If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

თემა 2: წრედის ანალიზი

ამ თემის შესახებ

წრედის ანალიზი შეერთებული კომპონენტების ქსელში არსებული ყველა დენისა და ძაბვის ძიების პროცესია. ჩვენ შევისწავლით წრედების ასაწყობად გამოყენებულ ძირითად ელემენტებს და ვიკვლევთ, თუ რა ხდება, როცა ეს ელემენტები ერთმანეთთან დაკავშირებით წრედს ქმნიან.

წრედის ძირითად ელემენტებს კომპონენტები (რეზისტორი, კონდენსატორი და ინდუქტორი) და წყაროები (ძაბვა და დენი) წარმოადგენენ. ამ ელემენტებს განვიხილავთ, როგორც იდეალურ ელემენტებს და რეალურ ობიექტებს. ასევე ვაყალიბებთ მკაფიო ტერმინოლოგიას წრედებზე, ძაბვასა და დენზე სასაუბროდ.
მიმდევრობითი და პარალელური რეზისტორები, სამკუთხედი-ვარსკვლავის (დელტა-იგრეკ) ტიპის ქსელები და ძაბვის გამყოფი

ისწავლეთ

მუდმივი დენის წრედების მდგომარეობის განსაზღვრა კირხჰოფის კანონის, კვანძური ძაბვის მეთოდის, კონტურული და წირითი დენის მეთოდების გამოყენებით.

ისწავლეთ

წრედები, რომლებიც კონდენსატორებსა და ინდუქტორებს შეიცავენ, დროსთან ერთად იცვლებიან. RC, RL და RLC წრედებს ბუნებრივი და იძულებითი რეაქცია აქვთ.

ისწავლეთ

თუ შემავალ სიგნალებს მხოლოდ სინუსის ან კოსინუსის ფორმის სიგნალებით შევიზღუდავთ, შეგვიძლია შევიმუშავოთ ცვლადი დენის ანალიზის მეთოდი ცვლადი სიგნალების შეთხვევაში წრედის ანალიზისთვის. ასეთი მეთოდების გამოყენება ბევრად მარტივია, ვიდრე დიფერენციალური განტოლების ამოხსნა.

ისწავლეთ