ძირითადი მასალა
დამამთავრებელი კლასების ბიოლოგია
კურსი: დამამთავრებელი კლასების ბიოლოგია > თემა 4
გაკვეთილი 3: უჯრედის ციკლი და მიტოზიუჯრედული ციკლისა და მიტოზის მიმოხილვა
საკვანძო ტერმინები
ტერმინი | მნიშვნელობა |
---|---|
უჯრედული ციკლი | ზრდისა და განვითარების ეტაპები, რომელსაც უჯრედი გადის წარმოქმნიდან გამრავლებამდე |
ინტერფაზა | უჯრედული ცილის ფაზა, რომელშიც უჯრედი იზრდება და დნმ-ს აორმაგებს |
მიტოზი | უჯრედული ციკლის ფაზა, რომელშიც დნმ ორად იყოფა და ორ ახალ უჯრედში ნაწილდება |
ავთვისებიანი სიმსივნე | უჯრედთა უკონტროლო გამრავლებით გამოწვეული დაავადება |
უჯრედული ციკლი
ეუკარიოტული უჯრედული ციკლი ორ მთავარ ფაზად იყოფა: ინტერფაზა და მიტოზი (ანუ მიტოზური (M) ფაზა).
ინტერფაზა უჯრედის ციკლის ყველაზე გრძელი ნაწილია. ამ დროს უჯრედი იზრდება და დნმ-ს აორმაგებს, რითაც მიტოზისთვის ემზადება. მიტოზის დროს ქრომოსომები სწორ ხაზზე განლაგდება, გაცნალკევდება და ახალ, შვილეულ უჯრედებში გადანაწილდება.
პრეფიქსი ინტერ- შუას ნიშნავს, შესაბამისად, ინტერფაზა ორ მიტოზურ (M) ფაზას შორის არსებული პერიოდია.
ინტერფაზა
ინტერფაზა სამი ნაწილისგან შედგება:
- Gstart subscript, 1, end subscript ფაზა (gap - ნაპრალი, შუალედი): პირველი შუალედური ფაზა; უჯრედი იზრდება და მისი ორგანელები ორმაგდება
- S ფაზა: სინთეზის ფაზა. უჯრედი დნმ-ის სრულ ასლს ასინთეზებს ბირთვში
- Gstart subscript, 2, end subscript ფაზა: მეორე შუალედური ფაზა; უჯრედი კიდევ უფრო იზრდება, წარმოქმნის ცილებსა და ორგანელებს და შიგთავსის სწორად განლაგებას იწყებს მიტოზისთვის მოსამზადებლად.
ის უჯრედები, რომლებიც უნდა გაიყონ, Gstart subscript, 2, end subscript ფაზას ასრულებენ და მიტოზს იწყებენ. ზოგი უჯრედი ძალიან ნელა იყოფა ან საერთოდ არა. ისინი Gstart subscript, 1, end subscript ფაზას ეთიშებიან და სპეციალურ, მოსვენების, Gstart subscript, 0, end subscript, ფაზაში შედიან. უჯრედების ნაწილი აქ სამუდამოდ რჩება, ნაწილს კი შეუძლია, ისევ გაყოფის ფაზას დაუბრუნდეს შესაბამის გარემო პირობებში.
მიტოზი (M ფაზა)
მიტოზის, ანუ უჯრედის გაყოფის, პროცესს M ფაზასაც უწოდებენ. ამ დროს უჯრედი ორ ნაწილად ყოფს უკვე გაორმაგებულ დნმ-სა და ციტოპლაზმას, რათა ორი ახალი, იდენტური შვილეული უჯრედი წარმოიქმნას.
მიტოზი 4 ფაზისგან შედგება. ესენია: პროფაზა, მეტაფაზა, ანაფაზა და ტელოფაზა.
მიტოზის ფაზები
ავთვისებიანი სიმსივნე და უჯრედული ციკლის რეგულაცია
საკონტროლო-გამშვები პუნქტები
უჯრედის ციკლი სპეციალური საკონტროლო პუნქტებით რეგულირდება. ამ მომენტში უჯრედი რამდენიმე ფაქტორს „ითვალისწინებს" და წყვეტს, გადავიდეს თუ არა შემდეგ ფაზაში. ფაქტორები შეიძლება იყოს გარეგანი (მაგ. მოლეკულური სიგნალები) და შინაგანი (მაგ. დნმ-ის დაზიანება).
ავთვისებიანი სიმსივნე
ტერმინი ავთვისებიანი სიმსივნე აღნიშნავს მრავალ სხვადასხვა დაავადებას, რომელთაც საერთო მიზეზი აქვთ: უჯრედთა უკონტროლო გამრავლება.
ავთვისებიანი სიმსივნეების უმრავლესობა მუტაციების გამო ვითარდება, რადგან ისინი უჯრედების უფრო სწრაფად დაყოფას, საკონტროლო პუნქტების „უნებართვოდ" გავლასა და აპოპტოზის (უჯრედის დაპროგრამებული სიკვდილი) თავიდან აცილებას იწვევენ.
ზოგადად, ავთვისებიანი სიმსივნის განვითარებას უჯრედული ციკლის ორი სახის რეგულატორების მუტაციამ შეიძლება, შეუწყოს ხელი:
- დადებითი რეგულატორები, რომლებიც ნორმაში უჯრედის ზრდა-დაყოფას ასტიმულირებენ, შეიძლება ზედმეტად გააქტიურნენ (ონკოგენურები გახდნენ).
- უარყოფითმა რეგულატორებმა (სიმსივნის სუპრესორებმა), რომლებიც სიმსივნის განვითარებას უშლიან ხელს ნორმაში, შესაძლოა ინაქტივაცია განიცადონ.
ხშირი შეცდომები და მცდარი წარმოდგენები
- ინტერფაზა მიტოზის ნაწილი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ინტერფაზასა და მიტოზს ხშირად ერთად განვიხილავთ, ინტერფაზა მიტოზის ნაწილი არ არის. ორივე მათგანი ერთად უჯრედულ ციკლს ქმნის, რომელშიც ინტერფაზა Gstart subscript, 1, end subscript, S და Gstart subscript, 2, end subscript ფაზების ერთობლიობას ეწოდება.
- დნმ-ის რეპლიკაცია ინტერფაზაში ხდება და არა - პროფაზაში. ხშირად მცდარად ჰგონიათ ხოლმე, რომ დნმ პროფაზაში ორმაგდება, მაგრამ ეს ასე არ არის. დნმ-ის ასლს ინტერფაზაში ამზადებს უჯრედი და პროფაზაში იგი უკვე გაორმაგებულია.
- ქრომოსომათა რიცხვი შვილეულ უჯრედსა და მშობელ უჯრედში ერთი და იგივეა. დნმ ინტერფაზაში ორმაგდება, სანამ მიტოზი დაიწყებოდეს, ამიტომ დნმ-ის „რაოდენობა" მშობელ, საწყის უჯრედსა და შვილეულ უჯრედებში ზუსტად ერთნაირია.
- ავთვისებიანი სიმსივნის განვითარებაში გენეტიკაც თამაშობს როლს და გარემო ფაქტორებიც. სიმსივნის მრავალ სახეს გენეტიკური მიზეზები აქვს, შესაბამისად ზოგი გენის მემკვიდრეობით მიღება ინდივიდებს უფრო მიდრეკილს ხდის შესაბამისი სიმსივნეებისადმი. მიუხედავად ამისა, ამ გენების ქონა სულაც არ ნიშნავს, რომ სიმსივნე აუცილებლად განვითარდება, რადგან სხვა ფაქტორები, მაგ. ცხოვრების წესი და გარემო, ასევე მნიშვნელოვანია.
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.