ძირითადი მასალა
კომპიუტერული პროგრამირება
რა არის ღილაკები?
ღილაკები. ღილაკები, ღილაკები, ღილაკები, ღილაკები! ჩემი ცხვირის ფორმის ქონის გარდა, ღილაკებს სხვა ფუნქციაც აქვთ: ღილაკი არის სივრცე, რომელსაც შეგიძლიათ, დააჭიროთ, რათა რამე მოხდეს. გადახედეთ ამ ვებგვერდს, რამდენ ღილაკისმაგვარ ობიექტს ხედავთ? მიმოიხედეთ თქვენს ირგვლივ, რამდენი ღილაკის მსგავსი ნივთია თქვენ გარშემო?
ღილაკები ყველგანაა. თქვენ ხშირად მოგინდებათ რაიმენაირი ღილაკი თქვენს პროგრამებში, რომლებსაც აქ ქმნით. იხილეთ ეს სანიმუშო პროგრამები, რათა ნახოთ, როგორ გამოიყენოთ ღილაკები:
არსებობს პროგრამირების გარემოები, რომლებიც გვთავაზობენ ღილაკებსა და მომხმარებლის ინტერფეისის სხვა ელემენტებს, როგორც HTML გვთავაზობს ვებგვერდებისთვის, მაგრამ ProcessingJS მათ შორის არაა. სანაცვლოდ ProcessingJS გვაძლევს სტანდარტულ ბლოკებს:
- ფიგურებისა და ტექსტის დასახატი ბრძანებები
- მოვლენათა სმენის საშუალებები
- მათი მაუსის ადგილმდებარეობის დაფიქსირების გზები.
შეგვიძლია, ამ სტანდარტულ ბლოკებს ერთად მოვუყაროთ თავი ღილაკების გასაკეთებლად და ამის კეთებით მეტს ვისწავლით პროგრამირების შესახებ. დავიწყებთ ყველაზე იოლი ღილაკით, შემდეგ ფუნქციების დახმარებით გადავაქცევთ ჩვენს კოდს ხელახლა გამოყენებისთვის უფრო ხელსაყრელად და ბოლოს კიდევ უფრო მოვაწესრიგებთ მას ობიექტზე ორიენტირებული პრინციპების გამოყენებით.
წინ, მობილურის ღილაკებისკენ!
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.