ძირითადი მასალა
მეშვიდე კლასი
კურსი: მეშვიდე კლასი > თემა 2
გაკვეთილი 3: წილადების გამრავლებისა და გაყოფის უკეთ გაგება- უარყოფითი ნიშნები წილადებში
- უარყოფითი ნიშნები წილადებში
- შერეული რიცხვების გაყოფა
- შერეული რიცხვების უარყოფით რიცხვებზე გაყოფა
- რთული წილადების გამარტივება
- გაამარტივეთ რთული წილადები
- რაციონალურრიცხვებიანი გამოსახულებები
© 2023 Khan Academyგამოყენების პირობებიკონფიდენციალურობის პოლიტიკაშენიშვნა ქუქი-ჩანაწერებზე
რაციონალურრიცხვებიანი გამოსახულებები
ისწავლეთ დადებით და უარყოფით წილადებიანი გამოსახულებების შედარება. შემქმნელია სალ ხანი.
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.
ვიდეოს აღწერა
მოცემული გვაქვს ოთხი გამოსახულება, მოდით,
გავიგოთ, რომელი უდრის აქედან მინუს 2/3-ს ჯერ შეაჩერეთ ვიდეო და თქვენით სცადეთ დავიწყოთ პირველით
1/9-ს ვუმატებთ 5/9-ს რამდენი მეცხრედი მექნება? ერთ მეცხრედს
ვუმატებ ხუთ მეცხრედს, ანუ, 6/9-ს მივიღებ რაღაცის მეერთედს რომ მივუმატო ამავე რაღაცის
მეხუთედი, მივიღებ ექვს მერაღაცედს ამ შემთხვევაში 6/9-ს შეგვიძლია ამის რამენაირად გამარტივება? ექვსიც და ცხრაც სამზე იყოფა, ამიტომ,
მოდი, გავყოთ ორივე სამზე ექვსი გავყოთ სამზე უდრის ორს
ცხრა გავყოთ სამზე უდრის სამს ანუ, ეს უდრის 2/3-ს, ჩვენ კი გვინდა
მინუს 2/3-ის მიღება ამიტომ, ესენი ტოლები არ არის,
ეს გამოსახულება ამ გამოსახულებას არ უდრის გადავიდეთ ამ მწვანე გამოსახულებაზე მინუს 1/6-ს ვუმატებთ მინუს 1/2-ს. ორივე
შემთხვევაში მინუსი მთელ წილადზე ვრცელდება ეს იგივეა, რაც მინუს ერთი შეფარდებული
ექვსზე, დამატებული მინუს ერთს შეფარდებული ორზე მინუს 1/2 არის იგივე, რაც მინუს ერთი
შეფარდებული ორზე ეს იმიტომ გავაკეთე, რომ მინუსი მხოლოდ
მრიცხველებში მქონოდა წილადების შეკრებისას უნდა გვქონდეს
საერთო მნიშვნელი ექვსი ორის ჯერადია, ამიტომ, პირველი წილადი
შეგვიძლია ასე დავტოვოთ მეორე წილადი კიდე ისე გადავაკეთოთ, რომ
მნიშვნელში ექვსი იყოს ორი სამზე უნდა გაამრავლო, რომ ექვსი მიიღო
ამიტომ, მრიცხველიც სამზე უნდა გავამრავლოთ მინუს ერთი გამრავლებული სამზე არის მინუს
სამი მინუს ერთ მეექვსედს მიმატებული მინუს სამი
მეექვსედი იქნება მინუს ოთხი შეფარდებული ექვსზე ახლა გავამარტივოთ ეს ოთხიც და ექვსიც ორზე იყოფა, ამიტომ, მოდით,
ორივე ორზე გავყოთ მინუს ოთხი გაყოფილი ორზე არის მინუს ორი.
მრიცხველში მინუს ორი გვექნება ექვსი გაყოფილი ორზე კი არის სამი.
მივიღეთ მინუს ორი შეფარდებული ორზე ეს იგივეა, რაც მინუს 2/3.
სწორედ ამას ვეძებდით ამიტომ, ეს მაგალითი მართლაც უდრის
მინუს 2/3-ს გადავიდეთ ამ გამოსახულებაზე.
მინუს 1/3 გამრავლებული მინუს ორზე უარყოფითი გამრავლებული უარყოფითზე გვაძლევს
დადებითს ამიტომ, მივიღებთ დადებით 1/3-ს
გამრავლებულს ორზე ეს გამოსახულება იქნება იგივე, რაც
1/3 გამრავლებული ორზე თუ ერთ მესამედს ვამრავლებთ ორზე, მივიღებთ
ორ მესამედს ეს, ასევე, იგივეა, რაც 1/3 გამრავლებული
2/1-ზე გავამრავლოთ მრიცხველები, ერთჯერ ორი შევაფარდოთ მნიშვნელების
ნამრავლს, სამჯერ ერთს ეს კი უდრის 2/3-ს როგორც არ უნდა შეხედო, დადებით 2/3-ს ვიღებ.
უარყოფითი გამრავლებულ უარყოფითზე დადებითია თუმცა ჩვენ მინუს 2/3 გვინდა, არა დადებითი,
ამიტომ, ეს გამოსახულება არ გვჭირდება გადავიდეთ ამაზე.
მინუს 1/3 გაყოფილი მინუს 1/2-ზე ეს გამოსახულება რომ გადავწეროთ, იქნება ასე მინუს 1/3 გაყოფილი მინუს 1/2-ზე არის იგივე
რაც მინუს 1/3 გამრავლებული ამოტრიალებულ მინუს
1/2-ზე ანუ უნდა გავამრავლოთ მინუს 2/1-ზე რას მივიღებთ? მინუს 1/3 შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც
მინუს ერთი გაყოფილი სამზე მრიცხველი იქნება მინუს ერთი გამრავლებული
ორზე წილადების გამრავლებისას, მრიცხველის
მისაღებად ორი მრიცხველი უნდა გადაამრავლო მნიშვნელში იქნება სამჯერ ერთი ყველაფერს დეტალურად იმიტომ ვაკეთებ, რომ
კარგად გაიგოთ, რა ხდება მინუს ერთჯერ ორი არის მინუს ორი,
სამჯერ ერთი კი არის სამი მინუს ორი გაყოფილი სამზე კი იგივეა, რაც
მინუს 2/3, ამიტომ, ეს გამოსახულება გვჭირდება