განივითარეთ თემის ყველა უნარი და მოაგროვეთ დახელოვნების მაქსიმუმ 2300 ქულა!
ამ თემის შესახებ
სტატისკაში ვცდილობთ სამყაროს შესახებ აზრის გამოტანას დიდი ოდენობის ინფორმაციის შეგროვებით, ორგანიზებით, ანალიზითა და პრეზენტაციით. მაგალითად, შეგიძლიათ ჰკითხოთ თქვენს მეგობრებს, რომელია ყველაზე პოპულარული შოუ, მაგრამ მცირე ჯგუფის მაგალითი ვერ მოგცემთ ზუსტ წარმოდგენას იმაზე, თუ რას უყურებს ყველაზე ხშირად ყველა მეექვსეკლასელი. ამ კვლევისათვის თქვენ უნდა გამოკითხოთ სხვადასხვა წარმოშობის მოსწავლეები ქვეყნის ყველა კუთხიდან. შემდგომ შესაძლებელია მონაცემების სტატისტიკური ანალიზი, რათა მივიღოთ უფრო ზუსტი სურათი ყველაზე პოპულარული ტელეშოუს შესახებ. დავიწყოთ სტატისტიკის განხილვა, ჩარჩო-დიაგრამის, სვეტოვანი დიგრამების, პიქტოგრაფების, წრფივი გრაფების და წერტილოვანი დიაგრამების ჩათვლით.