If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

კურსი: მესამე კლასი > თემა 4

გაკვეთილი 1: დრო

ამოცანა დროზე: მოგზაურობის დრო

სალი ცდილობს, გაიგოს, როდის უნდა გახვიდეთ, თუ გზაში 39 წუთი გჭირდებათ, ხოლო სახლში 6:15-ზე უნდა იყოთ. შემქმნელია სალ ხანი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

თუ სახლისკენ მგზავრობას სჭირდება 39 წუთი, რომელ საათზე უნდა გავიდეს კრისი, რომ სახლში მივიდეს შვიდის 15 წუთზე? რომელზე უნდა გავიდეს კრისი, რომ შვიდის 15 წუთზე მივიდეს სახლში? დავხაზოთ გრაფიკი და დავფიქრდეთ იმაზე, თუ რა უნდა მოხდეს აქ. ამოცანის ამოხსნისას ამის დახაზვა გვეხმარება უფრო უკეთ წარმოვიდგინოთ ვიზუალურად, თუ რა ხდება. საათებს აღვნიშნავ. დავიწყოთ, ესე იგი ხუთით და ავიდეთ შვიდამდე. კარგი, იმედია არაფერი გამომრჩება. მოდი, ცოტა სწორს დავხაზავ უფრო. სწორ ღერძს. იდეალური ხაზი არაა მარა წავა. ვთქვათ, რომ ეს არის ხუთი საათი. ეს არის ექვსი მაშინ. აი აქ იყოს ექვსი. აქ გამოყოფენ დღის საათებია თუ ღამის. ეს არის შვიდი. გვეუბნებიან, რომ სახლში უნდა იყოს შვიდის 15 წუთზე. რა არის შვიდის 15 წუთი? ეს არის გზის მეოთხედი ექვსსა და შვიდს შორის, ხომ? ესე იგი, ეს იქნება ნახევარი. და ეს იქნება მეოთხედი მაშინ. მეოთხედი ექვსსა და შვიდს შორის. ესე იგი ეს არის შვიდის 15 წუთი. წერტილი, რომელიც აღნიშნავს შვიდის 15 წუთს. გზის მეოთხედი ექვსსა და შვიდ საათს შორის. ვიცით, რომ საათში არის 60 წუთი. ეს მანძილი, ესე იგი, 60 წუთს აღნიშნავს. 60-ის მეოთხედი არის 15. დრო ამ ადგილას არის ექვსი საათი და 15 წუთი. ახლა გვეუბნებიან, რომ სახლში მისვლას უნდა 39 წუთი, ხომ? კრისი 39 წუთით ადრე უნდა გავიდეს, რომ სახლში მივიდეს ზუსტად ექვს საათსა და 15 წუთზე. მოდით, 39 წუთით უკან დავბრუნდეთ, იმისთვის, რომ გავიგოთ ის დრო რა არის, როცა უნდა გავიდეს კრისი სახლისკენ. რომელი საათი იქნება ექვს საათსა და 15 წუთზე 39 წუთით ადრე? ამას შეგვიძლია ასე შევხედოთ. რამდენი დრო რჩება კრისს ექვსი საათიდან? და რამდენი დრო აქვს კრისს ექვს საათამდე? ეს მანძილი ვიცით, რომ 15 წუთია. თუ ექვს საათსა და 15 წუთიდან 15 წუთით გადავალთ მარცხნივ მივალთ ექვსამდე. შემდეგ, რამდენი წუთი გვაქვს მარცხენა მხარეს უკან გასავლელი? ეს უნდა ვნახოთ ახლა. ჩვენ გავიარეთ 15 წუთი უკვე. 39 წუთიდან 15 წუთია გავლილი, ანუ 24 არის კიდე დარჩენილი. იმიტომ, რომ 39-ს უნდა გამოვაკლოთ 15, რაც უდრის 24-ს. ესე იგი, ექვსი საათიდან 24 წუთით უნდა დავბრუნდეთ უკან. აი ეს დრო, ეს წერტილი, იქნება 24 წუთი ექვს საათამდე. ანუ ექვსს როცა აკლია 24 წუთი. იმედია ეს დამაბნეველი არ იყო. მოდი, ყოველ შემთხვევისთვის, გავიმეოროთ, რაც გავაკეთეთ. ექვსი საათი და 15 წუთიდან ჯერ წავედით 15 წუთით უკან — მივედით ექვსამდე. უკვე გვაქვს გასავლელი 39 კი არა — 24 წუთი. იმიტომ, რომ 15 უკვე გავიარეთ 39-დან. ეს 24 წუთი კი ექვსიდან წავედით მარცხნივ და მივიღეთ დრო, როდესაც ექვსს აკლია 24 წუთი. ეს შეგვიძლია სხვაგვარადაც ჩავწეროთ. 60-ს მინუს 24. 60-ს მინუს 24 დავწეროთ რას უდრის. ეს არის... მოდი აქ გამოვთვლი. 60-ს გამოკლებული 24. 60-ს გამოკლებული 24 რა არის? ეს არის 36-ის ტოლი. შეგვიძლია ეს მარტივადაც გამოვითვალოთ. ექვსიდან ვისესხეთ, ხუთიანი დავწერეთ და ნულის მაგივრად ათი ჩავწერეთ. ათს მინუს ოთხი არის ექვსი და ხუთს მინუს ორი არის სამი. შეგიძლიათ 60-ს გამოაკლოთ 20 მიიღებთ 40-ს და შემდეგ გამოაკლოთ ოთხი და მიიღებთ 36-ს. ექვსს აკლია 24 წუთი არის ის დრო, რაც გვაქვს. ეს შეგვიძლია ასევე ჩავწეროთ, როგორც ხუთი საათი და 36 წუთი. ანუ დრო ამ ადგილას არის 5 საათი 36 წუთი. ესე იგი, კრისი სახლში უნდა წავიდეს ხუთ საათსა და 36 წუთზე, რომ მიასწროს შვიდის 15 წუთზე მისვლა. (სუბტიტრები შექმნილია ლიკა ბოჭორიშვილის დახმარებით)