If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

სად წავიდეთ აქედან

მთლიანად გაიარეთ ეს მასალა? გილოცავთ! თქვენ ისწავლეთ ალგორითმების საფუძვლები, პლუს ალგორითმების ბევრი მაგალითი.
სასწავლი გაცილებით მეტია, თუ ცოდნის გაღრმავება გსურთ. უბრალოდ, გადახედეთ ვიკიპედიაზე ალგორითმების ჩამონათვალს — ათასობით ალგორითმი არსებობს, პლუს არსებობს ისეთებიც, ჯერ რომ მხოლოდ თქვენს თავშია და პროგრამებად არ ქცეულა.
ტომას კორმენი, ამ მასალის თანაავტორი, აგრეთვე არის ალგორითმებზე ორი წიგნის თანაავტორი:
  • შესავალი ალგორითმებში (ინგლ. Introduction to Algorithms): ეს არის ალგორითმების ყველაზე უფრო პოპულარული სახელმძღვანელო უნივერსიტეტებში. ის არის მკაცრიც — ალგორითმების სისწორის დამტკიცებებითა და მათი მუშაობის დროებით — და ინტუიციურიც — ფარავს მრავალ ალგორითმს 1300 გვერდზე.
  • ალგორითმების გახსნა (ინგლ. Algorithms Unlocked): ეს გამიზნულია უფრო მეტად იმ მკითხველებისთვის, რომელთაც სურთ, გემო გაუსინჯონ ალგორითმებს და ისწავლონ მათი გაანალიზება. ის ნაკლებად მათემატიკურია, ვიდრე შესავალი ალგორითმებში, და ოდნავ უფრო დიდი დოზით მოიცავს ინტუიციურ და გამოყენებით პრაქტიკას.
არსებობს რამდენიმე ორნაწილიანი უფასო კურსი Coursera-ზე:
  • ალგორითმები I და II (Algorithms, I & II): შესავლის კურსი, რომელიც ფარავს „საბაზისო იტერირებად მონაცემთა სტრუქტურებს, სორტირებას და ძებნის ალგორითმებს Java-ში".
  • ალგორითმები: დიზაინი და ანალიზი ნაწილი I და II (Algorithms: Design and Analysis Part I & II): შესავლის კურსი, რომელიც ფარავს „ალგორითმების დიზაინის ფუნდამენტურ პრინციპებს: დაყავი და იბატონე მეთოდებს, გრაფის ალგორითმებს, პრაქტიკულ მონაცემთა სტრუქტურებს, რენდომიზებულ (შემთხვევით) ალგორითმებს და მრავალ სხვას“, ამასთან ერთად ის ინარჩუნებს ენის მიმართ აგნოსტიკურობას (ანუ, ყველაფერი აღწერილია ზოგადად და არა — პროგრამირების კონკრეტული ენისთვის).
ჩვენ ვაპირებთ მასალის დამატებას აქ, ხანის აკადემიაზე, ასე რომ, რამდენიმე თვეში ერთხელ შეამოწმეთ სიახლეები.

ამ მასალის შინაარსი შექმნილია დარტმუთის კომპიუტერული მეცნიერების პროფესორების, თომას კორმენისა და დევინ ბალკომის, ასევე ხანის აკადემიის კომპიუტრეული ჯგუფის მიერ. მასალის ლიცენზიაა CC-BY-NC-SA.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.