ძირითადი მასალა
პრეალგებრა
კურსი: პრეალგებრა > თემა 6
გაკვეთილი 7: ათწილადების გამოკლება- უფრო რთული ათწილადების გამოკლების სტრატეგიები მეათედებით
- მეასედების შემცველი ათწილადების გამოკლების ახალი სტრატეგიები
- ათწილადების გამოკლება: 9.005 - 3.6
- ათწილადების გამოკლება: 39.1 - 0.794
- ათწილადების გამოკლება: მეათედები
- ათწილადების გამოკლება: მეასედები
- ათწილადების გამოკლება: მეათასედები
- ათწილადების გამოკლება
© 2023 Khan Academyგამოყენების პირობებიკონფიდენციალურობის პოლიტიკაშენიშვნა ქუქი-ჩანაწერებზე
ათწილადების გამოკლება: 9.005 - 3.6
ისევე როგორც შეკრებისას დარწმუნდით რომ გამოკლებისას ასწორებთ ათწილადებს. შემქმნელია სალ ხანი და ტექნოლოგიისა და განათლების მონტერეის ინსტიტუტი.
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.
ვიდეოს აღწერა
ჩვენ უნდა გამოვთვალოთ, რას უდრის
9.005-ს გამოკლებული 3.6, შეგვიძლია მისი წარმოდგენა, როგორც 9 მთელ 5 მეათასედს
გამოკლებული 3 მთელი 6 მეათედი. როცა თქვენ ამოცანაში ათწილადების გამოკლებას
გთხოვენ, მნიშვნელოვანია -- და ეს ათწილადების შეკრებისასაც ასეა -- მათი სწორად ჩაწერა. აქ გვაქვს 9,005–3,6. ჩვენ ერთმანეთის ქვემოთ სწორად
დავწერეთ ციფრები და ახლა შეგვიძლია გამოვაკლოთ
ერთს მეორე. აქედან ვიწყებთ. ხუთს არაფერი აკლდება. შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ 3.6, ან
3 მთელი 6/10 და დაამატოთ აქ ორი ნული, ეს იგივე იქნება, რაც 3 მთელი 600/1000 და იგივე, რაც 6/10. როცა ამ მეთოდს იყენებთ, თქვენ
იტყვით, კარგი, 5-0, და უბრალოდ ხუთს წერთ აქ. ან შეგიძლიათ, თქვათ, აქ არაფერი არ არის, ხუთს გამოკლებული არაფერი
ისევ ხუთის ტოლია. როცა თქვენ ნულს აკლებთ ნულს,
ისევ ნულს იღებთ. ხოლო როცა ნულისთვის
ექვსის გამოკლება არ შეგიძლიათ. ასე რომ, რაღაც აი, ამ ადგილიდან უნდა
აიღოთ, და გადააჯგუფოთ ისინი. ჩვენ ერთს ცხრიანისგან ვისესხებთ,
მოდი, ასეც მოვიქცეთ. მოდი, ვისესხოთ ერთიანი ცხრიანისგან და
მაშინ მის ადგილას რვა დაგვრჩება. ამ ერთიანს კი ათეულების ადგილას დავსვამთ. ახლა დაიმახსოვრეთ, რომ
ერთი იგივეა, რაც 10/10 ეს ათეულების ადგილია. ერთეული 10-ად გადაიქცევა. ზოგჯერ, ჩვენ ვსესხულობთ ერთეულს, მაგრამ, რეალურად, ჩვენ ვსესხულობთ
ათეულს იმ ადგილიდან, რომელიც მარცხნივაა. აი, ასე, ერთული ეს 10/10-ია, ჩვენ
ათეულების ადგილას ვართ. ჩვენ ათს ექვსს ვაკლებთ. მოდით, ფერს შევცვლი. 10–6=4 ახლა თქვენ რვიანს უნდა გამოაკლოთ სამი, რაც ხუთს უდრის. გამოდის, რომ 9.005-3.6 იგივეა,
რაც 5.405.