If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

ორსაფეხურიანი განტოლებების გახსენება

ორსაფეხურიანი განტოლება არის განტოლება, რომლის ამოსახსნელად ორი ნაბიჯი დაგჭირდებათ. განტოლება მაშინ გაქვთ ამოხსნილი, როცა ცვლადი განცალკებებითაა მოქცეული, ტოლობის ნიშნის ერთ მხარეს, მის წინ რიცხვების გარეშე.

რა არის ორსაფეხურიანი განტოლება?

ორსაფეხურიანი განტოლება არის ალგებრული განტოლება, რომლის ამოხსნაც ორი ნაბიჯით შეგიძლიათ. ამოხსნის შემდეგ ნაპოვნი გაქვთ ცვლადის მნიშვნელობა, რომლისთვისაც განტოლება ჭეშმარიტია.

მაგალითი 1

მოცემული გვაქვს განტოლება და გვთხოვენ, ვიპოცოთ x:
3x+2=14
განტოლება ისე უნდა გარდავქმნათ, რომ ერთ მხარეს მხოლოდ x დარჩეს.
3x+2=143x+22=1423x=123x3=123x=4
ამონახსნი:
x=4
ყოველთვის კარგი აზრია, ჩვენი ამონახსნი საწყის განტოლებაში ჩასმის გზით შევამოწმოთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ რაიმე შეცდომა არ დავუშვით:
3x+2=1434+2=?1412+2=?1414=14    მართლაც!
გინდათ, მეტი ისწავლოთ ორსაფეხურიანი განტოლებების შესახებ? ნახეთ ეს ვიდეო.

მაგალითი 2

გვთხოვენ, ეს განტოლება ამოვხსნათ a–ს მიმართ:
8=a3+6
განტოლება ისე უნდა გარდავქმნათ, რომ ერთ მხარეს მხოლოდ a დარჩეს.
8=a3+686=a3+662=a323=a336=a
ამონახსნი:
a=6
შევამოწმოთ ჩვენი ნამუშევარი (სჯობს მეტი ვიშრომოთ, ვიდრე შემდეგ გული დაგვწყდეს!):
8=a3+68=?63+68=?2+68=8    მართლაც!
გინდათ, კიდევ ერთი ასეთი მაგალითი ნახოთ? ნახეთ ეს ვიდეო.

ივარჯიშეთ

ამოცანა 1
იპოვეთ c.
43=8c5
c=
  • თქვენი პასუხი უნდა იყოს
  • მთელი რიცხვი, როგორიცაა 6
  • გამარტივებული წესიერი წილადი, მაგალითად 3/5
  • გამარტივებული არაწესიერი წილადი, მაგალითად 7/4
  • შერეული რიცხვი, როგორიცაა 1 3/4
  • ზუსტი ათწილადი, მაგალითად 0.75
  • pi-ს ჯერადი, როგორიცაა 12 pi ან 2/3 pi

გინდათ, მეტი ასეთი სავარჯიშო სცადოთ? ნახეთ ეს სავარჯიშო. ან სცადეთ ეს ამოცანა.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.