ძირითადი მასალა
მეოთხე კლასი
კურსი: მეოთხე კლასი > თემა 3
გაკვეთილი 3: განსხვავებული მნიშვნელების მქონე წილადების ვიზუალურად შედარება- წილადების შედარება: კუბიკებიანი დიაგრამა
- წილადების შედარება: რიცხვითი ღერძი
- წილადების შედარება: წილადების მოდელები
- ვიზუალურად შეადარეთ განსხვავებული მნიშვნელების მქონე წილადები
- წილადების ვიზუალურად შედარება გამეორება
© 2023 Khan Academyგამოყენების პირობებიკონფიდენციალურობის პოლიტიკაშენიშვნა ქუქი-ჩანაწერებზე
წილადების შედარება: რიცხვითი ღერძი
სალი წილადებს რიცხვით ღერძზე ადარებს.
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.
ვიდეოს აღწერა
ვნახოთ, თუ შევძლებთ ხუთი
მესამედისა და 10 მეშვიდედის შედარებას. ანუ თუ შევძლებთ გავიგოთ, ამ
წილადებიდან რომელია უფრო დიდი. ალბათ შეამჩნევდით, რომ
ორივე წილადი ერთზე მეტია. მთელი იქნებოდა სამი
მესამედი, ეს კი ხუთი მესამედია. ამ შემთხვევაში კი მთელი იქნებოდა
შვიდი მეშვიდედი, ეს კი 10 მეშვიდედია. ესე იგი, ამათგან რომელი იქნება უფრო დიდი? დასახმარებლად, ორივე რიცხვს
რიცხვით ღერძზე აღვნიშნავ და გირჩევთ, დააპაუზოთ ვიდეო და
თავად გააკეთოთ, ვიდრე მე დავიწყებდე. კარგით, ესე იგი, აქ მაქვს რიცხვითი ღერძი. გვაქვს ნული, ერთი, ორი და რიცხვით ღერძი ჯერ მესამედებად დავყავი, ხომ ხედავთ, აი, ეს არის ერთ მესამედი, ეს არის ორი მესამედი,
მესამედები ლურჯადაა მონიშნული. ხედავთ, რომ მონაკვეთი ნულიდან ერთამდე დაყოფილია სამ ტოლ
ნაწილად: ერთი, ორი და სამი, და შემდეგ, მონაკვეთი ერთდან ორამდე დაყოფილია ისევ სამ ტოლ ნაწილად: ერთი, ორი და სამი. ყველა მესამედი მაქვს მონიშნული. ანუ, ეს არის 1/3, ეს არის 2/3, ეს არის 3/3,
რაც, რა თქმა უნდა, იგივეა, რაც ერთი. ეს არის 4/3, აი, ეს კი არის 5/3. თუ აქამდე მოვიდოდით,
ეს იქნებოდა 6/3. მაგრამ ჩვენ 5/3 გვაინტერესებს და ის აქ არის. აი, აქ. არ მინდა, ძალიან გავამუქო. ანუ, 5/3 არის ეს ნიშნული. ახლა დავფიქრდეთ მეშვიდედებზე. მეშვიდედები რომ ვაჩვენო, რიცხვითი
ღერძის ნულიდან ერთამდე მონაკვეთი, ან სხვა მთელ რიცხვებს შორის,
უნდა დავყო შვიდ ტოლ ნაწილად აი, ასე: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7. შვიდი ტოლი დანაყოფი გვაქვს. ანუ, ეს არის 1/2,
ეს არის 2/7, 3/7, 4/7, 5/7, 6/7, ეს არის 7/7, აქ დავწერ, ეს არ ერთი, იგივე 7/7, 8/7, 8/7, 10/7. ეს არის 10 შეფარდებული შვიდთან. ანუ ვხედავთ, რომ ორივე,
10 მეშვიდედი და ხუთი მესამედი, მოთავსებულია ერთსა და ორს
შორის, მაგრამ რომელია უფრო დიდი? ვხედავთ, რომ ხუთი მესამედი რიცხვით
ღერძზე უფრო მარჯვნივაა, ვიდრე 10 მეშვიდედი. შევეცდები ისე გავაკეთო, რომ უკეთ ჩანდეს. ესე იგი 10 მეშვიდედი არის აქ. ხუთი მესამედი 10 მეშვიდედისგან მარჯვნივაა,
ანუ ხუთი მესამედი მეტია ათ მეშვიდედზე. როგორ უნდა დავწეროთ ეს სიმბოლო? გვინდა, რომ ის ყოველთვის უფრო
დიდი რიცხვის მხარეს იყოს ღია. ესე იგი ხუთი მესამედი უფრო დიდი რიცხვია
და გვინდა, ამ სიმბოლოს უფრო დიდი მხარე, ღია მხარე, მისკენ იყოს მიმართული, უფრო პატარა მხარე, ან წვერი, კი უნდა
იყოს მიმართული უფრო პატარა რიცხვისკენ. ესე იგი, ხუთი მესამედი მეტია ათ მეშვიდედზე.