If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

სტანდარტული ფორმა (მიმოხილვა)

მიმოვიხილოთ წრფივი სტანდარტული ფორმა და გავიგოთ, როგორ გამოვიყენოთ ის ამოცანების ამოსახსნელად.

რა არის წრფივი სტანდარტული ფორმა?

ეს არის ორცვლადიანი წრფივი განტოლების სტანდარტული ფორმა:
ax+by=c
ჩვეულებრივ, ამ ფორმაში a, b და c მთელი რიცხვებია.
გინდათ, მეტი ისწავლოთ სტანდარტული ფორმის შესახებ? ნახეთ ეს ვიდეო.

სტანდარტულ ფორმაში ჩაწერილი განტოლების თვისებები და გრაფიკი

როდესაც წრფივი განტოლება სტანდარტული ფორმით გვაქვს, შეგვიძლია, ვიპოვოთ შესაბამისი წრფის x და y ღერძებთან გადაკვეთის წერტილები. ეს ასევე საშუალებას გვაძლევს, ავაგოთ მისი გრაფიკი.
შეხედეთ, მაგალითად, განტოლებას 2x+3y=12. თუ დავუშვებთ, რომ x=0, მივიღებთ,, რომ 3y=12 და მაშინვე ცხადია, რომ y=4, რაც ნიშნავს, რომ y ღერძთან გადაკვეთის წერტილია (0,4).
ამის მსგავსად, თუ დავუშვებთ, რომ y=0, მივიღებთ 2x=12-ს და გამოჩნდება, რომ x ღერძთან კვეთის წერტილია (6,0). ახლა შეგვიძლია, ავაგოთ წრფის გრაფიკი:
ამოცანა 1
რა არის 5x2y=10 წრფის x ღერძთან კვეთის წერტილი?
(
  • თქვენი პასუხი უნდა იყოს
  • მთელი რიცხვი, როგორიცაა 6
  • გამარტივებული წესიერი წილადი, მაგალითად 3/5
  • გამარტივებული არაწესიერი წილადი, მაგალითად 7/4
  • შერეული რიცხვი, როგორიცაა 1 3/4
  • ზუსტი ათწილადი, მაგალითად 0.75
  • pi-ს ჯერადი, როგორიცაა 12 pi ან 2/3 pi
,0)
რა არის წრფის y ღერძთან კვეთის წერტილი?
(0,
  • თქვენი პასუხი უნდა იყოს
  • მთელი რიცხვი, როგორიცაა 6
  • გამარტივებული წესიერი წილადი, მაგალითად 3/5
  • გამარტივებული არაწესიერი წილადი, მაგალითად 7/4
  • შერეული რიცხვი, როგორიცაა 1 3/4
  • ზუსტი ათწილადი, მაგალითად 0.75
  • pi-ს ჯერადი, როგორიცაა 12 pi ან 2/3 pi
)

გინდათ, სცადოთ უფრო მეტი მსგავსი ამოცანა? ნახეთ ეს სავარჯიშო.

სტანდარტული ფორმის სახით გადაყვანა

სხვა შემთხვევებში (მაგალითად, განტოლებათა სისტემის ამოხსნის დროს), შეიძლება, სხვა ფორმით ჩაწერილი განტოლება გადავიყვანოთ სტანდარტულ ფორმაში.
მოდით, y=38x+5 განტოლება გადავიყვანოთ სტანდარტულ ფორმაში:
y=38x+538x+y=5გადაიტანეთ ყველა ცვლადი ერთ მხარეს3x+8y=40გაამრავლეთ მნიშვნელზე
ამოცანა 1
როგორია y=2x27 სტანდარტულ ფორმაში?
აირჩიეთ 1 პასუხი:

გინდათ, სცადოთ უფრო მეტი მსგავსი ამოცანა? ნახეთ ეს სავარჯიშო.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.