If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

კუბური ფესვების გახსენება

გაიხსენეთ კუბური ფესვები და ივარჯიშეთ ამოცანებზე.

კუბური ფესვები

რიცხვის კუბური ფესვი არის მამრავლი, რომელსაც სამჯერ ვამრავლებთ საკუთარ თავზე ამ რიცხვის მისაღებად.
კუბური ფესვის სიმბოლო არის A3 .
რიცხვის კუბური ფესვის პოვნა რიცხვის კუბში აყვანის საპირისპირო მოქმედებაა.
მაგალითი:
3×3×3 = 33=27
ასე რომ, A273 = 3
გინდათ, მეტი ისწავლოთ კუბური ფესვების პოვნის შესახებ? ნახეთ ეს ვიდეო.

კუბური ფესვების პოვნა

თუ ვერ ვხვდებით, რომელი რიცხვის სამჯერ თავის თავზე გამრავლებით მიიღება ესა თუ ის რიცხვი, შეგვიძლია, მამრავლებად დაშლის სქემა ავაგოთ.
მაგალითი:
A643=?
აი, 64-ის მამრავლებად დაშლის სქემა:
64 წარმოდგენილი მარტივ მამრავლთა ნამრავლის სახით არის 2×2×2×2×2×2.
ჩვენ ვეძებთ A643-ს, შესაბამისად, საჭიროა დავყოთ მარტივი მამრავლები სამ იდენტურ ჯგუფად.
დააკვირდით, რომ შეგვიძლია, მამრავლები ასე გადავალაგოთ:
64=2×2×2×2×2×2=(2×2)×(2×2)×(2×2)
შესაბამისად, (2×2)3=43=64.
შესაბამისად, A643 არის 4.

ივარჯიშეთ

ამოცანა 1
A1253=?
  • თქვენი პასუხი უნდა იყოს
  • მთელი რიცხვი, როგორიცაა 6
  • გამარტივებული წესიერი წილადი, მაგალითად 3/5
  • გამარტივებული არაწესიერი წილადი, მაგალითად 7/4
  • შერეული რიცხვი, როგორიცაა 1 3/4
  • ზუსტი ათწილადი, მაგალითად 0.75
  • pi-ს ჯერადი, როგორიცაა 12 pi ან 2/3 pi

გინდათ, მეტი ასეთი ამოცანა სცადოთ? ნახეთ ეს სავარჯიშო: კუბური ფესვის პოვნა

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.