სიცოცხლე მშვენიერია! ატომებიდან უჯრედებამდე, გენებიდან ცილებამდე, პოპულაციებიდან ეკოსისტემებამდე - ბიოლოგია იმ საოცარ და ურთულეს სისტემებს სწავლობს, რომლებიც სიცოცხლის არსებობას შესაძლებელს ხდის. შემოგვიერთდით და გაიგეთ მეტი ბიოლოგიის მრავალ დარგზე, იმაზე, თუ რატომაა ისინი ასეთი საინტერესო და მნიშვნელოვანი.
მოიცავს თემებს, რომლებიც სკოლის ბოლო კლასებში ან კოლეჯის პირველ წელს ისწავლება ბიოლოგიაში.
იცოდით, რომ ყველაფერი ქიმიური ნივთიერებებისგან შედგება? ქიმია ნივთიერებებს შეისწავლის: მათ შედგენილობას, მახასიათებლებსა და რეაქტიულობას. ეს მასალა დაახლოებით ფარავს მაღალი კლასებისა და კოლეჯის კურსს, ალგებრის კარგი ცოდნა კი გამოსადეგი იქნება.
სალი და ჯეი განიხილავენ ისეთ თემებს, რომლებიც კოლეჯის ორგანული ქიმიის კურსის ფარგლებში შეისწავლება. საჭიროა სკოლის უფროსი კლასების ან კოლეჯის ქიმიის საწყისი ცოდნა (ამასთანავე მცირე მიმოხილვაც აქვს თანდართული).
სამყარო წარმოუდგენლად დიდია. ხანის აკადემიის ამ სექციაში დროისა და სივრცის თავბრუდამხვევი სიფართოვის შესახებ ისწავლით. ვიწყებთ დედამიწის ტექტონიკის განხილვით და შორეულ გალაქტიკებზე გადავდივართ.
ისწავლეთ ელექტრობის, წრედების თეორიისა და შესავლითი ელექტრონიკის შესახებ. აგრეთვე გვაქვს ისეთი სექციები, რომლებიც საშუალებას მოგცემთ, შეისწავლოთ საყოფაცხოვრებო ნივთები, დაწყებული საკუთარი რობოტის შექმნით და დამთავრებული იმ ვიდეოებით, რომლებშიც ჩვენ ვშლით საყოფაცხოვრებო ნივთებს, რათა ვნახოთ, რა არის მათში.
ბიოლოგია, სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერება, წარმოუდგენლად ფართო და მრავალფეროვანი დარგია. მრავალგვარობითა და სიმდიდრით იგი ცოცხალ ორგანიზმთა სამყაროს წააგავს. ბიოლოგები სიცოცხლის სხვადასხვა ფორმას შეისწავლიან - უჯრედიდან მოყოლებული, მთლიანი ეკოსისტემით დამთავრებული. შეგიძლიათ, აქ წამოიწყოთ ბიოლოგიის გზებზე მოგზაურობა!

ფიზიკა შეისწავლის იმ საბაზისო წესებს, რომლებიც მართავენ
სამყაროს ჩვენ ირგვლივ. დავიწყებთ უშუალოდ
მოძრაობის განხილვით. შემდეგ ვისწავლით ძალებს, იმპულს,
ენერგიას და სხვა კონცეფციებს სხვადასხვა ფიზიკურ
გარემოებებში. იმისთვის, რომ ფიზიკა კარგად გაიგოთ, გჭირდებათ
ალგებრის კარგი და
ტრიგონომეტრიის საბაზისო ცოდნა.

შევისწავლით სკოლისა თუ კოლეჯის პირველი
წლისათვის განკუთვნილი ქიმიის შესავალ ნაწილს.
შესაძლოა, ამ საგანს პირველად გადიხართ, მაგრამ, ალბათ, ქიმიაზე
უკვე ბევრი რამ იცით გარემომცველ სამყაროზე დაკვირვების
წყალობით. ჩვენ გასწავლით, როგორ ზემოქმედებენ ატომები ერთმანეთზე
და როგორ უნდა აიხსნას ესა თუ ის მოვლენა მათი
შემადგენელი ატომების ურთიერთქმედებაზე დაკვირვების გზით.
ქიმიის შესწავლა სამყაროს ტელესკოპიდან დაკვირვებას წააგავს.