If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

კურსი: სტატისტიკა და ალბათობა > თემა 2

გაკვეთილი 1: რაოდენობრივი მონაცემების გრაფიკებით გამოსახვა

ჰისტოგრამების მიმოხილვა

ჰისტოგრამები

ჰისტოგრამა რიცხვობრივ მონაცემებს გვიჩვენებს მონაცემების დაჯგუფებით ტოლი სიგანის „ყუთებში“. თითოეული ყუთი გამოისახება, როგორც - სვეტი, რომლის სიმაღლე შეესაბამება ამ ყუთში მონაცემების რაოდენობას.
ყუთებს ასევე უწოდებენ „ინტერვალებს“ ან „კლასებს“.

ჰისტოგრამის წაკითხვა

სვეტების სიმაღლეები გვიჩვენებს, რამდენი მონაცემია თითოეულ ყუთში.
მაგალითად, ეს ჰისტოგრამა ამბობს, რომ ლეონარდოს ნაკვეთზე 8 გოგრაა, რომელთა მასები 6-დან 9 კილოგრამამდეა.
გსურთ, მეტი ისწავლოთ ჰისტოგრამების წაკითხვის შესახებ? იხილეთ ეს ვიდეო.
გსურთ, მეტი ივარჯიშოთ მსგავს ამოცანებზე? იხილეთ ეს მაგალითი.

ჰისტოგრამის აგება

ქვემოთ მოცემული სიგრძეებიი გვიჩვენებს ლუიზას მიერ ბოლო გოლფის თამაშისას 8 დარტყმის სიგრძეებს (მეტრებში).
23,78,130,147,156,177,184,213
აი, როგორ ვაგებთ მონაცემების ჰისტოგრამას:
ნაბიჯი 1: გადაწყვიტეთ თითოეული ყუთის სიგანე. თუ 0-დან 250-მდე მივალთ 50 სიგანის მქონე ყუთებით, მთელ მონაცემებს ჩავატევთ 5 ყუთში.
გამოსაყენებელი ყუთების რაოდენობის შესახებ არ გვაქვს მკაცრი წესი—უბრალოდ ვერიდებით ძალიან ცოტა ან ძალიან ბევრი ყუთის გამოყენებას.
ნაბიჯი 2: გამოთვალეთ, რამდენი მონაცემი ხვდება თითოეულ ყუთში.
გასავლელი გზა (მეტრებში)მონაცემთა წერტილებიმგზავრობების რაოდენობა
0-49231
50-99781
100-149130,1472
150-199156,177,1843
200-2492131
ნაბიჯი 3: x ღერზძე დანაყოფები გააკეთეთ 0-დან 250-მდე 50 სიგანის გამოყენებით. x ღერძზე გააკეთეთ დარტყმის მანძილის (მეტრებში) დანაყოფები.
ნაბიჯი 4: y ღერძზე დანაყოფები ააგეთ 3-ის ჩათვლით—ან მას ზევით,—რადგან ეს იქნება უმაღლესი სვეტი.
ნაბიჯი 5: თითოეული ინტერვალისთვის ააგეთ სვეტი ისე რომ, სიმაღლე შეესაბამებოდეს დარტყმების რაოდენობას ამ ინტერვალში.
გსურთ, მეტი ისწავლოთ ჰისტოგრამების აგების შესახებ? იხილეთ ეს ვიდეო.
გსურთ, სცადოთ მსგავი ამოცანები? იხილეთ ეს მაგალითი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.