If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

გაყოფის ამოცანა: სკოლის შენობა

სალი იყენებს სურათებსა და გამრავლების არსს, რომ ამოხსნას გაყოფის ამოცანა.   შემქმნელია სალ ხანი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

ხანის აკადემიის ახალი ცენტრალური ფილიალი მდებარეობს მათემატიკის გამზირის 314-ე ნომერში. შენობას აქვს 200 ფანჯარა და შვიდი სართული. ავტოსადგომი იტევს 90 ავტომობილს. შენობის სიმაღლე არის 63 ფუტი. გვაინტერესებს, რა სიმაღლისაა თითოეული სართული? გირჩევთ, შეაჩეროთ ვიდეო და დამოუკიდებლად სცადოთ ამისი ამოხსნა. კარგი, შეეცადეთ უპასუხოთ კითხვას. მოდი, ახლა ჩვენ შევეცადოთ ვუპასუხოთ. ამოცანა გვეკითხება თითოეული სართულის სიმაღლეს. რა ინფორმაცია გვჭირდება ამისთვის? მისამართი ნამდვილად არ გვაინტერესებს. არც იმას უნდა მივაქციოთ ყურადღება, თუ რამდენი ფანჯარა აქვს შენობას. აი, სირთულეების რაოდენობა კი გვაინტერესებს ნამდვილად. მითუმეტეს, როცა მოცემული გვაქვს შენობის სიმაღლე. ჩვენ გვეუბნებიან, რომ შენობა არის სიმაღლით 63 ფუტი. ესე იგი, შენობის სიმაღლე არის 63 ფუტი. ამასთანავე გვეუბნებიან, რომ შენობა შედგება შვიდი სართულისგან. 1, 2, 3, 4, 5 და 6 და 7. ექვსი ხაზი; შვიდი სართული გამოვა. კარგი, ესე იგი, 63-ს თუ გავყოფთ შვიდზე, შევძლებთ გავიგოთ, რა სიმაღლისაა თითოეული სართული. მოდი, ამოვხსნათ ეს. 63 ფუტი გაყოფილი შვიდ სართულზე. რისი ტოლია? პასუხად მივიღებთ თითოეული სართულის სიმაღლეს. მოდით, პასუხს კითხვის ნიშნით აღვნიშნავ ჯერ. იმიტომ, რომ არ ვიცით, რას უდრის ეს. და 63 გაყოფილი შვიდზე უდრის კითხვის ნიშანს. ახლა, ეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის იგივე, რაც შემდეგი ჩანაწერი. რაღაც გამრავლებული შვიდზე, უნდა უდრიდეს 63-ს. 63 ტოლი უნდა იყოს, რაღაცა გამრავლებული შვიდზე. ან შვიდი გამრავლებული რაღაცაზე. გამრავლების თანმიმდევრობას მნიშვნელობა არ აქვს, როგორც გახსოვთ. ესე იგი, შვიდჯერ რაღაც. თუ გავარკვევთ, რაზე უნდა გამრავლდეს შვიდი, რომ მივიღოთ სამოცდასამი, მაშინ შეგვეძლება გავიგოთ, რა არის 63-ისა და შვიდის განაყოფი. იგივე იქნება ზუსტად. ესე იგი, გავიგებთ ჩვენს პასუხს, რაც გვაინტერესებს. მოდი, დავიწყოთ და ჩამოვწეროთ. შვიდისა და ერთის ნამრავლია შვიდი; შვიდის და ორის ნამრავლი არის 14-ის ტოლი; შვიდის და სამის ნამრავლი არის 21; შვიდი და ოთხი ნამრავლში გვაძლევს 28-ს; ნუ თითოეულს ვუმატებთ შვიდს წინა შედეგს. შვიდჯერ ხუთი არის 35, შვიდჯერ ექვსი არის 42, შვიდჯერ შვიდი არის 49, შვიდჯერ რვა (ნახეთ, ვუახლოვდებით 63) არის 56. შვიდჯერ ცხრა არის 63. ესეიგი 63-ზე მივედით. რაც ნიშნავს იმას, რომ კითხვის ნიშანი ყოფილა ცხრის ტოლი. ესე იგი, თურმე ცხრაზე უნდა გავამრავლოთ, შვიდი რომ მივიღოთ 63. შეგვიძლია დავწეროთ, რომ 63 გაყოფილი შვიდზე (მოდი, იგივე ფერებით დავწერ). 63 გაყოფილი შვიდზე ტოლი ყოფილა თურმე ცხრის. მოდი, დავფიქრდეთ. ჩვენ ვამბობთ, ასეთ რაღაცას, რომ თუ შენობის სიმაღლე 63 ფუტი და ის შვიდ ტოლ სართულადაა დაყოფილი, მაშინ თითო სართული იქნება ცხრა ფუტის ტოლი. რამდენად მართალია ეს, მოდი, დავფიქრდეთ. რამდენად მართალია, რომ ყოველი ამ სართულთაგანი იქნება ცხრა ფუტი სიმაღლის? მოცემულია, რომ გვაქვს შვიდი ასეთი სართული, და თუ სიმართლეს ვამბობთ, მაშინ პირველი სართულის სიმაღლე უნდა უდრიდეს ცხრა ფუტს. მეორე სართულზე თუ ავალთ, უკვე ვიქნებით თვრამეტი ფუტის ზემოთ. მესამეზე ვიქნებით 27-ით; შემდეგ მეოთხეზე 36 ფუტის სიაღლეზე; მეხუთე სართულისთვის ვიქნებით 45 ფუტის სიმაღლეზე. მეექვსე სართულიდან თუ გადმოვიხედავთ, დავინახავთ, ალბათ, შეიძლება ვერც დავინახოთ. ნამდვილად 54 ფუტის სიმაღლეზე ვიქნებით. და ბოლოს, თუ ავედით ბოლო სართულზე, ესე იგი, 63 ფუტს მივაღწევთ. გამოდის, რომ თითო სართული არის ცხრა ფუტის ტოლი, მაშინ ყოველ სართულს უნდა მივუმატოთ ცხრა ფუტი. და ასე ავალთ შენობის სიმაღლემდე. რაც ნამდვილად იქნება 63 ფუტი. ესე იგი ჩვენი გამოთვლა ნამდვილად ჭეშმარიტი არის. (სუბტიტრები შექმნილია მარიამ აბაშიძის დახმარებით)