If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

კურსი: არითმეტიკა (ყველა მასალა) > თემა 2

გაკვეთილი 19: შეკრება და გამოკლება 1000-ზე დიდ რიცხვებში

მრავალნიშნიანი რიცხვების გამოკლება გადაჯგუფებით: 7329-6278

სალი აკლებს 7329-6278 დაჯგუფების საშუალებით. შემქმნელია სალ ხანი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

მოცემული გვაქვს 7329-ს გამოკლებული 6278. მოდით, მივყვეთ ნაბიჯ-ნაბიჯ და ვნახოთ, რა გამოგვივა. 6278 აშკარად ნაკლებია 7329–ზე. ამიტომ, წესით, გამოკლება უნდა შევძლოთ. პირველ რიგში, შევხედოთ ერთეულებს. ცხრას უნდა გამოვაკლოთ რვა. საკმაოდ მარტივია და პასუხი იქნება ერთი. ანუ, ერთეულების ადგილას გვაქვს ერთიანი. შემდეგ გადავდივართ ათეულებზე. შვიდ ათეულს უნდა გამოვაკლოთ ორი ათეული. აქ შვიდიანი წარმოადგენს 70-ს, იგი ათეულების ადგილასაა, ეს ორიანი კი არის 20. აი, აქ კი რთულ საქმეს უნდა შევეჭიდოთ. მოგვიწევს გადავაჯგუფოთ, ანუ ვისესხოთ. იმისთვის, რომ უკეთ გაიგოთ, თუ რას ვაკეთებთ, გადმოვწეროთ ორივე რიცხვი. დავიწყოთ 7329-ით. შვიდი შეგვიძლია წარმოვადგინოთ, როგორც 7000, დამატებული 300, სამიანი ასეულების ადგილას წარმოდგენს 300-ს; შვიდიანი ათასეულების ადგილას არის 7000, სამიანი ასეულების ადგილას იგივეა, რაც 300, ოიანირ ათეულების ადგილას არის ორი ათეული, ანუ 20. და ცხრა ერთეულის ადგილას იქნება უბრალოდ ცხრა. ეს არის 7329-ის ჩაწერის მეორე გზა. აქ კი გვაქვს ექვსი ათასეული, ეს იქნება 6000. რადგან ვაკლებთ, აქ დავწეროთ გამოკლების ნიშანი. ასეულების ადგილას გვაქვს ორი, ანუ, ვაკლებთ 200-ს, ათეულის ადგილას გვაქვს შვიდი, ამიტომ ვაკლებთ 70-ს, შვიდი ათეული ხომ 70-ია. და ბოლოს, ვაკლებთ რვას. ეს ნაწილი უკვე შევასრულეთ, ცხრას გამოვაკელით რვა და მივიღეთ ერთი. ახლა კი 20-ს უნდა გამოვაკლოთ 70. როგორ გავაკეთოთ ეს? ამისათვის საჭიროა, გადავაჯგუფოთ რიცხვები ასეულების ადგილიდან ათეულის ადგილას, შემდეგ კი შევძლებთ გამოკლებას. ყველაზე ბუნებრივია, თუ გადავალთ ერთი რიცხვით მარცხნივ, ასეულებზე. შეგვიძლია, 300-ს გამოვაკლოთ 100, ის იქნება 200, და ეს 100 დავუმატოთ 20-ს. ანუ, ერთი ასეული გადავიტანოთ ათეულების ადგილას. მაშინ 20 გახდება 120. დაუკვირდი, 200-ს პლუს 120 უდრის 320-ს აქაც, 300-ს პლუს 20 უდრის 320-ს, ჩვენ არ შეგვიცვლია რიცხვების მნიშვნელობა. უბრალოდ, სხვაგვარად წარმოვადგინეთ. შეგვიძია, აქაც გავაკეთოთ იგივე. ამას ჰქვია გადაჯგუფება, მაგრამ, შეგვიძლია ამ მოქმედებას შევხედოთ როგორც სესხებას. შეგვიძლია, ასე ვიფიქროთ: გამოვაკლოთ ერთი ამ სამს, და, რადგან ეს 300-ია, მას სინამდვილეში ვაკლებთ 100-ს, აქ გვექნება ორი. ნასესხები ერთი კი მივცეთ ათეულების ადგილს. მაშინ აქ გვექნება 12. სინამდვილეში ჩვენ ავიღეთ 100, დავუმატეთ 20-ს და მივიღეთ 120. ახლა კი უკვე შეგვიძლია გამოვაკლოთ ეს რიცხვები, ანუ, 120-ს ვაკლებთ 70-ს. მივიღებთ 50-ს. აქ კი, რა იქნება 12-ს მინუს შვიდი? პასუხია ხუთი. მაგრამ ეს იგივე რიცხვია: 12 ათეული არის 120, შვიდი ათეული არის 70, აქ კი მივიღეთ ხუთი ათეული. ეს იგივეა რაც 50. ეს ხუთი არის იგივე, რაც 50. გავაგრძელოთ. ორ ასეულს გამოკლებული ორი ასეული არის ნული ასეული. 7000-ს გამოკლებული 6000 არის 1000. აქაც დავწეროთ: 200-ს გამოკლებული 200 არის ნული. 7000-ს გამოკლებული 6000 უდრის 1000-ს, ანუ, პასუხი იქნება 1000-ს პლუს ნული პლუს 50 პულუს ერთი, რაც იქნება 1051. ამ ყველაფრის წარმოდგენა მნიშვნელოვანია. ამის წერა ყოველ ჯერზე არ არის საჭირო. მთავარია წარმოდგენა, გაგება, რომ აქ დაწერილი სამი ნიშნავს 300-ს, რომ ეს ორიანი არის 20, და რომ 300-სთვის 100-ის გამოკლებისას, პასუხი ასეულებთან იწერება რომ აქ დაწერილი '2' არის 200. როდესაც 100-ს უმატებ ათეულების ადგილს, ჩვენს შემთხვევაში, 100-ს უმატებ ორ ათეულს, ორი ათეული გახდება 12 ათეული. რადგან 100 არის ათი ათეული, გამოდის, ორ ათეულს უმატებ ათ ათეულს. იმედია, ყველაფერი გასაგებია.