ძირითადი მასალა
მიმდინარე დრო:0:00მთლიანი ხანგრძლივობა:2:11

განრიგებადობის კანონის გამოყენება გამოკლების დროს

ვიდეოს აღწერა

გადავწეროთ გამოსახულება: ხუთჯერ -- შემდეგ ფრჩხილებია -- ცხრას მინუს ოთხი განრიგებადობის კანონის გამოყენებით გამრავლებასა და სხვაობაზე, შემდეგ კი გავამარტივოთ. -- გადავწერ -- ეს იქნება ხუთჯერ ცხრას მინუს ოთხი. თუ გვინდა, განრიგებადობის კანონის გამოყენება (აუცილებელი არაა) -- შეგვიძლია, გამოვთვალოთ ცხრას მინუს ოთხი და შემდეგ გავამრავლოთ ხუთზე -- მაგრამ თუ გვინდა განრიგებადობის გამოყენება, გადავანაწილებთ ხუთს. ანუ, ხუთს გავამრავლებთ ცხრაზეც და ოთხზეც, მივიღებთ ხუთჯერ ცხრას მინუს ხუთჯერ ოთხს. გადავამრავლეთ ხუთზე. გავამრავლეთ ორივე, ცხრაც და ოთხიც. განრიგებადობის კანონის პირველ ვიდეოში გიჩვენეთ, თუ რატომ უნდა გავამრავლოთ ხუთზე თუ რატომ ხდება ასე და არ მრავლდება მხოლოდ ცხრაზე. შევამოწმოთ, რომ ამ მეთოდით მივიღებთ იმავე პასუხს, რასაც მივიღებდით, ჯერ რომ შეკრება განგვეხორციელებინა. -- რისი ტოლია ესენი? -- ხუთჯერ ცხრა არის 45. 45-ს მინუს -- რას უდრის ხუთჯერ ოთხი? ეს უდრის 20-ს. 45-ს მინუს 20 უდრის 25-ს, გამოვიყენეთ განრიგებადობის კანონი. რომ არ გამოგვეყენებინა ეს თვისება და ჯერ ფრჩხილებში შეგვეკრიბა წევრები, მივიღებდით -- ამ მიმართულებით დავწერ -- ხუთჯერ... -- რას უდრის ცხრას მინუს ოთხი? ცხრას მინუს ოთხი ხუთია. -- სხვა ფერში დავწერ -- ხუთჯერ ცხრას მინუს ოთხი, ანუ, ხუთჯერ ხუთი. ხუთჯერ ხუთი უდრის 25-ს. ორივენაირად მივიღეთ ერთი და იგივე პასუხი. ეს იყო განრიგებადობის კანონი გამრავლებისა და სხვაობისთვის, ანუ, უბრალოდ განრიგებადობის კანონი. აქ ჯერ გამოვიანგარიშეთ გამოსახულება ფრჩხილებში, შემდეგ კი გავამრავლეთ ხუთზე.