მიმდინარე დრო:0:00მთლიანი ხანგრძლივობა:2:03

ვიდეოს აღწერა

მოდით, ცოტა ვივარჯიშოთ სიგრძის დადგენაში. გვეუბნებიან, რომ ეს ხაზი არის ერთი სანტიმეტრი. ანუ, აი ეს მანძილი, არის ერთი სანტიმეტრი. კითხვა ასეთია: რა სიგრძისაა ეს მანქანა? ვიცით, რომ ეს ხაზი ერთი სანტიმეტია. ვნახოთ, რამდენი ასეთი ხაზი გვინდა, რომ მანქანის მთელი სიგრძის ტოლი ხაზი მივიღოთ. აი, ვხატავ მეორე ხაზს – შეიძლება, ზუსტი არ იყოს, დაახლოებით ისეთივეა. ახლა გვაქვს 1, 2 სანტიმეტრი. შემდეგ, ამის ჩათვლით გვაქვს უკვე სამი სანტიმეტრი. და ახლა გვაქვს ოთხი სანტიმეტრი. როგორც ჩანს, მაქანის სიგრძე არის ოთხი სანტიმეტრი. გავაკეთოთ კიდევ ერთი ამოცანა. აქ მაქვს ორი მზესუზმრის ყვავილის სურათი. და მათგან პირველის სიგრძე არის 40 სმ. ჩვენი კითხვაა, რამდენი სმ სიგრძისაა მეორე მზესუმზირა? დავფიქრდეთ ამაზე: თუ მთელი ეს მანძილი, მთელი ეს სიმაღლე არის 40 სანტიმეტრი და ამ მზესუმზირის სიმაღლე – (დავხატოთ ასეთი წყვეტილი ხაზი) – როგორც ჩანს, არის დიდი მზესუმზირის სიმაღლის ნახევარი. და რა არის 40 სანტიმეტრის ნახევარი? 40 არის ოთხი ათეული, ამის ნახევარი იქნება ორი ათეული, ანუ 20. როგორც ჩანს, ამ მზესუმზირის სიმაღლე არის 20 სანტიმეტრი. ახლა სხვა გზით ვცადოთ: თუ ეს მთლიანად არის 40 სმ და მისი ნახევარი არის 20 სმ მაშინ, ეს არის ათი სმ ჩავწეროთ: ეს არის ათი სმ ეს არის 20 სმ შესაბამისად, ეს არის 30 სმ და ეს – 40 სმ. ვხედავთ, რომ ეს მზესუმზირა არის 40 სმ ეს მეორე კი მისი ნახევარია, ანუ 20 სმ.