If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

კურსი: სტატისტიკა და ალბათობა > თემა 2

გაკვეთილი 1: რაოდენობრივი მონაცემების გრაფიკებით გამოსახვა

ფოთლოვან–ღეროვანი დიაგრამების მიმოხილვა

ფოთლოვან–ღეროვანი დიაგრამები

ფოთლოვან–ღეროვანი დიაგრამა რიცხვობრივ მონაცემებს აღწერს თითოეული მონაცემის განაწილებით „ფოთოლსა“ (ჩვეულებრივ, ბოლო ციფრი) და „ღეროზე“ (მოწინავე ციფრი ან ციფრები).
მაგალითად, მაღაზიათა ქსელისთვის მყიდველმა დაითვალა წყვილი ჩექმების რაოდენობა და ამ მონაცემებისთვის შეადგინა ფოთლოვან–ღეროვანი დიაგრამა. აქ არის მონაცემთა ერთობლიობა და ფოთლოვან–ღეროვანი დიაგრამა:
მონაცემთა სიმრავლე: 17, 18, 20, 25, 28, 34, 34, 37, 38, 50
ფოთლოვან–ღეროვანი დიაგრამა:
1  |  7  82  |  0  5  83  |  4  4  7  84  |5  |  0
გასაღები: 1 | 8 წარმოადგენს მაღაზიას, რომელშიც 18 წყვილი ჩექმა იყო.
გინდათ, მეტი ისწავლოთ ფოთლოვან–ღეროვანი დიაგრამების წაკითხვის შესახებ? ნახეთ ეს ვიდეო.

ღეროვან-ფოთლოვანი გრაფიკის აგება

აქ არის ფოთლოვან–ღეროვანი დიაგრამის აგება ნაბიჯ-ნაბიჯ. აი, ისევ:
17, 18, 20, 25, 28, 34, 34, 37, 38, 50
ნაბიჯი 1: თითოეული მონაცემი გაანაწილეთ ღეროებსა და ფოთლებში. ღერო არის ყველაფერი ბოლო ციფრამდე და ფოთოლი არის ბოლო ციფრი. ღეროები ჩაწერეთ ვერტიკალურ სვეტში და არ გამოტოვოთ ღეროები მხოლოდ იმიტომ, რომ მათში არ არის არანაირი მონაცემი.
1|7, 1|8, 2|0, 2|5, 2|8, 3|4, 3|4, 3|7, 3|8, 5|0
ჩვენი ღეროებია ათეულების ციფრები:
1  |2  |3  |4  |5  |
ნაბიჯი 2: თითოეული ფოთოლი ჩაწერეთ შესაბამის ღეროსთან. ფოთლები დალაგებული უნდა იყოს ზრდადობით. ჩვენი ფოთლებია ერთულების ციფრები.
1|7, 1|8, 2|0, 2|5, 2|8, 3|4, 3|4, 3|7, 3|8, 5|0
1  |  7  82  |  0  5  83  |  4  4  7  84  |5  |  0
ნაბიჯი 3: დაწერეთ გასაღები, რომელიც ახსნის, თუ რას წარმოადგენს ღერო და ფოთოლი.
1  |  7  82  |  0  5  83  |  4  4  7  84  |5  |  0
გასაღები: 1 | 8 წარმოადგენს მაღაზიას, რომელშიც 18 წყვილი ჩექმა იყო.
გინდათ, მეტი ისწავლოთ ფოთლოვან–ღეროვანი დიაგრამების აგების შესახებ? ნახეთ ეს ვიდეო.

მაგალითი: ღეროვან-ფოთლოვანი გრაფიკების წაკითხვა

ზოოპარკის თანამშრომელმა გამოაქვეყნა შემდეგი ფოთლოვან–ღეროვანი დიაგრამა, რომელიც აჩვენებს დათვების რაოდენობას ქვეყნის ყველა დიდ ზოოპარკში:
0  |1  |  8  82  |  1  3  6  6  7  7  93  |  1  74  |  1  4  5  75  |  0  3
გასაღები: 1 | 8 წარმოადგენს ზოოპარკს, რომელშიც 18 დათვია.
ამოცანა A
რამდენ ზოოპარკშია ზუსტად 26 დათვი?
  • თქვენი პასუხი უნდა იყოს
  • მთელი რიცხვი, როგორიცაა 6
  • გამარტივებული წესიერი წილადი, მაგალითად 3/5
  • გამარტივებული არაწესიერი წილადი, მაგალითად 7/4
  • შერეული რიცხვი, როგორიცაა 1 3/4
  • ზუსტი ათწილადი, მაგალითად 0.75
  • pi-ს ჯერადი, როგორიცაა 12 pi ან 2/3 pi
ზოოპარკი

გინდათ, მეტი ივარჯიშოთ ასეთ ამოცანებზე? ნახეთ ეს სავარჯიშო: ფოთლოვან–ღეროვანი დიაგრამის წაკითხვა.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.