If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

თემა 10: თერმოდინამიკა

ამ თემის შესახებ

სითბოსა და მისი მოძრაობის გააზრება გვეხმარება, ავაგოთ გამაგრილებლები ჩვენი კომპიუტერებისთვის, ავაგოთ უკეთესი ძრავები და თავიდან ავირიდოთ ესტაკადებზე ბზარების გაჩენა.
ამ ვიდეოებსა და სტატიებში თქვენ ისწავლით ცელსიუსისა და კელვინის ტემპერეტურის სკალებს. მოცემული იქნება ნივთიერების მოლის განმარტება. ასევე, ისწავლით, რა კავშირშია იდეალური გაზის კანონი მის წნევასთან, მოცულობასა და ტემპერატურასთან. ბოლოს, ისწავლით, როგორ გვაძლევს მაქსველ-ბოლცმანის განაწილება გაზის მოლეკულის კონკრეტული სიჩქარით მოძრაობის ალბათობას.
ამ ვიდეოებსა და სტატიებში თქვენ ისწავლით როგორც კუთრი სითბოტევადობისა და ლატენტური სითბოს განმარტებას, ასევე მათ გამოყენებას ამოცენების ამოსახსნელად. ასევე, ისწავლით სითბოს გადაცემის 3 ტიპს: თბოგამტარობას, კონვექციასა და რადიაციას. ბოლოს, ჩვენ უფრო სიღრმისეულად შევისწავლით, თუ როგორ არის ნივთიერებაში თბოგამტარობით გადაცემული სითბო დამოკიდებული ამ ნივთიერების სისქეზე, თბოგამტარობის კოეფიციენტზე, ფართობსა და ტემპერატურის სხვაობაზე.
ამ ვიდეოებსა და სტატიებში თქვენ ისწავლით თერმოდინამიკის პირველი კანონის დამოკიდებულებას გაზის შინაგანი ენერგიის ცვლილებაზე, გაზში შემავალ სითბოსა და გაზზე შესრულებულ მუშაობაზე. განვიხილავთ PV დიაგრამებს და ოთხ ხშირ თერმულ პროცესს: იზობარულ, იზოქორულ (მიმდინარე მუდმივი მოცულობის პირობებში), იზოთერმულ და ადიაბატურ პროცესებს. ასევე, ისწავლით, როგორ აკავშირებს თერმოდინამიკის მეორე კანონი ენტროპიის ცვლილებას, მიკრომდგომარეობების რაოდენობასა და მაკროსკოპულ სისტემაში შემავალ სითბოს. ასევე, ავხსნით თბოძრავის ეფექტურობას.

ისწავლეთ