If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

წილადების და მთელი რიცხვების გამრავლება ვიზუალურად

სალი ვიზუალურად გვიხსნის მთელი რიცხვისა და წილადის გამრავლებას. შემქმნელია სალ ხანი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

ჩვენ უკვე ვიცით, რომ წილადი 2/5, ან ამ წილადის მსგავსი წილადი შეიძლება წარმოვადგინოთ, როგორც ორჯერ 1/5 ეს ნიშნავს, რომ გვაქვს ორი 1/5 ნაწილი. 1/5-ს დამატებული 1/5. მოდით ვიზუალურად წარმოვადგინოთ ეს. აქ ავიღოთ ერთი მთელი და დავვყოთ 5 ტოლ ნაწილად ეს იქნება ორი მეხუთედი ეს არის პირველი მეხუთედი ეს კი - მეორე მეხუთედი რაც არის ორი მეხუთედი. ახლა დავფიქრდეთ უფრო საინტერესო რაღაცაზე. რა იქნებოდა სამჯერ 2/5? გირჩევთ შეაჩეროთ ვიდეო და იმის მიედვით, რაც ახლა გავაკეთეთ, დაფიქრდეთ, თუ რისი ტოლი იქნება ეს. ვნახეთ, რომ 2/5 იგივე იქნება, რაც მოდით სამჯერ 2/5-ის ნაცვლად, 2/5-ს დავწერ ასე. ეს არის იგივე, რაც სამჯერ ორი გამრავლებული 1/5-ზე. სამჯერ ორი გამრავლებული 1/5-ზე. შეგვიძლია ჯერ ორი გავამრავლოთ 1/5-ზე და შემდეგ გავამრავლოთ კიდევ სამზე. ან შეგვეძლო სამი გაგვემრავლებინა ორზე და შემდეგ გაგვემრავლებინა 1/5-ზე. შეგიძლიათ ასე შევხედოთ ამ ამოცანას: სამჯერ ორი, რა თქმა უნდა, უდრის ექვსს. ეს კი არის იგივე რაც ექვსჯერ 1/5. თუ ვცდით ამის ვიზუალურად წარმოჩენას ეს იქნება მთელი. ეს კი მეორე მთელი, თითოეული მათგანი გაყოფილია ხუთ ტოლ ნაწილად მათგან ექვსს გავაფერადებ. პირველი მეხუთედი, მეორე მეხუთედი, მესამე მეხუთედი, მეოთხე მეხუთედი, მეხუთე მეხუთედი, და ეს არის მთელი, და შემდეგ გვაქვს მეექვსე მეხუთედი. აი ასე! გამოდის, რომ სამჯერ 2/5 შეიძლება აღვიქვათ, როგორც 6/5. რა თქმა უნდა, ეს არის ექვსჯერ 1/5, ანუ 6/5 შეიძლება ჩაიწეროს, როგორც ექვსი მეხუთედი, ექვსი შეფარდებული ხუთზე. შეიძლება დაინტერესდეთ, რა იქნებოდა თუ 2/5-ის ნაცვლად, როგორც მაგალითში გავაკეთეთ, დავწერდით 1/5-ს დამატებულ 1/5-ს. რა მოხდებოდა მაშინ? მოდით, ვცადოთ! სამჯერ 2/5, გადმოვიწერ ამას, სამჯერ 2/5, სამჯერ ორი შეფარდებული ხუთთან, იგივეა, რაც სამი გამრავლებული 1/5-ს დამატებულ 1/5-ზე. 1/5-ს დამატებული 1/5 იგივეა, რაც 2/5 ანუ სამი გამრავლებული 1/5-ს დამატებულ 1/5-ზე. რაც ამ სამის ჯამის ტოლი იქნება რაც იქნება 1/5-ს დამატებული 1/5 დამატებული 1/5 დამატებული 1/5 და დამატებული 1/5 დამატებული 1/5. რამდენი გამოგვივა? აქ გამოგვდის ექვსი მეხუთედი. შეგვიძლია არ მივაქციოთ ყურადღება ფრჩხილებს და უბრალოდ დავუმატოთ ისინი ერთმანეთს. გვაქვს 1,2,3,4,5, 6 მეხუთედი. ეს არის ექვსი მეხუთედი. იმედია კარგდ დავინახეთ, რომ 2/5 იგივეა, რაც ორჯერ 1/5, უკვე ვნახეთ, რომ 2/5 გამრავლებული სამზე იგივეა, რაც სამჯერ ორი გამრავლებული 1/5-ზე და ამ შემთხვევაში, ეს იქნება 6/5.