If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

ათწილადების შედარება 1

სალი ათწილადებს 0.7 და 0.09  შეადარებს ერთმანეთს მეტობის და ნაკლებობის ნიშნის საშუალებით.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

მოდით, შევადაროთ ნული მთელი შვიდი მეათედი ნულ მთელ ცხრა მეასედს. სხვადასხვა გზით შეიძლება ამის გაკეთება, მაგრამ მე ვაპირებ, მივყვე თითოეულ ციფრს, დაწყებული ყველაზე მარცხენა ფიცრით. დავიწყოთ აქედან, ერთეულების ადგილიდან. ერთეულების ადგილი გვინდა შევადაროთ ერთეულების ადგილს. მაგალითად, თუ შევადარებთ ამ ორ რიცხვს, ორივეს აქვს ნული ერთეული, ამიტომ, ერთეულების ადგილი ბევრს არაფერს გვეუბნება. ახლა ერთი ციფრით მარჯვნივ გადავიდეთ, ანუ მეათედების ადგილას. ამ რიცხვს აქვს შვიდი მეათედი, მაშინ, როცა ამ რიცხვს აქვს ნული მეათედი. ეს უკვე გვეუბნება, რომ ეს რიცხვი მეტია. უტოლობის ნიშანი დავსვათ. გვინდა, რომ სიმბოლო უფრო დიდი რიცხვის მხარეს იყოს ღია და წვერი ჰქონდეს უფრო მცირე რიცხვისკენ. ესე იგი, ნული მთელი შვიდი მეათედი მეტია ნულ მთესა და ცხრა მეასედზე. შეიძლება იფიქროთ: "მოიცა, მოიცა, კიდევ ერთი ფიცრით მარჯვნივ თუ გადავალთ, აქ გვაქვს ცხრა მეასედი, მაშინ, როცა არაფერი არ გვაქვს მეორე რიცხვში. შეგვიძლია, აქ ნული დავწეროთ და ვიტყვით, რომ არ გვაქვს მეასედები. მაგრამ ცხრა მეასედს არ აქვს მნიშვნელობა ამ შემთხვევაში. 10 მეასედიც რომ გქონდეთ, ეს იგივეა, რაც ერთ მეათედი. მნიშვნელობა არ აქვს, რომ ცხრა მეტია შვიდზე, მნიშნელოვანი ისაა, რომ ცხრა უფრო მარჯვნივაა, კიდევ ერთ ასეულითაც რომ გავზარდოთ, ერთი მეათედი გვექნება, აქ კი შვიდი მეათედია. კიდევ ერთი მაგალითი გავაკეთოთ. ვთქვათ, გვინდა შევადაროთ ნული მთელი 29 მეასედი და მინდა შევადარო... ნულ მთელს და 31 მეასედს. ეს ალბათ უფრო მარტივად მოგეჩვენებათ, გააჩნია, როგორ ამოვხსნით. შეხედეთ, ეს არის 29 მეასედი, ეს არის 31 მეასედი. მარჯვნივ უფრო მეტი მეასედი მაქვს, ამიტომ, უტოლობის ნიშანს დავწერ ისე, რომ უფრო დიდი რიცხვის მხარეს იყოს ღია გამოვა, რომ ნული მთელი 29, ან 29 მეასედი, ნაკლებია 31 მეასედზე. კიდევ ასე შეგვეძლო გაგვეკეთებია: ჯერ შევხედოთ ერთეულების ადგილს, ორივეს აქვს ნული ერთეული, მაგრამ როცა მეათედების ადგილს ვუყურებთ, ამას აქვს ორი მეათედი ხოლო მეორე რიცხვს - სამი მეათედი. უფრო მარჯვნივ წასვლა აღარაა საჭირო, უბრალოდ, შევადარებ ორ მეათედსა და სამ მეათედს, სამი მეათედი მეტია, ამიტომ ვიტყოდი, რომ 29 მეასედი ნაკლებია 31 მეასედზე. მოდით, კიდევ ერთი გავაკეთოთ. შევადაროთ... შევადაროთ ნული მთელი ექვსი... იმავე ფერით დავწერ, და ნული მთელი ნულ ექვსი. რომელია უფრო დიდი რიცხვი? იგივე უნდა გავაკეთოთ, რაც აქამდე. დავიწყოთ ერთეულების ადგილით: ამას არ აქვს ერთეული, და არც მეორეს აქვს. ეს ბევრს არაფერს გვეუბნება, ამიტომ გადავიდეთ ათედულების ადგილზე. ამას არვს ექვსი მეათედი, ამას კი ნული მეათედი! ესე იგი, ეს რიცხვი უფრო დიდი იქნება, მას მეტი ათეული აქვს, ვიდრე მეორე რიცხვს. მნიშვნელობა არ აქვს, რომელს აქვს უფრო მეტი მეასედი, მეასედი ბევრად ნაკლებია მეათედზე, მეასედი მეათედზე ათჯერ ნაკლებია. ამ რიცხვს აქვს ექვსი მეათედი, ამას ნული, ანუ პირველი რიცხვი უფრო დიდია. ნული მთელი ექვსი მეათედი მეტია ნულ მთელსა და ექვს მეასედზე, ათჯერ მეტია, მაგრამ ამაზე სხვა ვიდეოში ვისაუბროთ.