ძირითადი მასალა
დამამთავრებელი კლასების ბიოლოგია
კურსი: დამამთავრებელი კლასების ბიოლოგია > თემა 8
გაკვეთილი 3: საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა- ჩონჩხის სტრუქტურა და ფუნქცია
- ხრტილი
- იოგები, მყესები და სახსრები
- კუნთების სამი სახე
- ჩონჩხის კუნთის უჯრედის აგებულება
- ლებრონი გვეკითხება: რომელ კუნთებს ვიყენებთ კალათისკენ ბურთის სროლისას?
- საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მიმოხილვა
- საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა
© 2023 Khan Academyგამოყენების პირობებიკონფიდენციალურობის პოლიტიკაშენიშვნა ქუქი-ჩანაწერებზე
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მიმოხილვა
საკვანძო ტერმინები
ტერმინი | მნიშვნელობა |
---|---|
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა | სხეულის სისტემა, რომელიც სხეულს უქმნის საყრდენს, სძენს სტაბილურობას, ფორმასა და მოძრაობის უნარს |
სახსარი | წერტილი, რომელშიც ორი (ან მეტი) ძვალი ხვდება ერთმანეთს |
ხრტილი | რბილი შემაერთებელი ქსოვილი, რომელიც სახსრებს შორის გვხვდება |
ლიგამენტები (იოგები) | შემაერთებელი ქსოვილი, რომელიც სახსარში ძვალს ძვალთან აკავშირებს |
მყესები | შემაერთებელი ქსოვილი, რომელიც კუნთს აკავშირებს ძვალთან |
ნებითი კუნთი | კუნთი, რომლის გაცნობიერებულად მართვაცაა შესაძლებელი |
უნებლიე კუნთი | კუნთი, რომელსაც ავტონომიური (ვეგეტატიური) ნერვული სისტემა მართავს (არ იმართება გაცნობიერებულად) |
განივზოლიანი კუნთი | კუნთოვანი ქსოვილი, რომელიც შესახედავად ზოლიანია მისი ბოჭკოვანი შემადგენლობის გამო |
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა მოიცავს ძვლოვან (საყრდენ) და კუნთოვან (მამოძრავებელ) სისტემებს, რომლებიც ერთად მოქმედებენ, რათა სხეულს საყრდენი შეუქმნან და მოძრაობის საშუალება მისცენ.
ძვლოვანი სისტემის ძვლები სხეულის ორგანოებს იცავს, საყრდენს უქმნის სხეულის წონას და ფორმას სძენს მას. კუნთოვანი სისტემის კუნთები ამ ძვლებზეა მიბმული და სხეულს მოძრაობის უნარს სძენს.
ადამიანის ჩონჩხი
ადამიანის ჩონჩხი რამდენიმე მთავარ ფუნქციას ასრულებს. ის იცავს შიდა ორგანოებს, საყრდენს უქმნის სხეულს, აძლევს ფორმას და მოძრაობის საშუალებას. ჩონჩხში წარმოიქმნება აგრეთვე სისხლის უჯრედების, კერძოდ, ზოგიერთ ძვლის ტვინში.
ჩონჩხი
ადამიანის ჩონჩხი ორ ნაწილად იყოფა: ღერძული ჩონჩხი და დამატებითი ჩონჩხი.
ღერძული ჩონჩხი შედგება:
- თავის ქალისგან, რომელიც ტვინს იცავს და საყრდენს უქმნის სახის სტრუქტურას
- ხერხემლის სვეტისგან (ხერხემლისგან), რომელიც გარს ერტყმის და იცავს ზურგის ტვინს, აგრეთვე საყრდენს უქმნის თავს
- გულმკერდისგან (თორაქსისგან), რომელიც გარს ერტყმის და იცავს გულმკერდში არსებულ ორგანოებს (მათ შორის გულსა და ფილტვებს)
დამატებითი ჩონჩხი შედგება:
- ზემო კიდურის სარტყლისგან (მხრებისგან)
- ზედა და ქვედა კიდურებისგან (ხელებისა და ფეხებისგან)
- მენჯის სარტყლისგან (მენჯის ძვლებისგან)
სახსრები, ხრტილი, იოგები და მყესები
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა აგრეთვე შეიცავს შემაერთებელ სტრუქტურებსა და ქსოვილებს, რომლებიც საყრდენით უზრუნველყოფს სხეულს და მოძრაობის საშუალებას აძლევს მას.
ხრტილი ამორტიზატორივით მოქმედებს ხახუნის შესამცირებლად. იოგები სახსრის სტაბილიზაციას უწყობს ხელს და უზრუნველყოფს იმას, რომ ის მისი მოძრაობისთვის განკუთვნილ საზღვრებს არ გასცდეს. მყესები კუნთს ძვალთან აერთებს და, ამგვარად, ერთმანეთთან აკავშირებს ძვლოვან და კუნთოვან სისტემებს. როდესაც კუნთი იკუმშება, მყესი ძვალზე ზემოქმედებს და მოძრაობას იწვევს.
სახსრები, ანუ ორი ან მეტი ძვლის შეერთების წერტილები, შეიძლება იყოს ფიქსირებული, ოდნავ მოძრავი ან თავისუფლად მოძრავი.
კუნთები
სხეული სამი ტიპის კუნთოვან ქსოვილს შეიცავს: განივზოლიან (ჩონჩხის) კუნთს, გლუვ კუნთსა და კარდიალურ (გულის) კუნთს.
განივზოლიანი (ჩონჩხის) კუნთი ნებითი და ზოლიანია. ეს კუნთები ებმის ძვლებს და გაცნობიერებულ მოძრაობას მართავს. გლუვი კუნთი უნებლიე და უზოლოა. ის გვხვდება სხეულის ორგანოების ღრუებში, მაგალითად, კუჭში, ნაწლავებში და სისხლძარღვების მახლობლად. კარდიალური (გულის) კუნთი უნებლიე და ზოლიანია. ის მხოლოდ გულში გვხვდება და მთელ სხეულში სისხლის გადატუმბვას უწყობს ხელს.
კუნთის შეკუმშვა
როდესაც კუნთის ბოჭკოები ნერვული სისტემისგან იღებენ სიგნალს, სტიმულირდება მიოზინის ფილამენტები, რასაც აქტინის ფილამენტების ერთმანეთთან მიახლოება მოსდევს. ეს ამოკლებს ბოჭკოში არსებულ სარკომერებს და შეკუმშვას იწვევს.
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
- frontaluri sibrtye rogor yofs adamianis sxeuls(1 მოწონება)
- ფრონტალური სიბრტყე ადამიანის სხეულს ყოფს როგორ?(1 მოწონება)