ფედერალური პოლიტიკოსების მრჩეველია. 2008 წელს ის პრეზიდენტი ობამას საგანმანათლებლო პოლიტიკის ცვლილების გუნდის წევრი იყო. მას 400-ზე მეტი პუბლიკაცია აქვს, მათ შორის „ბრტყელი სამყარო და განათლება: როგორ განსაზღვრავს ამერიკის მიმართბა თანასწორობისკენ ჩვენს მომავალს". წიგნმა 2012 წელს „გრევემაიერის ჯილდო" მოიპოვა.

დარლინგ-ჰემონდმა მაგისტრის ხარისხი (წარჩინებით) იელის უნივერსიტეტიდან 1973 წელს მიიღო, ურბანული განათლების დოქტორის ხარისხი კი (ესეც წარჩინებით) ტემპელის უნივერსიტეტიდან 1978 წელს მიენიჭა. მას აშშ-ს და სხვა ქვეყნების 14 უნივერსიტეტის საპატიო ხარისხი აქვს და კვლევის, პოლიტიკისა და პრაქტიკის სფეროებში გაწეული წვლილისთვის მრავალი ჯილდო აიღო.

Arne Duncan

Arne Duncan

"ემერსონ კოლეკტივის" მენეჯერი პარტნიორის სახით, განათლების ყოფილი მდივანი არნი დანკენი ჩიკაგოში ახალგაზრდების ცხოვრების გასაუმჯობესებლად ბრუნდება. ადგილობრივი ბიზნესის ხელმძღვანელების, სოციალური მომსახურებების ორგანიზატორებისა და არაკომერციული ორგანიზაციების დახმარებით დანკენი აპირებს, 17-24 წლის მარგინალიზებული ახალგაზრდებისთვის სამუშაო და ზოგადი შესაძლებლობები შექმნას.

ობამას ადმინისტრაციაში მუშაობამდე დანკენი ჩიკაგოს საჯარო სკოლების აღმასრულებელი დირექტორი იყო. 2001-2008 წლებში დანკენმა ქალაქის დაინტერესებული მხარეები საგანმანათლებლო გეგმაში ჩართო, რომლის მიხედვითაც უნდა გახსნილიყო 100 ახალი სკოლა; გაფართოებულიყო გახანგრძილვებული სკოლა, საზაფხულო სწავლება, ადრეული ბავშვობა და უნივერსიტეტში ჩაბარების დამხმარე პროგრამები; გაზრდილიყო მასწავლებლების მომზადების დონე; ჩამოყალიბებულიყო საჯარო და კერძო პარტნიორობები საგანმანათლებლო ინიციატივებთან დაკავშირებით. დანკენმა საუკეთესო აკადემიური მოსწრებით 1987 წელს ჰარვარდის სოციოლოგიის კურსი დაამთავრა. ჰარვარდში კალათბურთის გუნდის თანაკაპიტანი იყო და გუნდის პირველ „აკადემიკოს ამერიკელად" შეირჩა.

Anne Finucane

Anne Finucane

ენ მ. ფინუკეინი ამერიკის ბანკის ვიცე თავმჯდომარე და კომპანიის აღმასრულებელი მენეჯმენტის გუნდის წევრია. ის ბანკის სტრატეგიულ პოზიციონერებაზეა პასუხისმგებელი და კომპანიის გარემოს დაცვის, სოციალურ და მმართველობით (ESG) პროექტებს უძღვება. გარდა ამისა, ის საჯარო პოლიტიკის, მომხმარებლის კვლევისა და ანალიტიკის, გლობალური მარკეტინგისა და კომუნიკაციების დეპარტამენტებსაც აკონტროლებს. ენი ასევე ფინუკეინი ბანკნგის ESG კომიტეტის თავმჯდომარეა - კომიტეტი ESG პროექტებს განაგებს. ის ბანკის 125 მილიარდი დოლარიანს გარემოს დაცვის ბიზნესის ინიციატივას უძღვება, მათ შორის, 10 მილიარდი დოლარის კატალიზურ ფინანსურ ინიციატივას, რომლის მიზანიცაა ბაზრის კაპიტალის მობილიზება და ინვესტიციების მაღალშედეგიანი სუფთა ენერგიის პროექტებისკენ მიმართვა. ის კომპანიის 1.2 მილიარდ დოლარიანი პორტფოლიოს (საზოგადოებრივი განვითარების ფინანსური ინსტიტუცია) მმართველიცაა და ბანკის 10-წლიანი 1.5 ტრილიონი დოლარის ოდენობის საზოგადოებრივი განვითარების სესხისა და ინვესტიციის მიზნის განხორციელებაშიც იღებს მონაწილეობას - ეს ყველაზე დიდი ასეთი პროექტია, რაც კი აშშ-ს ფინანსურ ინსტიტუციას წამოუწყია. ის, ასევე, ამერიკის ბანკის საქველმოქმედო ორგანიზაციის ხელმძღვანელია, და პასუხისმგებელია მის 10-წლიან 2-მილიარდიან საქველმოქმედო მიზის მიღწევაზე. ფინუკეინი საზოგადოებრივად აქტიურია და კორპორატიული და არაკომერციული დირექტორთა საბჭოების წევრია, მათ შორის: კარნეგი ჰოლი, 11 სექტემბრის მემორიალი და მუზეუმი, ამერიკულ-ირლანდიური ფონდი, ჯონ ფ. კენედის ბიბლიოთეკის ორგანიზაცია, „სი-ვი-ეს ჰელთი", ბირგემისა და ქალთა საავადმყოფო, „პარტნერს ჰელთკეარი" და „სპეშალ ოლიმპიკსი". ის აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის საგარეო საქმეთა პოლიტიკის საბჭოშიც მსახურობს და საგარეო საქმეთა საბჭოს წევრიცაა.

ფინუკეინმა მრავალი პროფესიული და საჯარო სერვისის ჯილდო მიიღო. ბოლო დროს ის „ედუიკის" 2016 წლის „ძლიერების სიაში" მოხვდა: „მარკეტინგის, მედიისა და ტექნოლოგიის საუკეთესო 100 ლიდერი". 2013 წელს მან „ნიუ-იორკის კომუნიკაციების ქალთა მატრიცის ჯილდო" დაიმსახურა, რომელიც კუმუნიკაციების ინდუსტრაში განსაკუთრებულ მიღწევებს აღნინშნავს. მან მედიის ქალთა საერთაშორისო ორგანიზაციის ჯილდოც მიიღო. ის 2013 წელს „ნიუ-იორკის ქალებმა რეკლამირებაში" „წლის რეკლამის ქალად" დაასახელა, „ამერიკენ ბანკერი" კი მას ყოველ წელს „საბანკო საქმის 25 ყველაზე ძლიერ ქალთა" შორის მოიხსენიებს.

Thomas Friedman

Thomas Friedman

თომას ლ. ფრიდმანს, მსოფლიოში ცნობილ ავტორსა და ჟურნალისტს, „ნიუ იორკ თაიმსში" მუშაობისას პულიცერის პრემია სამჯერ აქვს მიღებული. ის გაზეთს 1981 წელს შეუერთდა და 1995 წელს საგარეო საქმეების გვერდის პუბლიცისტური სტატიების ავტორი გახდა. საგარეო საქმეების საგაზეთო სვეტში ა.შ.შ-ს საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტებზე, საერთაშორისო ეკონომიკაზე, გარემოზე, ბიომრავალფეროვნებასა და ენერგიაზე წერდა. ფრიდმანი ექვსი ბესტსელერის ავტორია: გრძედები და მდგომარეობები: მსოფლიოს შესწავლა 11 სექტემბრის შემდეგ; დედამიწა ბრტყელია: ოცდამეერთე საუკუნის მოკლე ისტორია; ცხელი, ბრტყელი და ხალხმრავალი: რატომ გვჭირდება მწვანე რევოლუცია და როგორ შეიძლება მან ამერიკა განაახლოს; და ეს ჩვენ ვიყავით: როგორ ჩამორჩა ამერიკა თავისსავე შექმნილ სამყაროს და როგორ შეიძლება კვლავ დაწინაურება (ეს უკანასკნელი მან მაიკლ მენდელბაუმის თანაავტორობით დაწერა). თომას ფრიდმანი მინეაპოლისში დაიბადა და 1975 წელს ბრანდეის უნივერსიტეტში ხმელთაშუა ზღვის შემსწავლელი ბაკალავრი მოიპოვა. 1978 წელს მან ოქსფორდის მაგისტრის ხარისხი მოიპოვა ახლო აღმოსავლეთის კვლევებში.

Mark Hoplamazian

Mark Hoplamazian

მარკ ჰოპლამაზიანი „ჰიატ ჰოტელზ კორპორეიშენის" პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორია. ამ პოზიციაზე 2006 წელს დანიშვნამდე ჰოპლამაზიანი „პრიტზკერ ორგნაიზეიშენის" პრეზიდენტი და პრიტზკერის საოჯახო ბიზნეს ინტერესების ფინანსური და საინვესტიციო მრჩეველი იყო. ამ ორგანიზაციასთან 17 წლის განმავლობაში მუშაობისას პრიტზკერის საოჯახო კომპანიების მრჩეველი იყო, მათ შორის, „ჰიატ ჰოტელს კორპორეიშენისა" და მისი წინამორბედების. მანამდე ის „ფერსტ ბოსტონ კორპორეიშენის" საერთაშორისო შერწყმისა და შთანთქმის დეპარტამენტში მუშაობდა. ჰოპლამაზიანი 2015 წლის თებერვალში „ვი-ეფ კორპორეიშენის" დირექტორთა საბჭოს წევრად დანიშნეს. ის ორგანიზაციის „ისტორიისა და საკუთარი თავის პირისპირ" მრჩეველთა საბჭოს, „ჩიკაგოს ახალი სკოლების" დირექტორთა საბჭოს, „ჩიკაგოს გლობალური ურთიერთობების საბჭოსა, „ასპენის ინსტიტუტის" მეურვეთა საბჭოსა და ჩიკაგოს ლათინული სკოლის საბჭოს წევრია. მისტერ ჰოპლამაზიანი „მსოფლიო მოგზაურობისა და ტურიზმის" საბჭოს, „ჩიკაგოს კომერციული კლუბისა" და „ჰენრი კრაუნის ასპირანტურის აღმოჩენების კლასის" წევრია.

Michael Horn

Michael Horn

მაიკლ ჰორნი განათლების მომავალზე საუბრობს და წერს და საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან თითოეული მოსწავლის ცხოვრების გაუმჯობესებაზე მუშაობს. ის „კლეიტონ კრისტენსენის ინოვაციის ინსტიტუტის" (არაკომერციული კვლევითი ინსტიტუტის) თანადამფუძნებელი და გამორჩეული ასპირანტია. ის „ენტანგელდ სოლუშენსის" მთავარი კონსულტანტია - კომპანია უმაღლესი განათლების ინსტიტუტებს ინოვაციის სერვისებს სთავაზობს. ჰორკი, ასევე, „განათლება + ტექნოლოგია" ფონდის დირექტორია: ესაა „თუ სიგმასა" და „რობინ ჰუდის" საერთო ფილანთროპიული პროექტი, რომელიც ტექნოლოგიის პოტენციალის გამოყენებით დაბალშემოსავლიანი მოსწავლეების მიღწევების წახლისებას ისახავს მიზნად.

Horn is the author and coauthor of multiple books, white papers, and articles on education, including the award-winning book Disrupting Class: How Disruptive Innovation Will Change the Way the World Learns and the Amazon-bestseller Blended: Using Disruptive Innovation to Improve Schools. An expert on disruptive innovation, online learning, blended learning, competency-based learning, and how to transform the education system into a student-centered one, he serves on the board and advisory boards of a range of education organizations.

Walter Isaacson

Walter Isaacson

უოლტერ ისააკსონი „ასპენ ინსტიტუტის" პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორია. ეს ვაშინგტონის არაპარტიზანული საგანმანათლებლო და პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტია. ისააკსონი იყო „სი-ენ-ენის" თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი და „ტაიმ" ჟურნალის რედაქტორი. ისაა შემდეგი ნაშრომების ავტორი: „ინოვატორები: როგორ შექმნა ჰაკერების, გენიოსებისა და გიკების გუნდმა ციფრული რევოლუცია" (2014), „სტივ ჯობსი" (2011), „აინშტაინი: მისი სიცოცხლე და სამყარო" (2007), „ბენჯამინ ფრანკლინი: ამერიკული ცხოვრება" (2003), „კისინგერი: ბიოგრაფია" (1992). ის, ასევე, შემდეგი წიგნის თანაავტორია: „გონიერი კაცები: ექვსი მეგობარი და სამყარო, რომელიც მათ შექმნეს" (1986).

ისააკსონი „ასწავლე ამერიკის" თავმჯდომარე-ემერიტუსია. ორგანიზაცია უნივერსიტეტდამთარებულებს შეზღუდულშესაძლებლობიან საზოგადოებებში სასწავლებლად აგზავნის. 2005-2007 წლებში ისააკსონი „ლუიზიანას გამოჯანმრთელების ავტორიტეტის" ვიცე-თავმჯდომარე იყო - ორგანიზაცია გრიგალი კატრინას შედეგად ქალაქის ხელახლა აშენებას უწევდა ორგანიზაციას. პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და სენატმა გუბერნატორების მაუწყებელი საბჭოს თავჯმდომარედ დანიშნეს, რომელიც „ამერიკის ხმას", „რადიო თავისუფლება ევროპასა" და სხვა ინტერნაციონალურ მაუწყებლობებს უძღვება. ის ამ პოზიციაზე 2009-2012 წლებში მუშაობდა. ის „ხელოვნებისა და მეცნიერებების ამერიკული აკადემიის წევრია და „იუნაიტედ ეარლაინსის", ტულეინის უნივერსიტეტის, ჰარვარდის უნივერსიტეტის მეთვალყურეების, ნიუ-ორლეანის სამასწლოვანი კომპიტეტის, „ბლუმბერგ ფილანთროპისის", ამერიკელი ისტორიკოსების საზოგადოების, „კარნეგის სამეცნიერო ინსტიუტიტისა" და „ჩემი ძმის მცველის გაერთიანების" წევრია. მან ჰარვარდი და ოქსფორდის უნივერსიტეტის პემბროუკის კოლეჯი დაამთავრა, სადაც როუდის მკვლევარი იყო.

Amy Jarich

Amy Jarich

ემი ჯარიჩი ბერკლის უნივერსიტეტში ბაკალავრის მიღების დირექტორი და ვიცე-კანცლერის ასისტენტია. ის მიღების დეპარტამენტში უკვე ათზე მეტი წელია მსახურობს. 2012 წელს ბერკლიში ვირჯინიის უნივერსიტეტიდან გადმოვიდა. პირველად რედფორდის უნივერსიტეტში, ვირჯინიის საჯარო სკოლაში, ლურჯ ქედთან, მის მშობლიურ ქალაქთან ახლოს, იმუშავა. ემი თავისი ოჯახის წევრებიდან პირველი იყო, ვინც უნივერსიტეტში ისწავლა და ის საჯარო უნივერსიტეტების შესაძლებლობებით აღფრთოვანდა. მიღების დეპარტამენტი ემის მეორე კარიერაა. პროფესიული ცხოვრება საჯარო სამსახურში დაიწყო - ის ვაშინგტონის სახელმწიფო და არაკომერციულ ორგანიზაციებში მუშაობდა. ემის ჯორჯტაუნის საგარეო სერვისის მაგისტრის ხარისხი აქვს, სვიტ ბრაიარის კოლეჯში კი ფრანგული და საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრი გახდა. ის უნივერსიტეტში მიღების მრჩეველთა ეროვნული ასოციაციის (NACAC) დირექტორთა საბჭოს წევრად აირჩიეს. დღეს ემი „საზრვარგარეთ სკოლის პროექტების" მრჩეველია, რომელსაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი აფნანსებს. ემი, ასევე, ბოსტონის ლათინური სკოლის შვაბელის კოლეჯის რესურს ცენტრის მრჩეველთა საბჭოს წევრია.

David Kelley

David Kelley

დევიდ კელი IDEO-ს დამფუძნებელი და თავმჯდომარეა. მან, ასევე, სტენფორდის უნივერსიტეტის ჰასო პლატნერის დიზაინის ინსტიტუტი - დ.სკოლა - დააარსა. კელი ინჟინერიის სკოლის ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხის მიმნიჭებელი პროგრამების აკადემიური დირექტორია და უკვე 35 წელია ამ პროგრამებზე ასწავლის. ის კარნეგი მელოის უნივერსიტეტის სტუდენტია და მაგისტრის ხარისხი სტენფორდის უნივერსიტეტში ინჟინერიასა და პროდუქტის დიზაინში მიიღო. კელის ნაშრომმა დიზაინის მრავალი ჯილდო დაიმსახურა. ის ინჟინერიის ეროვნული აკადემიის წევრია და თეიერის ინჟინერიის სკოლის (დარტმუთი) და პასადინას ხელოვნების ცენტრის კოლეჯის საპატიო სადოქტორო ხარისხი აქვს. კელი ადამიანზე ცენტრირებული დიზაინის მეთოდოლოგიისა და დიზაინის აზროვნების სახელგანთქმული პროფესორია. მან და მისმა ძმამ დაწერეს „ნიუ-იორკ ტაიმზის" ბესტსელერი: „შემოქმედებითი თავდაჯერებულობა: თითოეულ ჩვენგანში შემოქმედებით პოტენციალის განხორციელება".

Wendy Kopp

Wendy Kopp

ვენდი კოპი ორგანიზაციათა ქსელის „ასწავლეთ ყველას" აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელია. ქსელის მიზანია ქვეყნების მომავალი ლიდერების კულტივირება და ყველაზე მარგინალიზებული ბავშვების ნამდვილი პოტენციალის რეალიზება. ვენდიმ „ასწავლეთ ამერიკას" 1989 წელს დააფუძნა, რათა თავისი თაობის ენერგია საგანმანათლებლო უთანასწორობის წინააღმდეგ მიემართა. დღეს აშშ-ს ორგანიზაციის 10 000-ზე მეტი წევრი - უნივერსიტეტდამთავრებულები და ყველა აკადემიური დისციპლინის პროფესიონალები - ორწლიან საგანმანათლებლო პროგრამაში არიან ჩართული 50 ურბანულ და სოფლის რეგიონში. „ასწავლეთ ამერიკას" ბავშვებისთვის შესაძლებლობების გაძლიერების გამორჩეული გრძელვადიანი პროექტია. ორგანიზაციის ზრდისა და განვითარების 24-წლიანი წარმართვის შემდეგ, 2013 წელს, ვენდიმ აღმასრულებელის პოზიცია დატოვა. დღეს ის საბჭოს აქტიური წევრია.

ვენდი „ასწავლეთ ყველას" კურსის განვითარებას უძღვებოდა, რათა გამოხმაურებოდა მთელი მსოფლიოს სოციალური ანტრეპრენიორების ინიციატივას, რომელთაც უნდოდათ, ეს მიდგომა სხვა ქვეყნებშიც დაეფუძნებინათ. ახლა ქსელი მერვე წელს მოითვლის და 35 ქვეყნის ორგანიზაციისგან შედგება, მათ შორის დამფუძნებელი პარტნიორებისგან - ამერიკა და გაერთიანებული სამეფო.

ვენტი „ტაიმ" ჟურნალმა 100 ყველაზე გავლენიან ადამიანთა შორის დაასახელა. ის მრავალი საპატიო ხარისხისა და ჯილდოს მფლობელია. მან დაწერა „ისტორიის შექმნის შანსი: რა მუშაობს და რა არა ყველასთვის საუკეთესო განათლების მიწოდებისას" (2011) და „ერთი დღე, ყველა ბავშვი: ამერიკის სწავლების მოულოდნელი ტრიუმფი და რა ვისწავლე დღემდე" (2000). მას პრინსტონის უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი აქვს და ვუდრო ვილსონის საჯარო და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამაშიც მონაწილეობდა. ის ნიუ-იორკში რიჩარდ ბართთან, მეუღლესთან, და ოთხ შვილთან ერთად ცხოვრობს.

Matt Larson

Matt Larson

მატ ლარსონი მათემატიკის მსწავლებელთა ეროვნული საბჭოს პრეზიდენტია - ეს მათემატიკის განათლების 70 000-წევრიანი საერთაშორისო ორგანიზაციაა. მანამდე ლარსონი k-12 კურიკულუმის სპეციალისტად მუშაობდა მათემატიკაში ლინკოლნის (ნებრასკა) საჯარო სკოლებისთვის 20-ზე მეტი წლის განმავლობაში.

ლარსონმა კარიერა განათლებაში საშუალო სკოლის მათემატიკის მასწავლებლად დაიწყო. ის მრავალი წიგნის ავტორი და თანაავტორია, მათ შორის რამდენიმე სერიის ეროვნული პროგრამული მათემატიკისა და პროფესიული სასწავლო საზოგადოებების შესახებ. ის თანაავტორია წიგნის „განტოლების გათანაბრება: გზამკვლევი სკოლის მათემატიკაში განმანათლებელთა და მშობლებისთვის". ის, ასევე, წიგნის „ქმედებათა პრინციპები: მათემატიკაში წარმატება ყველას" (2014) ავტორთა გუნდშია. ლარსონი მათემატიკას დაწყებითიდან კოლეჯის ეტაპამდე ასწავლიდა და კოლუმბიის უნივერსიტეტში, მასწავლებელთა კოლეჯში, საპატიო სტუმარი ასოცირებული პროფესორი იყო.

მატ ლარსონმა დოქტორის ხარისხი კურიკულუმსა და სწავლებაში ნებრასკას უნივერსიტეტში (ლინკოლნი) აიღო.

William McCallum

William McCallum

უილიამ გ. მაკკალუმი არიზონას უნივერსიტეტის მათემატიკის გამორჩეული პროფესორია. ის 1956 წელს სიდნეიში დაიბადა და 1984 წელს სადოქტორო ხარისხი მათემატიკაში ჰარვარდის უნივერსიტეტში მოიპოვა ბარი მაზურის ხელმძღვანელობის ქვეშ. კალიფორნიის უნივერსიტეტში (ბერკლი) ორი წელის გატარების შემდეგ ერთი წელი ბერკლის მათემატიკური კვლევის ინსტიტუტში დაჰყო, შემდეგ კი 1987 წელს არიზონას უნივერსიტეტის ფაკულტეტს შეუერთდა.1989 წელს ის ჰარვრდის კალკულუსის კონსორციუმს შეუერთდა და კონსორციუმის მულტიცვლადიანი კალკულუსისა და კოლეჯის ალგებრის სახელმძღვანელოების მთავარი ავტორი გახდა. 1993-94 წლებში ის „უმაღლესი სამეცნიერო კვლევების ინსტიუტში" მუშაობდა, 1995-96 წლებში კი ამერიკის მათემატიკური საზოგადოების ასწლიანი გრანტით განვითარებული კვლევის ინსტიტუტში იმუშავა. 2005 წელს მან ეროვნული სამეცნიერო ორგანიზციის გამორჩეული მასწავლებელი-მკვლევარის დირექტორის ჯილდო დაიმსახურა. 2006 წელს მან არიზონას უნივერსიტეტში მათემატიკისა და განათლების ინსტიტუტი დააარსა და ახლაც მისი დირექტორია. 2009-2010 წლებში ის common core სახელმწიფო მათემატიკის სტანდარტების ერთ-ერთი მთავარი ავტორი იყო. მისი პროფესიული ინტერესებია არითმეტიკულ-ალგებრული გეომეტრია და მათემატიკის განათლება. მან ამ სფეროებში გრანტები მიიღო და დაწერა სტატიები, ესეები და წიგნები.

Henry McCance

Henry McCance

ჰენრი მაკკეინსი „გრეილოკს" 1969 წელს შეუერთდა და პროგრამულ სექტორზე ამახვილებს ყურადღებას, პარალელურად კი „გრეილოკის" სტრატეგიული განყოფილების მართვას ადევნებს თვალს. 40-წლიანი მუშაობის დროს „გრეილოკმა" 12 პარტნიორობა დაამყარა, ამჟამინდელი დაგეგმილი კაპიტალის ნამატია 2 მილიარდი დოლარი. კომპანია დაახლოებით 300 განვითარებად კომპანიას დაეხმარა. მისტერ მაკკეინსმა 2004 წლის მაისში ეროვნული ვენჩურული კაპიტალის ცხოვრებისეული მიღწევის ჯილდო მიიღო და 2000 წელს „ფორბსის" მიერ ქვეყნის 10 საუკეთესო ვენჩურულ კაპიტალისტად დასახელდა. 2004 წელს ის „ალცჰაიმერის განკურნების ფონდის", ანტრეპრენიორული არაკომერციული ორგანიზაციის, თანადამფუძნებელი გახდა. 2008 წელს ორგანიზაციის მთავარი კვლევითი პროექტი „ტაიმ" ჯურნალმა და „სი-ენ-ენმა" საუკეთესო 10 სამედიცინო აღმოჩენას შორის დაასახელა. მისტერ მაკკეინსი იეილის უნივერსიტეტისა და ჰარვარდის ბიზნეს სკოლის კურსდამთავრებულია.

James Nondorf

James Nondorf

ჯეიმს გ. ნონდორფი ჩიკაგოს უნივერსიტეტის ჩარიცხვისა და სტუდენტური წინსვლის ვიცეპრეზიდენტი და მიღების დეკანია. ნონდორფი უნივერსიტეტში რენსელერის პოლიტექნიკური უნივერსიტეტიდან მოვიდა, სადაც ის ჩარიცხვის ვიცეპრეზიდენტი და მიღებისა და ფინანსური დახმარების დეკანი იყო. რენსელერში მუშაობამდე ნონდორფი იელის უნივერსიტეტის სტუდენტური დახმარების დირექტორი და ჩარიცხვის ასოცირებული დირექტორი იყო. მას მიღების პროცესის დაჩქარებას, სპეციალიზებული რეკრუტმენტის პროგრამების აგებასა და მრავალფეროვანი დემოგრაფიული უბნიდან აპლიკანტთა მოცულობისა და მიღების სიხშირის მატებას მიაწერენ. ის, ასევე, იელისბერკლის კოლეჯის ასპირანტად მუშაობდა, სადაც ის ბაკალავრის სტუდენტების მრცეველი იყო და ადგილობრივი ღონისძიებების და ცერემონიების დაგეგვმაშიც იღებდა მონაწილეობას. მან კარიერა კემბრიჯის ტექნოლოგიურ გუნდში დაიწყო, სადაც ის ბოლოს პრეზიდენტიც კი გახდა. იელში მუშაობამდე ის ტერასის საზოგადოებრივი სკოლის დაფუძნებაშიც იღებდა მონაწილეობას - ესაა დამოუკიდებელი საჯარო სკოლა ტამპაში, ფლორიდაში, სადაც ის მასწავლებელი, მუსიკალური დირექტორი და მწვრთნელი იყო. ნოდორფმა ბაკალავრის ხარისხი ეკონოიკაში იელის უნივერსიტეტში მიიღო, ეთიკის მაგისტრი კი ვალპარაისოს უნივერსიტეტში გახდა.

Deborah Quazzo

Deborah Quazzo

Deborah is the Managing Partner of GSV AcceleraTE, a venture capital fund investing in exceptional entrepreneurs and their companies in the $75B education and talent technology sector. In addition, she is the Co-founder and Managing Partner of the ASU+GSV Summit and Founder and Senior Advisor of GSV Advisors. Now in its 10th year, the ASU+GSV Summit celebrates innovations and innovators across the global “preK to Gray” learning and talent landscape and attracts over 4,000 attendees.

Deborah currently serves on the boards of Ascend Learning (a portfolio company of Blackstone and CCCP), Degreed, The Educational Testing Service (ETS), Lightneer, Remind, and Web.com (NASDAQ: WWWW). She is a board observer at CreativeLive and RaiseMe, and an advisory board member of Area9 Lyceum. She is a member of the boards of The Common Ground Foundation, Harvey Mudd College, National Louis University, Oriental Education Institute (OEI), Steppenwolf Theatre Company, The Board of Dean’s Advisors at Harvard Business School, The Khan Academy Thought Leadership Council, The Board of Dean’s Advisory Council at Princeton University, and The Strada Institute for the Future of Work Advisory Committee. She is a member of the Steering Committee of the Illinois Business Immigration Coalition. She previously served on the board of a number of education organizations including The Chicago Board of Education (CPS) and KIPP: Chicago.

Deborah received the 2014 Arnold M. Berlin ’46 Distinguished Service to Princeton Award from the Princeton University Club of Chicago, the 2014 Visionary of the Year Award from CFY PowerMyLearning, the 2016 LEAP Innovator in Education "Champion" Award from LEAP Innovations, the 2016 Inaugural Impact Award from Golden Apple Foundation, and the 2017 Visionary Award from the Association of American Publishers (AAP). Deborah graduated cum laude with a BA in history from Princeton University in 1982 and an MBA from Harvard University in 1987.

Todd Rose

Todd Rose

ტოდ როუზი ინდივიდუალური შესაძლებლობის ცენტრის პრეზიდენტია. ის, ასევე, ჰარვარდის განათლების სკოლის გონების, ტვინისა და განათლების პროგრამის დირექტორია, სადაც ის პერსონალიზებულ სწავლებას ასწავლის და ინდივიდის მეცნიერების ლაბორატორიას უძღვება. ტოდი შემდეგი წიგნის ავტორია: „საშუალოს დასარული: როგორ ვიყოთ წარმატებულები, როცა სამყარო იგივეობას აფასებს".

Stu Schmill

Stu Schmill

სტუარტ შმილი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში მიღებისა და სტუდენტების ფინანსური სერვისების დეკანია. ამ უნივერსიტეტთან ხანგრძლივი თანამშრომლობისას მას სხვადასხვა თანამდებობაზე უმუშავია, მათ შორის გუნდის დირექტორად; მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა ასოციაციაში მშობლის, სტუდენტისა და ახალდამთავრებულთა პროგრამის დირექტორად; მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის საგანმანათლებლო საბჭოს დირექტორად და მიღების უფროს ასოცირებულ დირექტორად. შმილი მიღების ოფისს 2002 წელს შეუერთდა და დეკანად 2008 წელს დაინიშნა, ხოლო სტუდენტების ფინანსური სერვისები თავის პორტფოლიოს 2016 წელს დაუმატა. როგორც ინოვაციურსა და შემბრალებელ ლიდერს, შმილს მიღებული აქვს ლიდერობისა და სწავლების მრავალი ჯილდო და მთელს მსოფლიოში უსაუბრია სტუდენტური მიღების კონფერენციებზე მიწვეულ სპიკერად. ის ასევე კოლეჯის მიღებების შესახებ ჰარვარდის საზაფხულო სკოლის მიწვეული ლექტორი იყო. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გარეთ შმილს უმუშავია კურატორად, დამფუძნებლად და მრჩეველად სხვადასხვა ორგანიზაციაში, მათ შორის „კოლეჯ ბორდში", კემბრიჯის კემბრიჯის უნივერსიტეტის საერთაშორისო გამოცდების ცენტრში, „უეილენდ-უესტონ როუინგ ესოსიეიშენში" და „მანდელა თაუნ ჰოლ ჰეალთ სფოთში". შმილმა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში 1986 წელს მოიპოვა მეცნიერების ბაკალავრის ხარისხი მექანიკურ ინჟინერიაში.

Sandy Speicher

Sandy Speicher

სენდი შპაიჰერი გლობალური დიზაინისა და ინოვაციის ფირმის „იდეოს" პარტნიორია. ის ხელმძღვანელობს „იდეოს" საგანმანათლებლო საქმიანობას, რომელიც ადამიანების დაუკმაყოფილებელ საჭიროებებს, სურვილებსა და მისწრაფებებს აკვირდება, რათა მრავალი პრობლემის ახლებური გადაჭრა იპოვოს. ეს პრობლემები ეხება ადამიანების სწავლისა და სისტემების მუშაობის გზებს. სენდისა და მისი გუნდის დახმარებით პერუში ხელმისაწვდომი სკოლის მოდელი შეიქმნა, ასევე, ინდოეთში დაინერგა ღარიბი მოსახლეობისთვის სკოლების გაუმჯობესების სტრატეგიები, შეიქმნა ციფრული სწავლის პლატფორმები, რომლებიც დღევანდელ მოსწავლეებზეა მორგებული, სან-ფრანცისკოს სკოლებისთვის კი საკვების სისტემის ახლებური ხედვა შემუშავდა. მან ახლახანს „კარნეგი ქორფორეიშენთან" ერთად წამოიწყო „100კ 10-ში", რომელსაც პრეზიდენტმა კლინტონმა სოციალური ცვლილების ახალი მოდელი უწოდა. სენდი სტენფორდის სკოლის „კ-12 ლებ ნეთუორქის" სტრატეგიული მრჩეველია. ის „100კ- 10-ში" პროექტისა და სამხრეთ ამერკაში პიონერთა აკადემიების მრჩეველთა საბჭოს წევრია. „იდეოსთან" თანამშრომლობამდე სენდი სენტ ლუისში ვაშინგტონის უნივერსიტეტში ვიზუალურ კომუნიკაციებს ასწავლიდა, ხოლო 6 წლის განმავლობაში სან-ფრანცისკოს საჯარო სკოლის მეხუთეკლასელებს - დიზაინერულ აზროვნებას. სენდი სტენფორდის უნივერსიტეტის განათლების მაგისტრისა და ვაშინგტონის უნივერსიტეტის ვიზუალური კომუნიკაციების ბაკალავრის ხარისხების მფლობელია.

Fareed Zakaria

Fareed Zakaria

ფარიდ ზაკარია „ფარიდ ზაკარია ჯი პი ესის" წამყვანია, ჟურნალი „თაიმის" რედაქტორი ამავე ჟურნალისა და „ვაშინგტონ პოსტის" სვეტის ავტორი, ასევე, საერთაშორისო ბესტსელერი ავტორი. ზაკარია 2000 - 2010 წლებში „ნიუსვიქ ინთერნეშენალის" რედაქტორი და სვეტის ავტორი იყო. „ნიუსვიქში" მუშაობამდე, ზაკარია 1992 - 2010 წლებში საერთაშორისო პოლიტიკასა და ეკონომიკაში წამყვანი ჟურნალის, „ფორენ ეფეარსის" ხელმძღვანელი რედაქტორი იყო. მას „ეი ბი სი ნიუსის" ანალიტიკოსად უმუშავია, ასევე, „ეი ბი სი ნიუსის" პოლიტიკური საქმეების პროგრამის „ჯორჯ სტეფანოპოლუსის ყოველკვირეული შოუს" მრგვალი მაგიდის წევრი იყო და „ფი ბი ესზე" უძღვებოდა გადაცემას „ვალუტის კურსი ფარიდ ზაკარიასთან ერთად". მას მრავალი ჯილდო აქვს მიღებული და დასახელებულია არაერთ სიაში, მათ შორის, „ფორეინ პოლისი" ჟურნალის „100 საუკეთესო გლობალური მოაზროვნისა" და „ნიუსვიქის" ჟურნალის „ძალაუფლების 50-ში", 2010 წლის ყველაზე გავლენიან პოლიტიკურ ფიგურათა სიაში. 1999 წელს „ესქუაიერმა" ზაკარია „21-ე საუკუნის „21 ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანთა სიაში" დაასახელა. ის იელის უნივერსიტეტის, საგარეო ურთიერთობების საბჭოს, „ტრილატერალ ქომიშენისა", „შექსპირისა და კომპანიის" და ბერკშირის თეატრის საბჭოების წევრია. მას ბრაუნისა და მაიამის უნივერსიტეტებისა და ობერლინის კოლეჯის საპატიო ხარისხები აქვს მიღებული. ზაკარიამ ბაკალავრის დიპლომი იელის უნივერსიტეტში მოიპოვა, პოლიტიკური მეცნიერებების დოქტორის ხარისხი კი - ჰარვარდის უნივერსიტეტში.

,