If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

ვკრებთ 7 + 6

სალი კრებს 7 + 6 რიცხვითი ღერძის დახმარებით. შემქმნელია სალ ხანი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

მოდით, დავფიქრდეთ იმაზე, თუ რას ნიშნავს 7-ს დამატებული 6? გირჩევთ შეაჩეროთ ვიდეო და თქვენ თვითონ მოიფიქროთ ამაზე პასუხი. ალბათ ეს უკვე გააკეთეთ. ახლა კი მოდით ერთად მოვიფიქროთ ეს. შეგვიძლია გავაკეთოთ ასეთი რაღაც. ვთქვათ, გვაქვს 7 ნივთი. ამას დავამატოთ 6 ნივთი და ვნახოთ რამდენი ნივთი გვქნება სულ? ვთქვათ, ეს ნივთი იყოს პომიდვრები. ესე იგი, ეს არის პირველი პომიდორი. ეს მეორე პომიდორი. ეს მესამე პომიდორი. სულ გვინდა 7 პომიდორი. ეს მეოთხე. მეხუთე პომიდორი. მეექვსე პომიდორი. და ერთიც დარჩა. ესეც მეშვიდე. კარგით. ახლა ამას დავუმატოთ რაიმე სხვა 6 საგანი. მაგალითად იყოს ეს მოცვი. ესე იგი, უნდა დავუმატოთ 6 მოცვი და სულ გვაინტერესებს რამდენი ხილი იქნება. ეს არის პირველი მოცვი. ეს იქნება მეორე. აი ეს მესამე. კიდევ სამი გვინდა. ეს მეოთხე. მეხუთე. და ესეც მეექვსე. ძალიან კარგი. მაშინ, რამდენი ხილი გვაქვს სულ? მოდით, დავიწყოთ დათვლა. ვიცით, რომ შვიდით დავიწყეთ. და გავაგრძელოთ შვიდიდან თვლა. ესე იგი, ეს იქნება მერვე. მეცხრე. მეათე. ეს თერთმეტი. თორმეტი. და ცამეტი. ძალიან კარგი. ესე იგი, თურმე სულ გვქონია 13 ხილი. 13 ცალი ნივთი (სხვანაირად რომ ვთქვათ) ესე იგი, 7-ს პლუს 6, 13-ის ტოლია. კარგით. კიდევ როგორ შეგვეძლო, რომ ამოგვეხსნა ეს? შეგვეძლო გამოგვეყენებინა რიცხვითი ღერძი. მოდით, გავავლოთ რიცხვითი ღერძი. დავხაზოთ. და იგივე გავაკეთოთ რიცხვითი ღერძისთვის. ვთქვათ, ეს იყოს ჩვენი რიცხვითი ღერძი. მოდით სხვა ფერით ჯობია, რომ გავაფერადოთ. ესე იგი, ეს იყოს რიცხვითი ღერძი და ისევ მოვიქცეთ ისე, რომ დავიწყოთ შვიდით. იმიტომ, რომ უკვე ვიცით, რომ 7 ნივთი გვაქვს. დავიწყოთ 7 ნივთით. მოვნიშნოთ აქ შვიდიანი. და გადავთვალოთ 6 იმიტომ, რომ უნდა დავუმატოთ 6 ახალი ნივთი. გადავთვალოთ. ეს იქნება: 1, 2, 3, 4, 5, და 6. ესე იგი, შეგვიძლია გავაგრძელოთ დათვლა. ეს იქნება 8, 9, 10, 11 12 და 13. ძალიან კარგი. ესე იგი, ჩვენ შეგვიძლია, რომ 7-ს პლუს 6 წარმოვიდგინოთ ასე. ვიწყებთ 7-დან და ვაკეთებთ ნახტომებს რიცხვით ღერძზე მარჯვნივ. ეს იქნება, ესე იგი, 1, 2, 3, 4, 5 და 6 ნახტომი. 6 ნახტომი. ესე იგი, მივიღეთ 13. ანუ 7-ს დავუმატეთ 6. მივიღეთ რიცხვი 13. კარგით. კიდევ ვნახოთ როგორ შეიძლება ეს ყველაფერი ამოვხსნათ. სხვანაირი გზაც არსებობს ცხადია. ამას შეგვიძლია შევხედოთ ასე. დავიწყოთ შვიდით და დავუმატოთ 3, რომ მივიღოთ 10. მივიდეთ 10-მდე. და შემდეგ კიდევ დავუმატოთ 3 და უკვე მივიდეთ 13-მდე, რაც მივიღეთ ისედაც. ეს შინაარსს ძალიან კარგად აჩვენებს, რიცხვი 13-ის. იმიტომ, რომ აი თუ დააკვირდებით, აი, იმ რიცხვ 13-ს აქვს ერთიანი მარცხენა მხარეს, ათეულების ადგილას, და ეს ციფრი, რომელიც ათეულების ადგილას არის, ანუ ერთიანი. აღნიშნავს, რომ 13-ში შედის 1 ცალი ათეული. გვაქვს 1 ათეული 13-ში. სწორედ ამ ინფორმაციას გვაძლევს ეს ერთიანი. ხოლო ეს სამიანი, გვეუბნება, რომ 3 ცალი ერთეული, ანუ 3 ერთიანი გვაქვს 13-ში. აი, აქაც ჩანს. ნახეთ. გავაკეთეთ ერთი ათეული 7 პომიდვრით და 3 მოცვით. 10 ხილისგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც 13-ს ნაწილია, როგორც ისედაც გამოჩნდა. ეს არის ჩვენი ერთი ათეული. და ამის შემდეგ მოგვრჩება უკვე 3 ცალი ერთეული, რომელიც აი როგორც ხედავთ ქვევით გვაქვს. ეს არის 3 ცალი ერთეული. ესე იგი, 7-ს პლუს 6 არის ათიანის შევსება და შემდეგ 3 ცალი, რომ დაგვრჩება იმისი დამატებაც. ეგრეც შეგვიძლია, რომ შევხედოთ. და აი ზუსტად ეს 3 ცალიც არის ის, რომელიც გვიწერია 13-ში სამიანად. ანუ 3 ცალი ერთეული. 7-ს პლუს 6 იგივეა რაც 10-ს პლუს 3. ძალიან კარგი. რა თქმა უნდა 10-ს პლუს 3, როგორც ვთქვით არის 13. ესე იგი, რა გამოვიდა? რომ აქ ერთიანი იგივეა რაც ერთი ცალი ათიანი, ხოლო სამიანი არის სამი ცალი ერთეული. როგორც არ უნდა მივუდგეთ, მივიღებთ 13-ს. (სუბტიტრები შექმნილია მარიამ შონიას დახმარებით)