ძირითადი მასალა
თემა 1: ერთგანზომილებიანი მოძრაობა
500 შესაძლო დახელოვნების ქულა
დახელოვნებული
გაწაფული
ნავარჯიშები
დაწყებული
არაა დაწყებული
შუალედური ტესტი
თემის ტესტი
ამ თემის შესახებ
ამ გაკვეთილში სიჩქარისა და აჩქარების იდეების შესწავლას ვიწყებთ. ვაკეთებთ სახალისო რაღაცებს, მაგალითად ვისვრით ნივთებს კლდიდან (რეალურ ცხოვრებასთან შედარებით, თეორიულად გაცილებით უსაფრთხოა) და ვამოწმებთ, თუ რამდენად მაღლა აფრინდება ბურთი ჰაერში.აი, ფიზიკის ზოგადი მიმოხილვა და რეკომენდაციები წინასწარ საჭირო ცოდნასთან დაკავშირებით.
ეს გაკვეთილი კინემატიკის (ანუ, საგნების მოძრაობის კანონების) გასაგებად უმნიშვნელოვანესია. შესაძლოა უკვე იცით, რომ მანძილი = სიჩქარე x დრო. ეს გაკვეთილი იგივე იდეას ვექტორების ენაზე განიხილავს (ვექტორებსაც გაგაცნობთ). ასე რომ, ქამრები შეიკარით (რეალურად ეს, ალბათ, არ იქნება საჭირო, ამ გაკვეთილში შენელების სწავლას არ ვგეგმავთ) და მოემზადეთ ფიზიკის საფუძვლების შემსწავლელი მსუბუქი მგზავრობისათვის.
ისწავლეთ
ივარჯიშეთ
- საშუალო სიჩქარე და სიჩქარის მოდულის საშუალო გრაფიკებიდანმოიპოვეთ 3 პასუხი 4 პასუხიდან, რომ გადახვიდეთ შემდეგ დონეზე!
- მყისიერი სიჩქარე და მყისიერი სიჩქარის მნიშვნელობა გრაფიკებიდანმოიპოვეთ 3 პასუხი 4 პასუხიდან, რომ გადახვიდეთ შემდეგ დონეზე!
სამყაროში, რომელიც სავსეა გაუწონასწორებელი ძალებით (რასაც უკეთ შეისწავლით, როცა ნიუტონის კანონებს ისწავლით), აუცილებლად გექნებათ აჩქარება (რაც სიჩქარის ცვლილების ტემპს წარმოადგენს). მიუხედავად იმისა, ფიქრობთ იმაზე, თუ რამდენად სწრაფად განავითარებს პორშე 100 კმ/სთ-ს, თუ იმაზე, რა დრო დასჭირდება სამგზავრო თვითმფრინავს საფრენად საჭირო სიჩქარის მისაღწევად, ეს გაკვეთილი დაგეხმარებათ.
ისწავლეთ
ივარჯიშეთ
- აჩქარება და სიჩქარემოიპოვეთ 5 პასუხი 7 პასუხიდან, რომ გადახვიდეთ შემდეგ დონეზე!
ჩვენ არ გვწამს ფორმულების დაზეპირების და ეს არც თქვენ უნდა გწამდეთ (თუ, რა თქმა უნდა, არ გსურთ მთელი ცხოვრება თქვენი ნამდვილი პოტენციალის ჩრდილად იარსებოთ). ამ გაკვეთილში გადაადგილების, სიჩქარისა და აჩქარების შესახებ ცოდნის გამოყენებით ამოხსნილია კინემატიკის ამოცანები (კუთხით გასროლილი სხეულის ამოცანების ჩათვლით). გზად გამოგვყავს (და ხელახლა გამოგვყავს) რამდენიმე კლასიკური ფორმულა, რომელიც შესაძლოა თქვენს ფიზიკის წიგნში შეგხვდეთ.
ისწავლეთ
ივარჯიშეთ
- ამოცანების შედგენა მუდმივ აჩქარებასთანმოიპოვეთ 5 პასუხი 7 პასუხიდან, რომ გადახვიდეთ შემდეგ დონეზე!
- კინემატიკის ფორმულები ერთ განზომილებაშიმოიპოვეთ 5 პასუხი 7 პასუხიდან, რომ გადახვიდეთ შემდეგ დონეზე!
ამ გაკვეთილში სალის მიერ 2007 წელს ჩაწერილი რამდენიმე ძველი ვიდეო შედის. ეს მასალა ყველგანაა განხილული, მაგრამ ზოგს პირველი გაკვეთილების სინედლე (და მამაკაცურობა) ურჩევნია („მამაკაცურობა" სალმა დაამატა).
შემდეგ თქვენთვის:
განივითარეთ თემის ყველა უნარი და მოაგროვეთ დახელოვნების მაქსიმუმ 500 ქულა!