If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა
მიმდინარე დრო:0:00მთლიანი ხანგრძლივობა:2:06

ვიდეოს აღწერა

ბოსტნეულის მაღაზია იხსნება ცხრა საათზე. ავტოსადგომზე არის ექვსი რიგი და თითოეულ რიგში არის შვიდი მანქანა. მანქანები ოთხ ბორბლიანია. მაინტერესებს რამდენი მაქანა დაეტევა ავტოსადგომზე ჯამში. დააპაუზეთ ვიდეო და ეცადეთ თქვენით გამოიცნოთ. მოდი, წავიკითხოთ თავიდან. ესე იგი, ბოსტნეულის მაღაზია იხსნება ცხრაზე. ეს არ არის მნიშვნელოვანი. იმიტომ, რომ ჩვენ გვაინტერესებს რამდენი მანქანა დაეტევა ავტოსადგომზე. ესე იგი, ეს არ არის საინტერესო ინფორმაცია. არც მანქანების ბორბლების რაოდენობა გვაინტერესებს. არც ეს მოგვაწვდის რაიმე საინტერესო ინფორმაციას. გვაინტერესებს მხოლოდ რამდენი რიგი გვაქვს და რამდენი მაქანა ეტევა თითოეულ რიგში. გვაქვს ექვსი რიგი და თითოეულ რიგში თავსდება შვიდი მანქანა. ესე იგი, გვაქვს შვიდი ერთეულისგან შემდგარი ექვსი ჯგუფი. გვაქვს შვიდის ექვსი ჯგუფი. რაც ნიშნავს, რომ ექვსჯერ შვიდი მანქანა დაეტევა ავტოსადგომზე. რისი ტოლი იქნება ეს? ეს არის ექვსჯერ შვიდის ტოლი, ანუ ექვსჯერ შვიდიანების ჯამი, ფაქტობრივად. ანუ ეს იგივეა რაც შვიდს დამატებული შვიდი, დამატებული შვიდი, დამატებული შვიდი და ა.შ. სულ ექვსჯერ, ხომ? ექვსი ცალი შვიდიანი. ესე იგი, ეს არის ექვსი ცალი შვიდიანი. გვაქვს ექვსი ცალი შვიდიანი და უნდა შევკრიბოთ ესენი, ანუ მათი ჯამი ავიღოთ. შვიდს პლუს შვიდი არის 14, პლუს შვიდი 21, მერე 28, მერე 35 და ბოლოს 42. ესე იგი, ექვსჯერ შვიდი არის 42. რაც ნიშნავს, რომ ავტოსადგომზე დაეტევა 42 მანქანა. თუ ჩემი არ გჯერათ, შეგიძლიათ შეხედოთ დიაგრამას. აი, აქ გვაქვს ექვსი რიგი. ეს არის 1-ლი რიგი, ეს მე-2, მე-3, ეს მე-4 რიგი, მე-5 და ესეც მე-6. ექვსი რიგი და თითოეულ რიგში არის შვიდი მანქანა. აი, გადავათვალოთ: ეს ერთი მანქანა, მე-2 მანქანა, მე-3, მე-4, მე-5, მე-6 და მე-7. სულ რამდენი მანქანა არის ესე იგი? გვაინტერესებს, ხომ. ეს არის შვიდი, შემდეგ 14, 21, 28, 35 და ბოლოს 42. ესე იგი, ექვსჯერ შვიდების რიგი არის ჯამში 42. (სუბტიტრები შექმნილია ანა ბოსტოღანაშვილის დახმარებით)