If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

გაყოფის ამოცანა: მოცვი

სალი ხსნის გაყოფის ამოცანას სურათისა და გამრავლების არსის დახმარებით.  შემქმნელია სალ ხანი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

კელი აწყობს პიკნიკს ექვსი მეგობრისთვის. ყველაზე უფროსი მეგობარი არის ვიკრამი, არის 10 წლის. ყველაზე უმცროსი კი დია არის ექვსი წლის. მას აქვს 48 მოცვი და უნდა, რომ ისინი თანაბრად გაუყოს თავის მეგობრებს. კითხვა არის ასეთი: - რამდენი მოცვი შეხვდება თითოეულ მეგობარს? გირჩევთ, გააჩეროთ ეს ვიდეო და თავად გადათვალოთ და ეცადოთ, რომ ამოხსნათ ეს. რამდენი მოცვი შეხვდება თითოეულ მეგობარს? მოდი, ახლა, ცოტახანს დავფიქრდეთ ამაზე. ესე იგი, ვიცით, რომ მას ჰყავს ექვსი მეგობარი. და სურს, რომ ყველას თანაბარი რაოდენობა შეხვდეს. ანუ მას უნდა, რომ 48 მოცვი თანაბრად გაუყოს თავის ექვს მეგობარს. მათი ასაკი არ არის გადამწყვეტი. ნუ მნიშვნელობა არ აქვს ამას, ხომ? ის აპირებს უბრალოდ 48 ცალი მოცვის ექვსად გაყოფას. მას უნდა, რომ ისინი გაჰყოს ექვს ჯგუფად. მას უნდა, რომ 48 გაჰყოს ექვს ჯგუფად. ესე იგი, 48-ს ვყოფთ ექვსზე. ეს კითხვის ნიშანი არის მოცვის ის რაოდენობა, რასაც მიიღებს თითოეული მეგობარი. ანუ 48 გაყოფილი ექვსზე უდრის აქ კითხვით ნიშანს. ეს იგივეა, რაც იმის თქმა, რომ 48 გაყოფილი ექვსზე... 48 უდრის რას? 48 უდრის ექვსჯერ კითხვის ნიშანს. ან კითხვით ნიშანჯერ ექვსს. აი შეგვიძლია განვსაზღვროთ, თუ რა ციფრზე უნდა გავამრავლოთ ექვსი რომ მივიღოთ 48. აქედან გამომდინარე, გვეცოდინება, თუ რამდენი არის 48 გაყოფილი ექვსზე. მაგალითად, ეს კითხვის ნიშანი აღნიშნავს, რამდენი მოცვი ერგება თითოეულ მეგობარს. თითოეულ მეგობარზე მოცვის რაოდენობა გამრავლებული ექვს მეგობარზე იქნება სრული რაოდენობა მოცვების. გასაგებია? ანუ რა რიცხვი არის ეს? ეს არის იგივე, რაც მოცვების სრული რაოდენობა. ექვს მეგობარს გადანაწილებული რაღაც გარკვეული მოცვების რაოდენობა გამრავლებული ექვს მეგობარზე. ვთქვათ, ექვსჯერ ერთი არის ექვსი. ანუ ერთი რომ შეხვდეს თითოს. ექვსჯერ ორი არის 12. ესე იგი, ნახეთ, მოდი, ყოველ ჯერზე თითოთი გავზარდოთ ეს რიცხვი. რამდენი მოცვიც ხვდება მეგობარს. ექვსჯერ სამი არის 18, ესე იგი, არც ეს ვარგა. ექვსჯერ ოთხი. ვთქვათ, ექვსი მეგობრიდან თითოს ოთხი შეხვდა. არ ვარგა. ექვსჯერ ხუთი არის 30, ექვსჯერ ექვსი არის 36, ექვსჯერ შვიდი არის 42, წინაზე ექვსით მეტია და ექვსჯერ რვა არის რამდენი? ექვსჯერ რვა უდრის 48-ს, მივედით. აღმოვაჩინეთ, რომ ექვსი რა რიცხვზე უნდა გავამრვლოთ რომ მივიღოთ 48? ეს არის რვა, ხომ? ესე იგი, ჩვენ ვიცით, რომ ექვსჯერ რვა არის 48-ს ტოლი. გამოდის, რომ ექვსჯერ კითხვის ნიშანი რომ გვიწერია, კითხვის ნიშნის ადგილას უნდა დაგვეწერა რვა. ესე იგი, გავიგეთ რომ კითხვის ნიშანი, თურმე, რვის ტოლი ყოფილა. კითხვის ნიშანჯერ ექვსი და ექვსჯერ კითხვის ნიშანი ერთი და იგივე შინაარსის მქონე ჩანაწერია. ალბათ, გახსოვთ. ესე იგი, კითხვის ნიშანი ყოფილა რვის. და გამოდის, რომ 48 მოცვი რომ გავყო ექვს ჯგუფად, ანუ რომ დავანაწილო ექვს მეგობარზე, თითოეულს შეხვდება რვა ცალი მოცვი. მოდი, გადავამოწმოთ. ესე იგი, აქ გვაქვს ახლა ჩვენ 48 მოცვი და მოდი, ისინი გავყოთ ექვს ტოლ ჯგუფად. ანუ ისე გავყოთ, რომ თითოეულში გვქონდეს რვა მოცვი და ვნახოთ, გამოვა თუ არა ასე. მოდი, გავაკეთოთ ახლა ჯგფები. ეს იყოს ერთი ჯგუფი, რასაც ახლა ვღებავ. ეს არის, მოკლედ, პირველი ჯგუფი რვა მოცვის. შემდეგ ეს მეორე. ფაქტობრივად, ვყოფთ რვა წევრიან ჯგუფებად. ეს არის მესამე ჯგუფი. შემდეგ მეოთხე. ახლა ვნახოთ, ეს მეხუთეა. თან როგორც გვინდა ისე დავყოფთ, რა თქმა უნდა. ნებისმიერნაირად შეგვეძლო დაგვენაწილებინა, უბრალოდ მე ესე ვარჩიე. და ბოლოს ესეც, ნახეთ, მეექვსე ჯგუფი. და მართლაც თუ დაუკვირდებით, შეამჩნევთ, რომ თითოეულში გვაქვს რვა მოცვი. და სულ ასეთი არის ექვსი ჯგუფი. ესე იგი, თითო მეგობარს შეხვდება რვა მოცვი. (სუბტიტრები შექმნილია მარიამ აბაშიძის მიერ)