If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა
მიმდინარე დრო:0:00მთლიანი ხანგრძლივობა:2:12

ვიდეოს აღწერა

გვეკითხებიან, თუ რამდენი ლიტრი გაზიანი სასმელი გვაქვს წვეულებისთვის. ესე იგი, მოცემული გვაქვს, როგორც ხედავთ ქვემოთ რაღაც ინფორმაცია, გირჩევთ ჯერ, თქვენ შეაჩეროთ ეს ვიდეო, წაიკითხოთ ეს ინფორმაცია და სცადოთ თქვენით ამოხსნათ ეს ამოცანა. კარგი, მოდი ახლა შევუდგეთ საქმეს და გავცეთ ამ კითხვას პასუხი. იმედია, შეაჩერეთ უკვე ვიდეო და სცადეთ. ვნახოთ, რა ინფორმაცია გვაქვს მოცემული. თავიდან გვეუბნებიან, რომ 20 ადამიანი მოდის წვეულებაზე. ეს არანაირ ინფორმაციას გვაძლევს თვითონ ლიმონათთან დაკავშირებით; გაზიან სასმელთან დაკავშირებით. ამიტომ ეს წავშალოთ. შემდეგ, წვეულებისთვის ვიყიდეთ ხუთი ბოთლი გაზიანი სასმელი. ეს როგორც ჩანს, საჭირო ინფორმაცია უნდა იყოს, მოდი ამოვწეროთ. გვაქვს ხუთი ასეთი ბოთლი. ეს მეორე. ეს მესამე. ყოველთვის კარგია, როცა პირობას ვიზუალიზაციას გავუკეთებთ. ეს მეოთხე და ესეც მეხუთე. კარგი, ასე წერია აქ, რომ გვაქვს ხუთი ბოთლი ლიმონათი ჩვენი წვეულებისთვის. კარგი იქნებოდა, გვცოდნოდა ბოთლში რამდენი ლიტრი ეტევა. შემდეგი წინადადება გვეუბნება, რომ წვეულება სამ საათიანია. ამასაც არანაირი გავლენა არ აქვს, იმაზე, თუ რამდენი ლიტრი გვაქვს ჩვენ. თითოეულ ბოთლში ასხია ორი ლიტრი სასმელი, ეს უკვე საინტერესოა. ანუ ეს არის ორი ლიტრი, ესეც არის ორი ლიტრი, თითოეულში არის ორი ლიტრი ლიმონათი. თუ გვინდა, გავიგოთ, რამდენი ლიტრი სასმელი გვაქვს, რა გვჭირდება? გვჭირდება რაოდენობა ბოთლების, რაც, როგორც ხედავთ, ვიცით, ხუთი ბოთლი გვაქვს. და თითოში რამდენი ლიტრი ეტევა? თითოში ეტევა ორი ლიტრი. ესე იგი, ხუთი გამრავლებული ორზე იქნება მთელი ლიტრების რაოდენობა. ეს რისი ტოლია? ეს არის იგივე რაც, ხუთი ცალი ორიანის ჯამი. მოდი, დავწეროთ ხუთი ორიანის ჯამი რა იქნება. ესე იგი, გვაქვს ხუთი ცალი ორიანის ჯამი, რაც ტოლია რისი? ორს პლიუს ორი არის ოთხი, გადავწეროთ ხელახლა, ეს არის იგივე რაც, ორს პლიუს ორი ოთხი, შემდეგ მოდის 6, 8 და 10; ესე იგი, 10. ხუთჯერ ორიც ათია, გამრავლების ტაბულა თუ იცით. გამოდის, რომ წვეულებაზე გვქონია ათი ლიტრი. ბოლო წინადადებაში წერია, რომ პიკნიკზე გამოიყენეს ექვსი ბოთლი სასმელი, რაც არანაირ ინფორმაციას არ გვაძლევს ისევ და ისევ. (სუბტიტრები შექმნილია ელენე ლაგვილავას დახმარებით)