ძირითადი მასალა
მეოთხე კლასი
კურსი: მეოთხე კლასი > თემა 3
გაკვეთილი 3: განსხვავებული მნიშვნელების მქონე წილადების ვიზუალურად შედარება- წილადების შედარება: კუბიკებიანი დიაგრამა
- წილადების შედარება: რიცხვითი ღერძი
- წილადების შედარება: წილადების მოდელები
- ვიზუალურად შეადარეთ განსხვავებული მნიშვნელების მქონე წილადები
- წილადების ვიზუალურად შედარება გამეორება
© 2023 Khan Academyგამოყენების პირობებიკონფიდენციალურობის პოლიტიკაშენიშვნა ქუქი-ჩანაწერებზე
წილადების შედარება: წილადების მოდელები
სალი წილადებს ვიზუალურად, ღვეზლის დახმარებით ადარებს.
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.
ვიდეოს აღწერა
ამ ვიდეოში მინდა, შევადაროთ
წილადები შვიდი მეათედი და რვა მეცხრედი. როგორც ყოველთვის, მოგიწოდებთ, დააპაუზოთ
ვიდეო და თავად სცადოთ, გაარკვიოთ, რომელია მეტი, ან ტოლი რომ არ არის. ამ ვიდეოში მინდა, ვიზუალურად
წარმოვადგინო წილადები და ისე ვიფიქრო. ამისთვის გამოვიყენებ ერთი
ზომის წრეწირებს, როგორც მთელს. მოდით, აქ დავხატავ. ასე... ორივე არის მთელი, ერთი ზომის. ვაპირებ, შევადარო ამ
მთელი წრის შვიდი მეათედი ამ მთელის რვა მეცხრედს. ეს ორი წრე ზუსტად ერთი ზომისაა. თუ უფრო მცირე წრის შვიდ მეათედს
შეადარებდით უფრო დიდი ზომის რვა მეცხრედს, ან უფრო დიდი ზომის წრის
შვიდ მეათედს შეადარებდით უფრო მცირე ზომის წრის რვა მეათედს, მაშინ, უბრალოდ, ვერ შეძლებდით შედარებას. მაგრამ ჩვენ ერთნაირი მთელის შვიდ მეათედსა
და რვა მეცხრედს ვადარებთ ერთმანეთს. როგორც ხედავთ, წინასწარ დავხაზე ისე, რომ წრეები ერთი ზომისაა, მაგრამ თითოეული
სხვადასხვა რაოდენობის ნაწილებად დავყავი. აქ, რადგანაც მეათედები მაქვს,
ათ ნაწილად დავყავი წრე, 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9,
10 ნაწილად მაქვს დაყოფილი. აქ კი, რადგანაც მეცხრედები მჭირდება, ხედავთ, რომ წრე 1, 2, 3, 4,
5, 6, 7, 8, 9 ნაწილად დავყავი. ახლა მოვიფიქროთ, როგორ უნდა
გამოვსახოთ შივიდი მეათედი. შვიდი მეათედი წარმოადგენს
ამ ათი დანაყოფიდან შვიდს. მოდით, გავაფერადებ. გასაფერადებელ ხელსაწყოს გამოვიყენებ. ანუ, გვინდა გავაფერადოთ
ათიდან 1, 2, 3, 4, 5, 6, 7 დანაყოფი. ახლა ვნახოთ რვა მეცხრედი. რვა მეცხრედი აღნიშნავს
ამ ცხრა დანაყოფიდან რვას. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8 დანაყოფი. ესე იგი, რომელია უფრო დიდი? წომელი წილადია უფრო დიდი? ნათლად ვხედავთ... ხომ გახსოვთ, რომ ზუსტად
ერთი და იმავე მთელის რვა მეცხრედსა და შვიდ მეათედზე ვსაუბრობთ. როგორც ხედავთ, უფრო მეტი მაჯენდა გვაქვს
გაფერადებული, თუ ვარდისფერი, ვიდრე ლურჯი. ანუ, რვა მეცხრედი ამ ორს შორის უფრო მეტია. ან, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შვიდი
მეათედია რვა მეცხრედზე ნაკლები. კიდევ ერთხელ, ასე ვიმახსოვრებ,
რომელი სიმბოლო უნდა გამოვიყენო: ყოველთვის მინდა, რომ ღია
მხარე იყოს უფრო დიდი რიცხვისკენ, ხოლო წვერი მიმართული
იყოს უფრო მცირე რიცხვისკენ. ანუ, შვიდი მეათედი ნაკლებია რვა მეცხრედზე.