If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

გამრავლება, როგორც აწონვა, წილადებით

სალი ადარებს მოცემულ გამოსახულებებს. ამისთვის ის გამრავლებაზე ფიქრობს ისე, როგორც აწონვაზე: 2/3x7/8, 8/7x2/3 და (5x2)/(3x5). შემქმნელია სალ ხანი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

ჩვენ გვაქვს სამი გამოსახულება. ეს არის 2/3 გამრავლებული 7/8-ზე. შემდეგი გამოსახულებაა 8/7 გამრავებული 2/3-ზე. მესამე გამოსახულებაა ხუთჯერ ორი გაყოფილი სამჯერ ხუთზე. მინდა, რომ თქვენ ახლა გააჩეროთ ვიდეო და დაფიქრდეთ, რომელი გამოსახულებაა ყველაზე დიდი, რომელია საშუალო სიდიდის თავისი მნიშვნელობით და რომელია ყველაზე პატარა. და მინდა, ამაზე დაფიქრდეთ ისე, რომ არ გამოთვალოთ. უბრალოდ რომ შეხედოთ და ივარაუდოთ რომელია მათგან ყველაზე დიდი, რომელია ყველაზე პატარა, და რომელია მნიშვნელობით მათ შორის. აი, ახლა გააჩერეთ ვიდეო. ალბათ, გადახედეთ დავალებას. მცირე მინიშნებას მოგცემთ, თუ ამოხსნა გაგიჭირდათ, თითოეულ ამ გამოსახულებას აქვს 2/3-ზე გამრავლების ნაწილი. თქვენ ხედავთ 2/3-ს აქ. 2/3-ს აქაც ხედავთ. შესაძლოა, ისეთი ნათელი არ იყოს, მაგრამ 2/3 ამ გამოსახულებაშიც არის. მოდით, ხელახლა დავწერ, რომ უფრო ცხადი იყოს. პირველი გამოსახულება შეგვიძლია, დავწეროთ, როგორც 7/8 გამრავლებული 2/3-ზე. მეორე გამოსახულება შეგვიძლია, გადავწეროთ, თუმცა უკვე დაწერილია, როგორც 8/7 გამრავლებული 2/3-ზე. და ბოლოს, ეს გამოსაულება ჩვენ შეგვიძლია, ისე დავწეროთ, როგორც ხუთი გამრავლებული ორზე გასაყოფში. ხოლო გამყოფში, ის გაყოფილია ხუთჯერ სამზე. ხუთჯერ სამი, რაც იგივეა 5/5 გამრავლებული 2/3-ზე. ახლა თქვენ ხედავთ, რომ სამივე განტოლება შეიცავს განსხვავებულ რიცხვებს გამრავლებულს 2/3-ზე. თუ ასე შევხედავთ ამ მაგალითებს, ახლა უფრო იოლია იმის არჩევა თუ რომელია ყველაზე დიდი, ყველაზე პატარა, და რომელია მათ შორის? გირჩევთ, კიდევ შეაჩეროთ ვიდეო თუ ამაზე ჯერ არ გიფიქრიათ. მოდით, გამოვსახოთ თითეული მაგალითი, პირველ რიგში, გამოვსახოთ 2/3. დავუშვათ, რომ იმის სიგრძე, რასაც მე ახლა ვხატავ აი, ამ ფიგურის სიგრძე, დავუშვათ, არის 2/3. ეს ნიშნული წარმოადგენს 2/3-ს. სიმაღლე არის 2/3. მოდით, ჯერ დავფიქრდეთ აი, ეს მარჯვნივ რას წარმოადგენს ეს არის 5/5 გამრავლებული 2/3-ზე. რა არის 5/5? 5/5 იგივეა, რაც ერთი. შესაბამისად, ეს არის ერთჯერ 2/3. მთელი ეს გამოსახულება იგივეა, რაც ერთი გამრავლებული 2/3-ზე, ან უბრალოდ 2/3. აი, ეს სიმღლე, 2/3, აი, აქ იგივეა, რაც ეს. ისინი ერთმანეთის ტოლია. ეს, შეიძლება, განვიხილოთ, როგორც ხუთი გამრავლებული ორზე და გაყოფილი სამი გამრავლებული ხუთზე, რაც იქნება აი, ეს პირველი გამოსახულება. მოდით, ახლა იმაზე დავფიქრდეთ, ეს როგორ იქნება გამოსახული. ეს არის 7/8 გამრავლებული 2/3-ზე. ეს ნაკლებია 8/8 გამრავლებული 2/3-ზე. ეს ნაკლებია ერთი გამრავლებული 2/3-ზე. ასე რომ, ამ შკალაზე 2/3-ის ქვემოთ ჩამოვიტანთ. ეს იქნება 2/3-ზე ნაკლები. ეს იქნება 2/3-ის 7/8. ეს დაახლოებით ასე იქნება გამოხატული. მოდით, შევეცდები, დავხატო. დიახ, ეს სწორედ ასე იქნება გამოხატული. თუ ყვითელი ხაზის სიმაღლე არის 2/3, მაშინ ეს სიმაღლე აი, ეს სიმაღლე, მოდით უფრო გარკვევით დავხატავ. ეს სიმაღლე იქნება 2/3-ის 7/8. მსგავსად, ეს მაგალითიც განვიხილოთ. მოდით, განვიხილოთ შუა მაგალითი, 8/7 გამრაველბული 2/3-ზე. 8/7 მეტია 7/7-ზე. ის ერთზე მეტია. შესაბამისად, ეს 2/3-ზე მეტია ეს არის ერთი და 1/7 გამრავლებული 2/3-ზე. შესაბამისად, ეს იქნება იგივე სიმღალე, რაც არის 2/3 და ამას დამატებული კიდევ 1/7. ეს ასე იქნება გამოსახული. ეს ასე იქნება გამოსახული. ეს სიმაღლე იქნება 2/3 მეტი, რადგან 8/7 ერთზე მეტია. ასე რომ, ეს სიმაღლე იქნება 8/7-ჯერ 2/3. განსხვავების პოვნა, თუ რომელი იყო უდიდესი და რომელი უმცირესი, შესაძლებელია იმის განსაზღვრით, თუ როგორ ეფარდებიან ისინი 2/3-ს? ამ მარჯვენა მაგალითში, თქვენ ამრავლებთ 2/3-ს ერთზე. თქვენ მიიღებთ 2/3-ს. არც 2/3-ს აჭარბებთ და არც მის ქვემოთ ჩამოდიხართ. ამ შემთხვევაში კი 2/3-ზე დაბლა ჩამოდიხართ. თქვენ ამრავლებთ მას რიცხვზე, რომელიც ერთზე ნაკლებია. თუ თქვენ მას გაამრავლებთ ნებისმიერ რიცხვზე, რომელიც ერთზე ნაკლებია, თქვენ ჩამოცდებით 2/3-ის ნიშნულს. თქვენ მიიღებთ დადებით რიცხვს ან რიცხვს ნულსა და ერთს შორის, რომელიც იქნება ერთზე ნაკლები. შედეგად, მნიშვნელობა შემცირდება. ჩვენს შკალაზე ეს რიცხვი ქვემოთ იქნება. ეს იქნება უმცირესი. აქ კი თქვენ ამრავლებთ 2/3-ს რიცხვზე, რომელიც ერთზე მეტია - ერთზე და 1/7-ზე. ჩვენს შკალაზე ის უფრო მაღლა იქნება. შესაბამისად, ეს გამოსახულება არის ყველაზე დიდი, 8/7 გამრავლებლი 2/3-ზე. უმცირესი კი არის 2/3 გამრავლებულია 7/8-ზე. ეს კი მათ შორის არის.