ძირითადი მასალა
თემა: სითხეები
ამ ვიდეოებსა და სტატიებში თქვენ ისწავლით სიმკვრივისა და კუთრი წონის განმარტებებს. ასევე, გაეცნობით წნევის განმარტებას, მის კავშირშს ძალასა და ფართობთან და წნევის განსაზღვრას სითხეში. გაიგებთ განსხვავებას აბსოლუტურ და მანომეტრულ წნევებს შორის.
ამ ვიდეობსა და სტატიებში გაიგებთ, თუ როგორ ქმნის წნევის სხვაობა ამომგდებ ძალას, რომელიც მოქმედებს ჩაძირულ საგანზე და ნახავთ, როგორ დაითვალოთ ამომგდები ძალის სიდიდე. ასევე გაეცნობით არქიმედეს პრინციპს.
უძრავი სითხისა და დინების თვისებები განსხვავებულია. ამ ვიდეოებსა და სტატიებში თქვენ ისწავლით მოცულობის დინების ტემპისა და უწყვეტობის განტოლების შესახებ. ასევე ისწავლით, რა კავშირშია ბერნულის პრინციპი და ბერნულის განტოლება თხევადი დინების წნევასა და სიჩქარის მნიშვნელობასთან.