If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

გამოკლება დაჯგუფებით (სესხებით)

სალი 83-ს გამოაკლებს 25-ს, ათეულებისა და ერთეულების გათვალისწინებით.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა, რომ 25 გამოვაკლოთ 83-ს. ან პირიქით, 83-ს გამოვაკლოთ 25. გირჩევთ, დროებით დააპაუზოთ ვიდეო და თქვენ თვითონ სცადოთ ამ ყველაფრის გამოანგარიშება. ალბათ უკვე სცადეთ, ახლა კი მოდით ერთად გავაკეთოთ ეს ყველაფერი. ალბათ დაიწყებდით ერთეულებიდან გამოკლებას და შემდეგ შეამჩნევდით, რომ ზემოთ გვაქვს სამიანი, ქვემოთ გვაქვს ხუთიანი. 3-სთვის გამოკლება 5-ის, როგორც ჩანს არ არის მარტივი, იმიტომ, რომ 3 ნაკლებია 5-ზე. მაშინ როგორ უნდა მოვიქცეთ? ახლავე გიჩვენებთ როგორ ვიქცევით ასეთ შემთხვევებში. უნდა გადავჯგუფოთ რიცხვები. ერთეულები, უფრო სწეორედ ათეულებიდან უნდა ვისესხოთ რაღაც რიცხვი და დავამატოთ ერთეულებს. ეცადეთ არ დაიბნეთ, ამას სხვა და სხვა გზით ამოვხსნით და მივხვდებით რას ვგულისხმობ. ესე იგი, როცა გვინდა, რომ სამიანი გავზარდოთ ისე, რომ იყოს 5-ზე მეტი, უნდა მოვიქცეთ შემდეგ ნაირად. ავიღოთ ათეულებიდან, ვისესხოთ ასე ვთქვათ ათეულებიდან 1 ათეული, და დავტოვოთ ერთით ნაკლები ათეული, ანუ 7. ესე იგი, რადგან 10 გვაქვს, აქ დაგვრჩება, უფრო სწორედ 8 გვაქვს, დაგვრჩება 7 ათეული და ნასესხები ათეული დავუმატოთ ერთეულებს. 10-ს დავუმატოთ 3 რა იქნება? იქნება 13, ესე იგი, ერთეულებთან გვექნება 13 ცალი ერთეული. ანუ, გვაქვს 7 ათეული და 13 ერთეული. რა გავაკეთეთ, 83-ს, 83, გვქონდა, 8 ათეულისგან და 3 ერთეულისგან შემდგარი და ამის მაგივრად ჩავწერეთ როგორც 7 ათეული და 13 ერთეული. ეს არის აბსოლუტურად ერთი და იგივე. ხომ, ახლა გავაგრძელოთ. 13 ერთეულს გამოკლებული 5 ერთეული უდრის რას? ვიცით, რომ 13-ს გამოკლებული 5 არის 8-ის ტოლი. რაც შეეხება 7 ათეულებს, რაც შეეხება ათეულებს, ახლა, 7-ს გამოვაკლოთ 2, ანუ 7 ათეულს გამოვაკლოთ 2 ათეული და მივიღებთ 5 ათეულს. ესე იგი, გამოდის, რომ პასუხი ყოფილა 5 ათეული და 8 ერთეული, ანუ 58. კარგით, მოდით ახლა სხვა გზით ამოვხსნათ. კიდევ რამოდენიმე გზით გავაკეთოთ, ორით მაინც. როგორ შეგვიძლია კიდევ ჩავწეროთ 83. 83 ეს არის 80-ს დამატებული 3, 80-ს პლუს 3. ანუ, ეს იგივეა, რაც 8 ათეული და 3 ერთეული. 8 ათეული და 3 ერთეული. 83 არის იგივე რაც ეს. 25, ანალოგიურად, რომ გადავწეროთ იქნება 20, ანუ 2 ათეული, 20 და ამას დამატებული 5 ერთეული. 20-ს დამატებული 5. მოდით, ახლა 20-ისა და 5-ის ჯამი გამოვაკლოთ 83-ს, ანუ 83-ს. 25 გადავწეროთ ასე, მინუს 2 ათეული და მინუს 5 ერთეული, იმიტომ, რომ ვაკლებთ. ესე იგი, გვაქვს მინუს 25, ან მინუს 20 და მინუს 5. და მოდით ახლა ასე ამოვხსნათ ამოცანა ჩვენი ახალი მეთოდით. კერძოდ, გადაჯუფების მეთოდით. ისევ დავუბრუნდეთ ერთეულებს. გვაქვს 3 ერთეული და 5 ერთეული. 3-ს 5 არ აკლდება იმიტომ, რომ 3 პატარაა 5-ზე, ამიტომ ავიღოთ 80-დან 1 ცალი ათიანი. 1 ათეული. 80-ს რომ გამოკალოთ 10, დაგვრჩება 70, დავწეროთ ზემოთ, ხოლო ამ 10-ს თუ დავწერთ სამიანის ნაცვლად, ანუ 10-ს დავუმატებთ 3-ს, და სამიანის ნაცვლად დავწერთ რასაც მივიღებთ. ათის და სამის ჯამი იქნება 13, დავწერთ 13-ს 70-ს პლუს 13 არის აბსოლუტურად იგივე რაც 80-ს პლუს 3, ანუ 83. ახლა, ერთეულებში გვაქვს 13 და 13-ს უკვე შეგვიძლია გამოვაკლოთ 5, იმიტომ, რომ 13 მეტია 5-ზე. მაშინ, დავწეროთ 13-ს გამოკლებული 5 რას უდრის? უდრის რვას. ახლა ვნახოთ ათეულებში რა ხდება. ათეულებში გვაქვს 70 ანუ 7 ათეული და 20 ანუ 2 ათეული. 70-ს ვაკლებთ ოცს, მივიღებთ 50-ს. 50-ს დამატებული 8 იგივეა რაც 58, 5 ათეული და 8 ერთეული. ახლა მოდით მესამე ხერხითაც გავაკეთოთ. ახლა სხვა ნაირად ჩავწეროთ კიდევ რიცხვები. გადავწეროთ, ეს ყველაფერი იმისთვის, რომ უფრო გაგვიჯდეს და უფრო დავიმახსოვროთ ეს წესი. 83 იგივე არის რაც 8 ათეული, დამატებული ამას 3 ერთეული. ეს არის 83. ათეულის ადგილზე არის 8, ერთეულის ადგილზე არის 3. მოდით ახლა 25-ით გადავწეროთ ეგრე, ოღონდ რადგან ვაკლებთ, ესე იგი, გადავწეროთ როგორც მინუს 2 ათეული, ანუ 25-ს ხომ ვაკლებთ, ამიტომ ვწერთ მინუს 2 ათეულს და მინუს 5 ერთეულს. 83-ს აკლდება 25. აკლდება 2 ათეული და 5 ერთეული. 25 არის იგივე რაც 20 და 5, მაგრამ აქ მინუსები გვექნება რადგან 25-ს ვაკლებთ. გვექნება მინუს 20 და მინუს 5, ანუ მინუს 2 ათეული და მინუს 5 ერთეული. მინუს 2 ათეული და მინუს 5 ერთეული. ახლა დავფიქრდეთ ისევ ამ ამოცანაზე წინანდელივით. იმისთვის, რომ სამ ერთეულს გამოვაკლოთ 5 ერთეული დაგვჭირდება რაღაც დამატებითი იმიტომ, რომ 3 ნაკლები არის 5-ზე. ციფრები უნდა გადავაჯგუფოთ, გადავაადგილოთ. ამ ათეულების ჯგუფის დახმარებით გავაკეთოთ შემდეგი რაღაც. 8 ათეულიდან ვისესხოთ 1 ათეული, დაგვრჩება 7 ათეული და ეს ნასესხები ათეული დავუმატოთ სამს, 1 ათეულს დავუმატოთ 3 ერთეული. ანუ, მივიღებთ 13-ს, იმიტომ, რომ 1 ათეული იგივე არის რაც 10 ერთიანი, ანუ 10 ერთეული. ესე იგი, გვექნება 13. ახლა გვაქვს 13 ერთეული, რომელსაც უნდა გამოაკლდეს 5 ერთეული. ვიცით, რომ 13-ს მინუს 5 უდრის 8-ს და ესე იგი, მივიღებთ 8 ერთეულს. 7 ათეულს მინუს 2 ათეული არის 5 ათეული, შედეგად დაგვრჩება 5 ათეული. სულ ეს იყო და იმედია ეს ყველაფერი ძალიან მოგეხმარებათ და გაგიმარტივებთ ორნიშნა რიცხვების გამოკლებას. (სუბტიტრები შექმნილია მარიამ შონიას დახმარებით)