If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა
მიმდინარე დრო:0:00მთლიანი ხანგრძლივობა:4:03

დრო

ვიდეოს აღწერა

რა დროა გასული მარცხენა საათიდან მარჯვენა საათამდე თუ გასული დრო 12 საათზე ნაკლებია? ეგ კარგია, რომ ვიცით, რომ 12 საათზე ნაკლებია იმიტომ, რომ შეიძლება ეს საათი ყოფილიყო ორშაბათს რაღაც მომენტში გადაღებული ფოტო და ეს ყოფილიყო პარასკევს. მაშინ, ბევრჯერ უნდა დატრიალებულიყო ეს საათი, ხო? ახლა ვიცით, რომ 12 საათზე ნაკლებია გასული. ე.ი. პირველივე მობრუნებები მიიყვანს აი, ამ მდგომარეობამდე აი, ამ საათს. ახლა ვნახოთ. მოდი ჯერ გავიგოთ... იმისთვის, რომ გავიგოთ რა დრო გავიდა ჯერ გავიგოთ ეს საათი რა დროს აჩვენებს და ეს საათი რა დროს აჩვენებს. თუ დავუკვირდებით საათების ისარს, აი, ამას. სადაა? არის ექვსსა და შვიდს შორის, ანუ, ამასა და ამას შორის. ეს ნიშნავს, რომ ექვსი საათი და კიდევ რაღაც წუთებია გასული. ამიტომ, ექვსი საათია აქ და წუთები ჯერ არ ვიცი. ახლა გადავხედოთ წუთებს. წუთები არის: 5, 10, 15, 20, 25, 35, 40, 41, 42 და 43. ესე იგი, აი, ეს ისარი არის აი, აქ მოსული ეს არის 43 წუთი. ანუ ექვსი საათი და 43 წუთია აქ. ანუ, სხვაგვარად, შვიდს აკლია 17 წუთი. ახლა, მოდი ვნახოთ აქეთ რა ხდება. აქეთ გვაქვს საათის ისარი, რომელიც არის ცხრასა და ათს შორის. ესე იგი, გამოდის, რომ არის ცხრა საათი... და ახლა წუთებს შევხედოთ. ეს არის 5, 10 და 11. ესე იგი, გასული არის ცხრა საათი და რადგან ეს არის მე-11 წუთზე, 11 წუთი. ახლა, თუ გვაინტერესებს რა დრო არის ამათ შორის, რა უნდა ვქნათ? ჯერ მოდი ვნახოთ, მოდი ეტაპობრივად გავაკეთოთ. ჯერ მოდი ვნახოთ, ექვსი საათი და 43 წუთიდან შვიდ საათამდე რამდენი წუთია? ეს არის შვიდი საათი. 43 უნდა შევავსო მე 60-მდე, ხო, რომ მივიდე შვიდ საათზე? და 43-ს უნდა დავუმატო ამიტომ 17. ესე იგი, გამოდის, რომ აქ მაქვს 17 წუთი. ესე იგი, ეს არის 17 წუთი. და 17 წუთი რომ გავა ექვსი და 43-დან გახდება შვიდი საათი. ახლა მოდი ჯერ საათებს მივხედოთ და გადავიდეთ... შვიდი საათიდან ცხრა საათამდე რა დრო გადის? შვიდი საათიდან ცხრა საათამდე გადის ორი საათი, ხომ? ამიტომ, ეს იქნება ორი საათი (მოდი თეთრად დავწერ) და ბოლოს, ცხრა საათიდან ცხრა საათსა და 11 წუთამდე რა დრო გავა? რა იქნება ეს? ეს იქნება უბრალოდ ცხრას დამატებული 11, ხო? ანუ, კიდევ იქნება 11 წუთი. ახლა, მე თუ მაინტერესებს სულ რა დროა გასული... ეს დრო იქნება ორი საათი... და 17-ს პლუს 11. 17-ს პლუს 11 რამდენი არის? 28, ხო? ორი საათი და 28 წუთი. აი, ამ ორ საათს შორის არის ორი საათი და 28 წუთი. (სუბტიტრები შექმნილია ნუცა რევაზიშვილის დახმარებით)