ძირითადი მასალა
თემა 11: ელექტრული მუხტი, ველი და პოტენციალი
ამ თემის შესახებ
ელექტრული ძალები ერთმანეთთან აკავებს ატომებსა და მოლეკულებს შენს თვალებში, რაც ამ წინადადების წაკითხვის საშუალებას გაძლევს. გაიგე იმ ძალის შესახებ, რომელიც ჩვენი სხეულების ნაწილაკებს აკავშირებს.ამ ვიდეობსა და სტატიებში გაეცნობით ელექტრული მუხტის განმარტებას და მუხტის შენახვის კანონის. გაიგებთ, როგორ აკავშირებს კულონის კანონი ელექტრულ ძალას მუხტთან და დაშორების მანძილთან. გაეცნობით სხვაობას გამტარ და არაგამტარ მასალებს შორის.
ამ ვიდეოებსა და სტატიებში გაიგებთ, რა არის ელექტრული ველი და როგორ გამოთვალოთ ელექტრული ველის სიდიდე წერტილოვანი მუხტისა და უსასრულო ფირფიტისთვის.
ისწავლეთ
ამ ვიდეოებსა და სტატიებში თქვენ ისწავლით განსხვავებას ელექტრულ პოტენციალს, ელექტრულ პოტენციურ ენერგიასა და ძაბვას შორის. ასევე, თქვენ ისწავლით სივრცის ნებისმიერ წერტილში ელექტრული პოტენციალის, ორ მუხტს შორის ელექტრული პოტენციური ენერგიისა და სივრცის ორ წერტილს შორის ძაბვის გამოთვლას.