If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

თემა 2: ქიმიური რეაქციები და სტექიომეტრია

400 შესაძლო დახელოვნების ქულა

ამ თემის შესახებ

ახლა ჩვენ უფრო ღრმად შევისწავლით ქიმიას. ჩვენ ვისწავლით მოლეკულებისა და მოლეკულების ურთიერთქმედების გამოსახვის გზებს. ამისთვის კი ჩვენ ვფიქრობთ იმაზე, თუ „რამდენი" მოლეკულა გვაქვს და გამოვიყენებთ ნივთიერების რაოდენობის საზომს, რომელსაც ეწოდება „მოლი".
ახლა კი ჩვენ დავაკვირდებით ქიმიურ რეაქციებს. უნდა დავიმახსოვროთ, რომ ატომები სასწაულებრივად არც ჩნდება და არც ქრება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ იმავე რაოდენობის შემადგენელი ატომებია რეაქციის პროდუქტებში, რამდენიც არის საწყის რეაგენტებში (მოლეკულებში, რომლებიც რეაქციაში შედიან)!
ახლა კი ჩვენ პარალელს გავავლებთ ქიმიური რეაქციების გათანაბრებასა და ლაბორატორიაში მიმდინარე რეაქციებს შორის (სადაც ჩვენ რეალურად გვაქვს ნივთიერების გარკვეული მასა).
განივითარეთ ზედა უნარები და მოაგროვეთ დახელოვნების მაქსიმუმ 240 ქულა
ზოგჯერ რეაქციაში ერთი მოლეკულა ჭარბი (ან მეორე — ზედმეტად მცირე) რაოდენობით გაქვს აღებული, ამიტომ ყველა რეაგენტი სრულად არ შედის რეაქციაში. ჩვენ გავიგებთ, როგორ დავადგინოთ, რომელია მცირე რაოდენობით აღებული და რომელი — ჭარბად აღებული რეაგენტი.

ივარჯიშეთ

ჩვენ ახლა შევისწავლით ორ განსხვავებულ გზას მოლეკულის შემადგენელი ელემენტების გამოსასახად: მოლეკულურ და ემპირიულ ფორმულებს. მოლეკულური ფორმულები რეალურად ასახავს ატომების რაოდენობას მოლეკულაში, ხოლო ემპირიული ფორმულა კი ექსპერიმენტზე დაყრდნობით გვიჩვენებს თანაფარდობას. იმისთვის, რომ ეს ცნებები უკეთ დავაკავშიროთ, ჩვენ ასევე გავეცნობით რაოდენობრივ საზომ „მოლს". როგორც 12-ს ვიყენებთ 12 რაიმე საგნის გამოსახვისთვის, ასევე მოლი გამოიყენება დაახლოებით 602,200,000,000,000,000,000,000 რაიმეს გამოსასახად. ეს დაგვეხმარება მოლეკულის მასური შემადგენლობის გასააზრებლად.
ქიმიურ რეაქციებში ატომები შეიძლება გადაჯგუფდნენ, შეერთდნენ და განცალკევდნენ, რათა ახალი ნივთიერებები წარმოქმნან. ჩვენ ვისწავლით რეაქციების კლასიფიკაციის სხვადასხვა გზას და ასევე სხვადასხვა ტიპის რეაქციის თავისებურებებს.
შემდეგ თქვენთვის:

თემის ტესტი

განივითარეთ თემის ყველა უნარი და მოაგროვეთ დახელოვნების მაქსიმუმ 400 ქულა!