ძირითადი მასალა
მათემატიკის საფუძვლები
მივიღოთ 10 ყუთების შევსებით
სალი გვაჩვენებს, როგორ შევკრიბოთ ორი რიცხვი, რომ მივიღოთ 10. ის მაგალითებად იყენებს: 3 + ___ = 10 და 6 + ___ = 10.
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.
ვიდეოს აღწერა
მოცემული გვაქვს 3-ს დამატებული
რაღაცა რიცხვი უდრის 10-ს. გირჩევთ, დააპაუზოთ ვიდეო და თქვენ თვითონ სცადოთ იმის
გამოცნობა თუ რა არის ეს უცნობი რიცხვი. რა უნდა დავუმატოთ 3-ს, რომ მივიღოთ 10? ალბათ, თქვენ თვითონ სცადეთ უკვე, და
ახლა ვცადოთ და ერთად გავაკეთოთ ეს ამოცანა. ესე იგი, მოცემული გვაქვს 3 ცალი რგოლი,
რომელიც არის მოიისფრო-მოვარდისფრო, თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს ამას. და ასევე მოცემული გვაქვს 10 ცალი უჯრა. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9 და 10. ძალიან კარგით. ახლა მოვიფიქროთ, რამდენი წრე უნდა დაემატოს
ამ უჯრებს, რომ შეივსოს ათივე უჯრა? დავთვალოთ ეს. მაშინ, ეს იქნება 1, 2, 3, 4, 5, 6 და 7. ძალიან კარგით, ესე იგი, თურმე 7 წრე არის
საჭირო იმისtვის, რომ ყველა უჯრა შეივსოს. ესე იგი, რამდენი უნდა
დავამატოთ 3-ს რომ მივიღოთ 10? ეს არის 1, 2, 3, 4, 5, 6 და7. ესე იგი, თურმე 7 უნდა დავუმატოთ
3-ს და ეს იქნება 10-ის ტოლი. კარგით, სხვა მაგალითი გავაკეთოთ ახლა. აქ, მოცემული გვაქვს ასეთი რაღაც. 6-ს, რიცხვ ექვსიანს
დამატებული რაღაცა რიცხვი უდრის 10-ს. ისევ, დააპაუზეთ ვიდეო და სცადეთ თქვენ თვითონ გამოიცნოთ
რა არის ეს გამოტოვებული რიცხვი. ანუ, რა უნდა დავუმატოთ
6-ს, რომ მივიღოთ 10? კარგით, ჩვენ ახლა უკვე გავაკეთოთ ეს ერთად. აქ მოცემული გვაქვს 1, 2, 3,
4, 5 და 6 ცალი ლურჯი რგოლი. გვაქვს 10 უჯრა. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9 და 10. ისევ, მოვიფიქროთ რამდენი წრე
უნდა დავამატოთ იმისთვის, რომ შევავსოთ დარჩენილი უჯრებიც. გვაქვს 6 უჯრა და
გვინდა, რომ შეივსოს ათივე. ესე იგი, ეს იქნება 1, 2, 3 და 4. ესე იგი, გამოვიდა, რომ 6-ს დამატებული 4, ის უცნობი რიცხვი რასაც
ვეძებდით, უდრის 10-ს. 6-ს დამატებული 4 უდრის 10-ს,
ანუ 4-ს დამატებული 6 უდრის 10-ს. ორივე სწორია. (სუბტიტრები შექმნილია
მარიამ შონიას დახმარებით)