წარმოიდგინეთ, რომ იდაყვი გადაიხეხეთ! ვაი! მცირე დისკომფორტის შეგრძნებასთან ერთად თქვენ ბლომად კანის უჯრედებიც დაკარგეთ. როგორ წარმოქმნის თქვენი ორგანიზმი ახალ უჯრედებს დაზიანებულის ან დაკარგულის ჩასანაცვლებლად? დარჩენილი უჯრედების ნაწილი იყოფა (მიტოზით), რათა ახალი, ჯანმრთელი, ჩამნაცვლებელი უჯრედები წარმოიქმნას. გაიგეთ მეტი მიტოზისა და უჯრედთა გაყოფის შესახებ.
ადამიანის ორგანიზმის ნორმალურ უჯრედებს ქრომოსომათა ორი სრული ნაკრები აქვთ, სპერმატოზოიდებსა და კვერცხუჯრედებს კი - მხოლოდ ერთი. მაშინ, როგორ წარმოიქმნება ეს ორი სახის უჯრედი? პასუხი გაყოფის ორსაფეხურიანი პროცესი, მეიოზია. ისწავლეთ მეტი მეიოზის შესახებ და გაიგეთ, როგორ უწყობს ხელს იგი გენეტიკურ მრავალფეროვნებას ადამიანებში (და სხვა სქესობრივად გამრავლებად ორგანიზმებში).
როგორ ჩნდება თქვენს სხეულში ამდენი განსხვავებული უჯრედი, ცხვირში არსებული ყნოსვის რეცეპტორებიდან ღვიძლში არსებულ დეტოქსიფიკატორ უჯრედებამდე? ისწავლეთ, თუ როგორ იძენენ უჯრედები სპეციალიზაციას განვითარების პროცესში.