ძირითადი მასალა
არითმეტიკა
კურსი: არითმეტიკა > თემა 1
გაკვეთილი 8: მრავალნიშნიანი რიცხვების გამოკლება გადაჯგუფებით- დამუშავებული მაგალითი: სამნიშნა რიცხვების გამოკლება (დაჯგუფება)
- დამუშავებული მაგალითი: სამნიშნა რიცხვების გამოკლება (ორჯერ დაჯგუფება)
- დამუშავებული მაგალითი: სამნიშნა რიცხვების გამოკლება (დაჯგუფება 0-იდან)
- გამოკლება 1000-ის ფარგლებში
- გონებაში გამოკლება (დაჯგუფების გარეშე)
- დააკავშირეთ თანრიგების ცხრილი და ქვეშმიწერით გამოკლება მრავალნიშნა რიცხვებში
- მრავალნიშნა რიცხვების გამოკლება
© 2023 Khan Academyგამოყენების პირობებიკონფიდენციალურობის პოლიტიკაშენიშვნა ქუქი-ჩანაწერებზე
გონებაში გამოკლება (დაჯგუფების გარეშე)
სალი გამოკლებისთვის იყენებს თანრიგის ცნებას. შემქმნელია სალ ხანი.
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
- გამარჯობათ.ძალიან მომწონს თქვენი ამოხსნის მეთოდები,კარგი იქნება თუ მეორე კლასის მოსწავლეებისთვისაც დადებთ მსგავს ვიდეოებს .ორნიშნა რიცხვების შეკრება-გამოკლება ათეულზე გადასვლით. და სესხების თვისებებს.მალობა წინასწარ(2 მოწონება)
- zalian kargia kargatac gavige vxsni cemitac vwer magalitebs am metodit vaklebs da kalkulatorit vamowmeb da swori maqvs amonaxsni zalian didi madloba khan academys zalian kargi savarjisoebia gonebis savarjiSot da matemaTikis saswavlad madloba didi ase gagrzelet(1 მოწონება)
- მადლობა თქვენ რომ სწავლობთ და თან სწავლისთვის იყენებთ khan academy-ს.(1 მოწონება)
ვიდეოს აღწერა
მინდა, გიჩვენოთ რიცხვების გამოკლების ხერხი,
რომელიც დაჯგუფების ხერხისგან განსხვავდება. ეს უფრო ჰგავს იმას,
თუ როგორ ვაკლებთ ზეპირად. სკოლაში ასეთ ხერხს ალბათ არ სწავლობთ,
ამიტომ უფრო ყურადღებით მომყევით. ზოგს, შეიძლება,
არც მოეწონოს რასაც გიჩვენებთ, მაგრამ დამიჯერეთ, ეს ზეპირი
გამოთვლებისთვის ძალიან კარგი იქნება და თან ნახავთ, რომ განსხვავებული გზები
არსებობს რაღაცების გამოთვლის. თუ გესმით ქვეშმიწერის პრინციპი, მაშინ
იცით, თუ რას წარმოადგენენ ეს რიცხვები. გააზრებულად ხსნით ამას და
მაშინ ეს ხერხი არ გაგიჭირდებათ. აქ არ დაგვჭირდება რიცხვების გადაჯგუფება.
ამოხსნას ვიწყებთ ასეულებიდან. მაგალითად, 301-ის შემთხვევაში, მას
ჯერ უბრალოდ ვაკლებთ 100-ს. 300-ს მინუს 100 გვექნება.
ესე იგი, დაგვრჩება 200. ახლა, გამოვაკლოთ ამას 60. დავფიქრდეთ,
რას ნიშნავს 200-ს მინუს 60. ორსა და ნულს მინუს ექვსი, ხომ? ეს იგივეა, რაც 200-ს მინუს 60,
უბრალოდ კიდევ ერთი ნული ექნება ბოლოში. ესე იგი, 20-ს მინუს ექვსი არის 14. ბოლოში ნული არ დაგვავიწყდეს იმიტომ,
რომ ასეულებში ვართ. ახლა, მოდი, 141 დაგვრჩა
და ამას უნდა გამოვაკლოთ ცხრა. ძალიან მარტივ მაგალითზე ჩავედით.
141-ს უნდა გამოვაკლოთ, უბრალოდ, ცხრა. 141-ს მინუს ცხრა არის 132 და მორჩა. ეს ცოტა მეტ ზეპირ გამოთვლას მოითხოვს, მაგრამ, სამაგიეროდ,
ძალიან მარტივ ოპერაციებს ვაკეთებთ ზეპირად. დაგვრჩა უბრალოდ 132. მოდი, შემდეგიც იგივე ხერხით გავაკეთოთ. გირჩევთ, შეაჩეროთ ვიდეო
და თქვენ თვითონ სცადოთ ამოხსნა. ჩვენ ახლა გავყვეთ.
ჯერ 900-ს გამოვაკლოთ 200. დაგვრჩება ზემოთ 700. შემდეგ,
700-ს გამოვაკლოთ ათეულები. 71 გვაქვს სინამდვილეში და ვაკლებთ რვას. 11-ს მინუს რვა არის სამი. დაგვრჩება 63. 633-ს უნდა გამოვაკლოთ ექვსი.
ძალიან მარტივ მაგალითამდე ჩავედით. 13-ს მინუს ექვსი არის შვიდი. ამიტომაც
დაგვრჩება 627. ესეც ასე, ძალიან მარტივი. მოდი, კიდევ გააჩერეთ ვიდეო
და მესამეც თქვენით გააკეთოთ. ახლა გავყვეთ. არ გვაქვს ასეული მაკლებში,
ამიტომ პირდაპირ გადავიდეთ ათეულებზე. 72-ს გამოვაკლოთ რვა, ანუ 720-ს მინუს 80. 72-ს მინუს რვა რას უდრის? 12-ს მინუს რვა არის ოთხის ტოლი. ესე იგი, დაგვრჩება 64. ეს არის იგივე, რაც 640, ცხადია. 64 და ერთიანი, ანუ 641 გვაქვს
და ამას ვაკლებთ რვას. 41 მინუს რვა არის 33. აქ ოდნავ მეტი ზეპირი გამოთვლა დაგვჭირდა,
მაგრამ არაუშავს, მაინც მარტივია. და დაგვრჩება 633. (სუბტიტრები შექმნილია
ნათია მჭედლიძის დახმარებით)