If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

10-ის ან 100-ის დამატება

სალი რიცხვს უმატებს 1-ს, 10-ს ან 100-ს.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

მოცემული გვაქვს რიცხვი 235. ამ რიცხვს განვიხილავთ, როგორც ორ ასეულს, ანუ ორიანი გვაქვს ასეულების ადგილას. შემდეგ სამ ათეულს, ანუ სამიანი გვაქვს ათეულების ადგილას და ხუთ ერთეულს. ანუ ერთეულების ადგილას გვაქვს ხუთი. აი, აქ რიცხვი გადმოხატულიც არის. ეს ყუთები გვიჩვენებენ, რომ სულ არის 235 ყუთი. გვაქვს ორი ჯგუფი, სადაც თითოში არის ას-ასი პატარა ყუთი. გვაქვს მერე ათეულები. ეს სვეტები არის ათეულები. შემდეგ კი ხუთი ერთეულია. კარგი, მოდი ახლა საინტერესო რაღაცის გაკეთება ვცადოთ. რა მოხდება რომ დავამატოთ ამას ათი? რიცხვი ათი, ანუ ერთი ათეული. ათის დამატებით რას ვშვრებით? ჩვენ მხოლოდ ათეულებს ვამატებთ, ანუ ვზრდით ათეულებს. ესე იგი, ვუმატებთ მხოლოდ ერთ ათეულს, ამიტომ ათეულის ქვეშაც დავწეროთ ბარემ. რა მოხდება, თუ დავამატებთ ერთ ათეულს? მაშინ, აქ დამჭირდება კიდევ ერთი ათეულის დამატება. და უნდა დავამატოთ ეს ათეული მათემატიკურად. როგორი სახის იქნება მაშინ? კიდევ ერთი ათეული იქნება ზუსტად იგივენაირი სახის. იგივე სვეტი ახლა აქ არ არის ნახატზე, მაგრამ მაინც. ზუსტად იგივენაირი ათეული იქნება, ანუ ათი ყუთი. ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი, ექვსი, შვიდი, რვა, ცხრა და ათი. ნამდვილად ათია. ესე იგი, დავამატოთ ერთი ათეული. აი, რას გვაძლევს მაშინ ახლა ეს? თუ მქონდა სამი ათეული აქამდე და ახლა კიდევ ერთი ათეულით მეტი მაქვს, რა გამოვა? აქ მექნება მაშინ ოთხი ათეული. ესე იგი, ათეულები გაიზრდება ერთით. ამ ყველაფერს ... მოდი, ეს ყველაფერი ჯობს ყვითელი ფერით გაკეთდეს მაინც, რომ დავინახოთ იგივე ათეულებზე არის საუბარი. ესე იგი, ისევ გვექნება ხუთი ერთეული, ანუ ერთეულები არ იზრდება. გვექნება ისევ ხუთი ერთეული. ასევე, რა დარჩება იგივე? იგივე დარჩება ასეულებიც, ისევე გვექნება ორი ასეული. რატომ? იმიტომ რომ არ დავუმატეთ ასეულებს არაფერი. კვლავ გვექნება ესე იგი ორი ასეული. გამოვიდა, რომ გვაქვს ორი ასეული, ოთხი ათეული და ხუთი ერთეული. ორ ასეულს პლიუს ოთხი ათეული და პლიუს ხუთი ერთეული. ეს რისი ტოლი არის? ვნახოთ რისი ტოლია. ორ ასეულს დამატებული ოთხი ერთეული, უფრო სწორად ოთხი ათეული, და დამატებული ხუთი ერთეული. რა გამოვიდა? მივიღეთ 245. კარგი, კიდევ ერთი გავაკეთოთ. ახლა მოდი ათის მაგივრად დავუმატოთ ასი. ეს ყველაფერი მოშორდეს ჯერ. ახლა ვუმატებთ ათის მაგივრად ასს. ანუ ვუმატებთ რას? ერთ ასეულს. ამ რიცხვს, რაც გვაქვს მოცემული დავუმატებთ ახლა ერთ ასეულს — ანუ რიცხვ ასს. კარგი, ესე იგი, ასეულების ადგილას ერთი უნდა დავწეროთ, ხოლო დანარჩენ ადგილას, ანუ ათეულებში და ერთეულებში ნული. რატომ? იმიტომ რომ ნული გვაქვს ათეულებში, ნული გვაქვს ერთეულებში. არცერთი არ გვაქვს მოცემული. მხოლოდ ერთი ასეული გვაქვს. მხოლოდ ერთ ასეულს ვუმატებთ. პლიუს ერთი ასეული. ეს რა იქნება? გადმოვწეროთ. ეს იქნება ერთი ასეული დამატებული ზედა ორ ასეულს. რას მოგვცემს ახლა ერთი ასეულის დამატება? მოდი, დავხატოთ ... ასლს გავაკეთებ, ჯობია, რომ კარგად გამოჩნდეს. გვქონდა ორი ასეული. ოღონდ ეს დავაკოპიროთ ეს ერთ-ერთი ასეულიც. ახლა რამდენი ასეული გამოდის? პირველი ორი, რაც გვქონდა უკვე და კიდევ ერთი რაც დავუმატეთ. მოდი, გადავთვალოთ კიდეც ბარემ. ეს არის პირველი ასეული, მეორე და მესამე. სამი ასეული გვაქვს ახლა. ესე იგი, რა გამოდის? აქ გვქონდა თავიდან ორი ასეული, შემდეგ გადავწყვიტეთ ასის, ანუ ერთი ასეულის დამატება. და თურმე მივიღეთ სამი ასეული. სამი ასეული მივიღეთ. ესე იგი, ქვევითაც მივუწეროთ აქ — სამი ასეული. ვნახოთ რა დაემართა ათეულებს და ერთეულებს. ათეულები იგივე დარჩა, იმიტომ რომ სამ ათეულს მიემატა ნული ათეული. ესე იგი, გვექნება ისევ სამი. ახლა ერთეულები. ხუთს დამატებული ნული. ისევ ხუთი. ესე იგი, არ შეცვლილა არც ესენი. კარგი, ესე იგი, მივიღეთ 335. ეს რა არის? ეს იგივეა, რაც სამ ასეულს, ანუ რაც მივიღეთ, დამატებული იგივე სამი ათეული, რაც გვქონდა და ამას პლიუს ხუთი ერთეული. ეს არის 335. (სუბტიტრები შექმნილია დიმიტრი მაისურაძის დახმარებით)