ძირითადი მასალა
მესამე კლასი
კურსი: მესამე კლასი > თემა 4
გაკვეთილი 1: დრო- დროის განსაზღვრა უახლოეს წუთამდე (ციფრებიანი ციფერბლატით)
- დროის განსაზღვრა უახლოეს წუთამდე (ციფერბლატით ციფრების გარეშე)
- საათის ცნობა წუთების სიზუსტით
- განსხვავება დროში. მაგალითი
- სხვაობა დროში (ერთი საათის ფარგლებში)
- საათის ცნობა რიცხვითი ღერძის დახმარებით
- დროის ცნობა რიცხვით ღერძზე
- ამოცანები დროზე - რიცხვითი ღერძის გამოყენებით
- ამოცანა დროზე: მოგზაურობის დრო
- ამოცანა დროზე: თავსატეხი
- ამოცანები დროის დადგენაზე (ერთი საათის ფარგლებში)
- დროის ცნობა: მიმოხილვა
© 2023 Khan Academyგამოყენების პირობებიკონფიდენციალურობის პოლიტიკაშენიშვნა ქუქი-ჩანაწერებზე
დროის განსაზღვრა უახლოეს წუთამდე (ციფრებიანი ციფერბლატით)
ლინდსი განსაზღვრავს დროს უახლოეს წუთამდე ციფრებიან საათზე. შემქმნელია ლინდსი სპირსი.
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
- როგორ ავაკეთოთ ტესტი(1 მოწონება)
ვიდეოს აღწერა
მოდი, ვნახოთ რა დროს აჩვენებს ეს საათი. მოდით, ჯერ პირველ რიგში დავაკვირდეთ,
სად არის საათების ისარი. ეს არის, საათების ისარი, მოკლე. და საათების ისარი არის ექვსსა და შვიდს
შორის. ანუ, აი ამასა და ამას შორის. ეს ნიშნავს, რომ ექვს საათს გადასცდა
მაგრამ, ჯერ მთლად შვიდამდე ვერ მივიდა. ამიტომ, არის ექვსი საათი და რაღაცა წუთი. რა წუთი არის ეხლა მაგას გავიგებთ.
რომელი წუთია, უფრო სწორედ რამდენი წუთია. დიდი ისარი, რომელიც არის წუთების ისარი, აჩვენებს რამდენი
წუთია გასული ექვსი საათიდან. ეხლა მოდი, გადავთვალოთ. თითო რიცხვს შორის დაშორება
არის ხუთი დანაყოფი. ხომ? ამიტომ, ესე იგი,
5, 10, 15, 20, 25, 26 და 27. ესე იგი, აი აქ, არის 27 წუთი ანუ გამოდის
რო ახლა არის ექვსი საათი და 27 წუთი. აი, ამ დროს აჩვენებს ეს საათი. მოდი, კიდე ვნახოთ, ერთი-ორი ვარიანტი. ესე იგი, ვნახოთ, ეს საათი რას შვება.
რა დროს აჩვენებს. საათების ისარი არის, აი ეს მოკლე და
არის, ოთხსა და ხუთს შორის. იმიტომ რომ, ოთხს გადასცდა,
ხუთამდე ჯერ არ მისულა. ესე იგი, არის ოთხი საათი,
ანუ ოთხი საათი უკვე იყო. ესე იგი, არის ოთხი საათი და რაღაცა წუთი. ეხლა ვნახოთ, რამდენი წუთია. ესე იგი, 5, 10, 15 და 20-მდე ერთი აკლია. ესე იგი 19 იქნება. ხომ? ან სხვაგვარად
რომ ვთქვათ 5, 10, 15, 16, 17, 18 და 19. ანუ, არის აქ 19 წუთი. ესე იგი, აი ეს წუთების დიდი ისარი
არის 19 წუთთან. ანუ, 4 საათი და 19 წუთია აქ. და მოდი, კიდე ერთი გავაკეთოთ ეგეთი. აქ, როგორც ხედავთ, საათების ისარი არის
შვიდსა და რვას შორის. აქ და აქ. ესე იგი, რვა ჯერ არ არის მთლად ამიტომ,
შვიდი საათია. და ეხლა ვნახოთ, დიდი ისარი სადაა ანუ,
წუთების ისარი. კარგად შორსაა. ესე იგი, 5, 10, 15, 20, 25, 30,
35, 40, 45 და 46. ანუ, გამოდის, რომ 46-თან არის,
აი ეს ისარი. ესე იგი, არის შვიდი საათი და 46 წუთი. ან
სხვაგვარად რომ ვთქვათ რვას აკლია 14 წუთი. (სუბტიტრები შექმნილია
მარიამ აბაშიძის დახმარებით)