ძირითადი მასალა
ალგებრა I
კურსი: ალგებრა I > თემა 14
გაკვეთილი 4: ერთწევრების გამრავლება- ერთწევრების გამრავლება
- ერთწევრების გამრავლება: შესავალი
- ერთწევრების გამრავლება ფართობის საპოვნელად: ორი ცვლადი
- ერთწევრების გამრავლება ფართობის საპოვნელად
- გამოწვევა ერთწევრების გამრავლებაზე
- ერთწევრების გამრავლება
- ერთწევრების გამრავლება: მიმოხილვა
© 2023 Khan Academyგამოყენების პირობებიკონფიდენციალურობის პოლიტიკაშენიშვნა ქუქი-ჩანაწერებზე
ერთწევრების გამრავლება ფართობის საპოვნელად: ორი ცვლადი
სალი ერთწევრის სახით გამოხატავს მართკუთხედის ფართობს, რომლის სიგრძეა 4xy, ხოლო სიგანეა 2y. შემქმნელია სალ ხანი და ტექნოლოგიისა და განათლების მონტერეის ინსტიტუტი.
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.
ვიდეოს აღწერა
გამოვთვალოთ მართკუთხედის ფართობი,
რომლის სიგრძეა ოთხი xy და სიგანე ორი y. ერთწევრიანი გამოსახულება ნიშნავს,
რომ უნდა გვქონდეს მხოლოდ ერთი წევრი. მოდით დავუკვირდეთ მართკუთხედს. აქ დავხატავ. გვითხრეს რომ მისი სიგრძე ოთხი xy-ია, სიგანე არის ორი y. ცოტა გადავიმეოროთ,
ჩვენ ვიცით, რომ მართკუთხედის ფართობი მისი სიგრძისა
და სიგანის ნამრავლის ტოლია, ან სიმაღლისა და სიგანის,
ან როგორ გსურთ, უბრალოდ, ამ ორი განზომილების ნამრავლის. ასე რომ, მართკუთხედის, ფართობი იქნება სიგრძე (ოთხი xy) გამრავლებული
სიგანეზე (ორი y). შეგვიძლია გავამარტივოთ. გვაქვს ოთხჯერ ორი. რამდენიმე წევრის
ერთმანეთზე გადამრავლებისას, შეგვიძლია შევცვალოთ
თანმიმდევრობა როგორც გვინდა, ეს მხოლოდ გამრავლების შემთხვევაში. ასე,რომ ოთხჯერ ორი იქნება რვა. ჩვენ აქ x-ც გვაქვს. აქ მხოლოდ ერთი x გვაქვს,
ასე რომ გვექნება რვაჯერ x, ჩვენ აქ y-ც გვაქვს, ეს იგივეა რაც y ხარისხად ერთი, აქ მეორე y გვაქვს. ესეც შეგვიძლია განვიხილოთ როგორც
y პირველ ხარისხში, ხოლო y–ჯერ y წარმოგვიდგება,როგორც y კვადრატში. y ხარისხად ერთი გამრავლებული
y–ზე ხარისხად ერთი. დავამატოთ ხარისხის ნიშნები.
ერთს პლუს ერთი ორია. ეს იქნება რვა xy კვადრატი. ეს yკვარდრატი ორივე y-ს მოიცავს, მოვრჩით. მართკუთხედის ფართობი ერთწევრით გამოვსახეთ.