If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

კურსი: სტატისტიკა და ალბათობა > თემა 2

გაკვეთილი 1: რაოდენობრივი მონაცემების გრაფიკებით გამოსახვა

წერტილოვანი დიაგრამებისა და სიხშირეთა ცხრილების მიმოხილვა

წერტილოვანი დიაგრამები და სიხშირეთა ცხრილები მონაცემების გამოსახვის უფრო ორგანიზებული ფორმაა. ამ სტატიაში ჩვენ მიმოვიხილავთ წერტილოვანი დიაგრამებისა და სიხშირეთა ცხრილების აგებას.
წერტილოვანი დიაგრამები და სიხშირის ცხრილები მონაცემების ორგანიზებისა და გამოსახვის კარგი გზაა. რომ ნახოთ, როგორ მუშაობს ისინი, დაგვჭირდება რაიმე მონაცემები.
ოთხ წელიწადში ერთხელ ფეხბურთის გუნდები მთელი მსოფლიოდან ერთმანეთს ეჯიბრებიან მოსფლიო თასის მოსაგებად. შემდეგი ჩამონათვალი გვიჩვენებს თითოეული მსოფლიო ჩემპიონატის დროს ფინალურ თამაშში გატანილი გოლების რაოდენობას 1930-2014 წლებში:
მონაცემთა ეს ერთობლიობა საინტერესო, მაგრამ მეტისმეტად არაოგანიზებულია. მოდით, იგი დავალაგოთ სიხშირეთა ცხრილსა და წერტილოვან დიაგრამაში.

სიხშირეთა ცხრილი

სიხშირეთა ცხრილი (მარჯვნივ) მონაცემებს კარგად ალაგებს. ერთი შეხედვით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ გატანილი გოლების ყველაზე გავრცელებული რაოდენობა (მოდა) არის 3.

წერტილოვანი დიაგრამა

წერტილოვანი დიაგრამა (მარჯვნივ) ძალიან გავს სიხშირეთა ცხრილს, მაგრამ სიხშირის რიცხვებით ჩვენების ნაცვლად, იგი იყენებს წერტილებს. თითოეული წერტილი წარმოადგენს მონაცემს.
გაინტერესებთ სიხშირეთა ცხრილებისა და წერტილოვანი დიაგრამების უფრო ზუსტი ახსნა? უყურეთ ამ ვიდეოს.
გინდათ, ივარჯიშოთ წერტილოვანი დიაგრამებისა და სიხშირეთა ცხრილების აგებაში? სცადეთ სიხშირეთა ცხრილების შედგენა , წერტილოვანი დიაგრამების შექმნა ან სვეტოვანი დიაგრამებისა და სიხშირეთა ცხრილების წაკითხვა .

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.