If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

შესავალი პარალელურ გადატანაში

ისწავლეთ, რა არის პარალელური გადატანა და როგორ შეასრულოთ ის ჩვენს ინტერაქტიულ ვიჯეტში.
რომ ნახოთ, რა არის გადატანა, მოქაჩეთ წერტილს და გადაიტანეთ სადმე.
მშვენიერია! თქვენ გადაიტანეთ წერტილი. გეომეტრიაში გადატანის შესრულებისას ობიექტი ზემოთ, ქვემოთ, მარჯვნივ ან მარცხნივ გადადის.
აქ უკვე სცადეთ მონაკვეთის გადატანა მისი შუა ნაწილიდან გადმოწევით და არა — ბოლო წერტილებიდან:
დააკვირდით, რომ მონაკვეთის გადატანისას მისი მიმართულება და სიგრძე არ შეცვლილა. გადატანისას ობიექტები ერთი ადგილიდან მეორეზე გადაგაქვთ; მის ზომას, აგებულებას ან მიმართულებას არ ცვლით.
გადატანის არსი უკვე გვესმის. მოდით, ვნახოთ, როგორ გამოვიყენოთ ის საკოორდინატო სიბრტყეზე.

პარალელური გადატანები საკოორდინატო სიბრტყეზე

კოორდინატები გვეხმარება, რომ უფრო ზუსტი ვიყოთ პარალელურ გადატანებში, რომელთაც ვახორციელებთ.
კოორდინატების გამოყენების გარეშე, ასე შეგვეძლო, გვეთქვა „B მივიღეთ B–ის ქვემოთ და მარჯვნივ გადატანით."
ეს არც ისე ზუსტია. საკოორდინატო სიბრტყეს თუ გამოვიყენებთ, უფრო ზუსტად ვიტყვით: „B-ის 5 ერთეულით მარჯვნივ და 4 ერთეულით ქვემოთ გადატანით ვიღებთ B-ს."
უფრო მოკლედ რომ ვთქვათ, შეგვიძლია, ეს დავახასიათოთ, როგორც 5,4-ით გადატანა.
4-ის წინ უარყოფითი ნიშანი გვეუბნება, რომ ვერტიკალური გადატანა ქვემოთ უნდა შევასრულოთ და არა - ზემოთ. ამის მსგავსად, მარცნივ გადატანის აღსანიშნავად პირველ მნიშვნელობას უარყოფითი ნიშანი აქვს.

საწყისი ფიგურა და ანასახი

ნებისმიერი გარდაქმნის დროს გვაქვს საწყისი ფიგურა, ანუ, ის, რომლის გარდაქმნასაც ვახდენთ და ანასახი, ანუ, გარდაქმნის შედეგი. მაგალითად, ჩვენ მიერ შესრულებულ გადატანაში საწყისი წერტილი იყო B, ანასახი წერტილი კი – B.
დააკვირდით, რომ ანასახს B დავარქვით - B შტრიხი. გარდაქმნების შესრულებისას ანასახისა და თავდაპირველი ფიგურისთვის ერთსა და იმავე ასოებს იყენებენ და ანასახის აღნიშვნას უბრალოდ შტრიხს უმატებენ.

ვცადოთ რამდენიმე სავარჯიშო

ამოცანა 1

ბადის ყველა ერთეული 1-ის ტოლია.
დახაზეთ მონაკვეთის 2,3–ით პარალელური გადატანის შედეგად მიღებული ფიგურა.

ამოცანა 2

ბადის ყველა ერთეული 1-ის ტოლია.
დახაზეთ წრის 7,1-ით პარალელური გადატანის შედეგად მიღებული ანასახი.

რთული ამოცანა

რა პარალელური გადატანა ასახავს C წერტილს C? წერტილზე
აირჩიეთ 1 პასუხი:

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.