If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

კურსი: მეხუთე კლასი > თემა 5

გაკვეთილი 3: ერთეულების გადაყვანა

მოცულობის ერთეულები იმპერიულ სისტემაში, მიმოხილვა (ჭიქა, პინტი, კვარტი, გალონი)

მიმოიხილეთ ჭიქების, პინტების, კვარტებისა და გალონების ზომა, ისწავლეთ მათი ერთმანეთში გადაყვანა.  ივარჯიშეთ ამოცანებით.

მოცულობის საზომი ერთეულები იმპერიულ სისტემაში - შეჯამება

ჭიქაპინტიკვარტიგალონი
16841
42114
211218
11214116

რა არის მოცულობა?

მოცულობა ზომავს ტევადობას. მაგალითად, თასის მოცულობა არის მასში სივრცის რაოდენობა ან მაგალითად, რამდენი წყალი იქნებოდა საჭირო თასის შესავსებად.
იმპერიულ სისტემაში მოცულობის ყველაზე ხშირად გამოყენებადი ერთეულებია ჭიქა, პინტი, კვარტი და გალონი.

რამხელაა მოცულობის იმპერიული საზომი ერთეულები?

წვენის პატარა კოლოფში 1 ჭიქა სითხეა.
პინტი 2 ჭიქის ტოლია. წყლის ბოთლში დაახლოებით 1 პინტი სითხეა.
კვარტი უდრის 2 პინტის. დიდი შამპუნის ბოთლი შეიცავს დაახლოებით 1 კვარტ სითხეს.
გალონი უდრის 4 კვარტს. რძის გრაფინი დაახლოებით 1 გალონ სითხეს შეიცავს.
გინდათ, გაიგოთ მეტი მოცულობაზე იმპერიულ სისტემაში? ნახეთ ეს ვიდეო.

პრაქტიკა 1: მოცულობის შეფასება

ამოცანა 1A
მიუთითეთ, რომელია ყველაზე მოსახერხებელი ერთეული ფორთოხლის წვენის ჭიქის მოცულობის გასაზომად.
აირჩიეთ 1 პასუხი:

გინდათ, მეტი ასეთი ამოცანა სცადოთ? ნახეთ ეს სავარჯიშო,

დიდი საზომი ერთეულების გადაყვანა უფრო მცირე ერთეულებში

1 პინტი=2 ჭიქა
1 კვარტი=4 ჭიქა
1 კვარტი=2 პინტი
1 გალონი=4 კვარტი
დიდი ერთეულების პატარებში გადასაყვანად დიდი ერთეულები მწვანე მამრავლზე უნდა გავამრავლოთ.
მაგალითი: გალონების კვარტებში გადაყვანა
1 გალონი=4 კვარტი
2 გალონი=2×4=8 კვარტი
მაგალითი: პინტებს ჭიქებში გადაყვანა
1 პინტი=2 ჭიქა
8 პინტი=8×2=16 ჭიქა

მცირე საზომი ერთეულების გადაყვანა უფრო დიდ ერთეულებში

1 ჭიქა=12 პინტი
1 პინტი=12 კვარტი
1 კვარტი=14 გალონი
პატარა ერთეულების დიდში გადასაყვანათ პატარა ერთეულები იისფერ მამრავლზე უნდა გავყოთ.
მაგალითი: პინტების კვარტებში გადაყვანა
1 პინტი=12 კვარტი
12 პინტი=122=12÷2=6 კვარტი
გინდათ, მოცულობის ერთეულების გადაყვანის შესახებ მეტი ისწავლოთ? ნახეთ ეს ვიდეო.

პრაქტიკა 2: მოცულობის ერთეულების გადაყვანა

ამოცანა 2A
გადაიყვანეთ.
5 კვარტი =
  • თქვენი პასუხი უნდა იყოს
  • მთელი რიცხვი, როგორიცაა 6
  • ზუსტი ათწილადი, მაგალითად 0.75
  • გამარტივებული წესიერი წილადი, მაგალითად 3/5
  • გამარტივებული არაწესიერი წილადი, მაგალითად 7/4
  • შერეული რიცხვი, როგორიცაა 1 3/4
ფინჯანი

გინდათ მეტი მსგავსი მაგალითის გაკეთება? ნახეთ ეს სავარჯიშოები:
გადაიყვანეთ უფრო დიდი ერთეულები უფრო მცირე ერთეულებში
ერთეულების ერთმანეთში გადაყვანა

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.