იტვირთება

საზომი ერთეულების გადაყვანა: წუთები საათებში

ვიდეოს აღწერა

რამდენი საათია 549 წუთში? ეს შეგვიძლია დავწეროთ წილადის ან ათწილადის სახით. ჩვენ ვიღებთ 549 წუთს და დავყოფთ მას 60-ის ტოლ ჯგუფებად. რატომ 60? იმიტომ რომ ვიცით, რომ ერთი საათი უდრის 60 წუთს. კითხვა შემდეგია: რამდენი 60 წუთის ტოლი ჯგუფის გამოყოფა შეგვიძლია 549 წუთში? სხვა კუთხით რომ შევხედოთ ამას, რას ნიშნავს 549 გაყოფილი 60-ის ტოლ ჯგუფებად. ეს იმდენია, რამდენ საათს მივიღებთ. მოდით გავაკეთოთ ეს. ავითოთ 549 და გავყოთ 60-ზე. 54-ში ექვსი ცხრაჯერ ჩაეტევა. მაშასადამე, 60-იც ცხრაჯერ ჩაეტევა 549-ში. ჩვენ დაგვჩება ნაშთი. ცხრაჯერ 60 უდრის 540-ს. გამოვაკლოთ. ნაშთად დაგვჩა 9. ახლა, ეს ნაშთი გადავიყვანოთ ათწილადებში. მოდით ათწილადები ჩავწეროთ აქ. და ჩავამატოთ ნულები აქ. ჩამოვიტანოთ ნული. ნული ჩამოგვაქვს ქვემოთ. 60 ეტევა 90-ში ერთხელ. ერთი გამრავლებული 60-ზე არის 60. გამოვაკლოთ. მივიღეთ 30. ჩამოვიტანოთ კიდევ ერთი ნული. და მივიღეთ 300. 60 ხუთჯერ ეტევა 300-ში. ხუთჯერ 60, ექვსჯერ ხუთი უდრის 30, 60 გამრავლებული ხუთზე იქნება 300. გამოვაკლოთ და მოვჩით. ანუ დავყავით 549 60-ის ტოლ ჯგუფებად. შეგვიძლია გამოვყოთ 9.15, 60-ის ტოლი ჯგუფი. 60 წუთის ტოლი ჯგუფი ერთ საათს უდრის. 549 წუთი არის 9.15 საათი. მინდა დავრწმუნდე, რომ კარგად შეგიძლიათ ამის წარმოდგენა. წარმოვიდგინოთ თუ, როგორ გამოიყურება 9.15 საათი. მოდით პატარა ზოლს დავხაზავ აქ. ზევიდან მივუწერ საათებს, ქვევით კი წუთებს. ეს არის ნული საათი და ნული წუთი. აქ არის ერთი საათი, რაც უდრის 60 წუთს. ახლა გვაქვს 2 საათი ანუ 120 წუთი. შემდეგ მოდის სამი საათი, რაც 180 წუთს უდრის. შემდგომ ოთხი საათი, რაც 240 წუთია. ხუთი საათი უდროს 300 წუთს. ექვსი საათი არის 360 წუთი. შვიდი საათი არის 420 წუთი. ადგილი მიმთავრდება. მოდით ამას სადმე გადავიტან, სადაც მეტი სივრცე იქნება. ამას გავასუფთავებ. და ახლა ჩავსვავ სადმე, სადაც ჩემი სხვა გამოთვლები არ არის, მშვენიერია, შემდგომ მოდის რვა საათი ანუ 480 წუთი. და ცხრა საათი. დააკვირდით, ყოველ ჯერზე ვუმატებ 60 წუთს. ცხრა საათი არის 540 წუთი. ამას შეგიძლიათ შეხედოთ, ასე თუ თითო საათი 60 წუთს უდრის, ცხრაჯერ 60 იქნება 540. არ გვჭირდება მხოლოდ 540. 549-მდე კიდევ ცხრა წუთი გვრჩება. ანუ კიდე დაგვჭირდება ცხრა წუთის გავლა, რათა ავიდეთ 549-მდე. დაგვრჩა ცხრა წუთი. 540 არის ცხრა საათი. და დარჩენილია კიდევ ცხრა წუთი. ერთი საათის რა ნაწილია ცხრა წუთი? 60 წუთი არის ერთი საათი. ცხრა წუთი არის ერთი საათის 9/60 ნაწილი. შეგიძლიათ ასე დაწეროთ. ეს არის 9 და 9/60 საათი. შეგვიძლია ტოლი წილადის სახეც მივცეთ და დავწეროთ - 9/60 არის იგივე, თუ მნიშვნელს და მრიცხველს გავყოფთ სამზე, იგივეა რაც 3/20. ანუ შეგვიძლია ჩავწეროთ, როგორც 9 და 3/20. ასევე შეგვიძლია გამოვთვალოთ, რამდენია 3/20. მოდით გავყოთ სამი 20-ზე. რასაკვირველია, ერთზე ნაკლები გამოგვივა, რადგან 3 არის 20-ზე ნაკლები მოდით ჩავსვათ ნულები. 20 არ ეტევა სამში, მაგრამ 30-ში ეტევა ერთხელ. ერთი გამრავლებული 20-ზე არის 20. გამოვაკლოთ და მივიღებთ ათს. ჩამოვიტანოთ ნული. 20 ხუთჯერ ჩაეტევა 100-ში. ხუთი გამრავლებული 20-ზე არის 100. და მოვჩით. დააკვირდით, სამი შეფარდებული 20-თან უდრის იმავეს, ესეიგი 9 და 3/20 არის იგივე რაც 9 და 15/100. ყველა პასუხი ერთმანეთის ტოლია.