გრძნობთ, როგორ მოძრაობს ენერგია თქვენს სხეულში? პასუხია, სავარაუდოდ, არა (თუ კოფეინი არ მიგიღიათ ცოტა ხნის წინ), მაგრამ ეს ნამდვილად ასეა: ენერგია მუდმივად გარდაიქმნება თქვენს სხეულში.
ნებისმიერ წამს მცირე ზომის მოლეკულური მანქანები - ფერმენტები - გაუჩერებლად მუშაობენ თქვენს უჯრედებში, აკატალიზებენ და წარმართავენ ქიმიურ რეაქციებს, რომლებიც სიცოცხლეს გინარჩუნებენ. გაიგეთ, თუ როგორ აჩქარებენ ფერმენტები რეაქციებს უჯრედებში.
ხანდახან დინებას მიყოლაც მომგებიანია! გაეცანით აქტიურ ტრანსპორტს და პასიური ტრანსპორტის მექანიზმებს, რომელთა მეშვეობითაც მოლეკულების პლაზმური მემბრანის მიღმა საკუთარი კონცენტრაციული გრადიენტის მიმართულებით გადაადგილდებიან (ენერგიის დახარჯვის გარეშე).
ოდესმე თუ გიფიქრიათ, რატომ ჭკნება მცენარე, როცა მას არ რწყავ? გაიგეთ, რატომ და ისწავლეთ მეტი წყლისა და სხვა მოლეკულების ბიოლოგიურ სისტემებში გადაადგილების ძირითადი პრინციპების შესახებ.
თქვენს ორგანიზმში ძალიან დიდი რაოდენობითაა ნახშირბადი: დნმ-ში, ცილებში, ნახშირწყლებში, ცხიმებში და სხვა ძირითად ორგანულ მოლეკულებში. როგორ მოხვდა ეს ნახშირბადი მანდ?....... სწორია! ეს არის ფოტოსინთეზის დამსახურება! გაიგეთ, თუ როგორ იყენებენ მცენარეები და სხვა ფოტოტროფული ორგანიზმები სინათლეს, რომ გარდაქმნან ნახშირორჟანგი და წყალი შაქრად, რითაც იღებენ ქიმიურ ენერგიას და აძლევენ ეკოსისტემას გამოყენებად ნახშირბადს.
როგორ იღებენ უჯრედები ენერგიას იმ საკვებიდან, რასაც მიირთმევთ? როგორც ჩანს, უჯრედებს აქვთ მეტაბოლური გზების ჩინებული ქსელი, რომელიც ემსახურება მხოლოდ ამ დავალებას. შეიტყვე მეტი უჯრედულ სუნთქვაზე, ფერმენტაციასა და სხვა პროცესებზე, რომლებიც გვაძლევენ ენერგიას ენერგეტუკულად საწვავი მოლეკულებისგან (მაგალითად, გლუკოზისგან).