იტვირთება

ოთხნიშნა რიცხვების ერთნიშნაზე გამრავლება (დაჯგუფება)

ვიდეოს აღწერა

მოდით, გადავამრავლოთ 9 8085–ზე საკმაოდ სახალისო გასამრავლებელი უნდა იყოს. როგორც ყოველთვის, დავიწყოთ მაგალითის გადაწერით. დავწეროთ 8085 და 9 ჩავწეროთ ზუსტად 5–ის ქვემოთ. ახლა შეგვიძლია, დავიწყოთ გამოთვლა. პირველ რიგში, 9–ჯერ 5–ს გავუმკლავდეთ. ჩვენ ვიცით, რომ 9–ჯერ 5 არის 45. ჩავწეროთ 5 ერთეულების ადგილას 4 კი ათეულების ადგილას გადავიტანოთ. ახლა გადავიდეთ 9–ჯერ 8–ზე. როცა გამოვთვლით, რამდენია 9–ჯერ 8, შედეგს უნდა დავუმატოთ 4, რომელიც აქ დავამატეთ. 9–ჯერ 8 არის 72, პლუს 4, გამოდის 76. ასე რომ, ათეულების ადგილას დავწეროთ 6, 7 კი გადავიტანოთ ასეულების ადგილას. ახლა გამოვთვალოთ რამდენია 9–ჯერ 0, რასაც ასევე უნდა დავუმატოთ 7, რომელიც ასეულების ადგილასაა (და აღნიშნავს 700–ს ) მივყვეთ გამოთვლას: 9–ჯერ 0 პლუს 7 9–ჯერ 0 არის 0, პლუს 7 გამოდის 7. და ბოლოს, ... ახალი ფერი გვჭირდება... უნდა გამოვთვალოთ, რამდენია 9–ჯერ 8. ეს ჩვენი ბოლო გამოთვლაა. ვიცით, რომ 9–ჯერ 8 არის 72, ერთადერთი, რაც უნდა გავაკეთოთ, არის ჩაწერა. მორჩა, ამოვხსენით! 8085–ჯერ 9 არის 72765. მოდით, კიდევ ერთი მაგალითი გავაკეთოთ: დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი გვესმის. დაფიქრდით ამოხსნის პროცესზე – როგორ მუშაობს ის? გადავამრავლოთ 7 5396–ზე. დააპაუზეთ ვიდეო და სცადეთ, ამოხსნათ დამოუკიდებლად. ისევ გადავწეროთ მაგალითი: 5396 გამრავლებული 7–ზე ჯერ დავფიქრდეთ, რას უდრის 7–ჯერ 6; ვიცით, რომ ეს 42–ს უდრის. ჩავწეროთ 2 ერთეულების ადგილას, 4 კი გადავიტანოთ. შემდეგ დავფიქრდეთ, რამდენია 7-ჯერ 9. ამას რომ გამოვთვლით, უნდა დავუმატოთ 4. 7–ჯერ 9 არის 63, პლუს 4 გამოდის 67. 7 ჩავწეროთ აქ, 6 კი გადავიტანოთ. ახლა დავფიქრდეთ, რამდენია 7–ჯერ 3 პლუს 6, რომელიც ახლახან გადმოვიტანეთ აქ. 7–ჯერ 3 არის 21 პლუს 6 უდრის 27–ს. ჩავწეროთ 7 ასეულების ადგილას და გადავიტანოთ 2. და ბოლოს, გავამრვლოთ 7–ჯერ 5, რაც 35–ს უდრის და დავუმატოთ 2. 35-ს პლუს 2 არის 37. ანუ, 5396–ჯერ 7 არის 37772.